x
image
თორ ნიკე
Mediator image
ჰაიდელბერგელი ადამიანი
ჰაიდელბერგელი ადამიანი


ჰაიდელბერგელი ადამიანი / ჰომო ჰაიდელბერგენზისი / ანატომიურად თანამედროვე ჰაიდელბერგელი ადამიანი / ჰომო საპიენს ჰაიდელბერგენზისი (Homo heidelbergensis / Homo sapiens heidelbergensis) იყო ჰომოს (ადამიანის) გვარის სახეობა, რომელიც განსახლებული იყო ევროპაში, დასავლეთ აზიაში და აფრიკაში ძვ.წ. 800, 000 (მინიმუმ 700, 000) - 200, 000 წლებში. აფრიკის კონტინენტზე განსახლებულ მის ქვესახეობას ეწოდება ასევე როდეზიელი ადამიანი. 1950 წელს ჰაიდელბერგელი ადამიანი იყო მიჩნეული ჰომო ერექტუსის ქვესახეობად და ეწოდებოდა ჰომო ერექტუს ჰაიდელბერგელი ან ჰაიდელბერგელი ამართული ადამიანი (Homo erectus heidelbergensis), მაგრამ მე-20 საუკუნის ბოლოს უკვე აღიარებული იქნა ცალკე სახეობად. კამათობენ იმაზეც უნდა შემოიფარგლოს თუ არა ჰაიდელბერგელი ადამიანი მხოლოდ ევროპულ სახეობად და მის აფრიკულ ქვესახეობას სხვა სახელი უნდა ეწოდოს და მისგან გამოიყოს თუ არა. ჰაიდელბერგელი ადამიანი ჩამოყალიბდა ჰომო ერექტუსის აფრიკული ქვესახეობისგან, რომელსაც ჰომო ერგასტერი ეწოდება. თავად კი ჩამოაყალიბა ნეანდერტალელები და დენისოველები, ხოლო ჰაიდელბერგელის აფრიკულმა ქვესაეობამ - როდეზიელებმა სათავე დაუდეს ჰომო საპიენსებს. შუა პლეისტოცენში ჰაიდელბერგელების ტვინის მოცულობა იყო 1200 კუბური სანტიმეტრი, რაც თითქმის იგივეა, რაც თანამედროვე ადამიანების თავის ტვინის საშუალო მოცულობა. მათი სიმაღლე შუა პლეისტოცენში შეიძლება შეფასდეს სამ სხვადასხვა არქეოლოგიურ ადგილას აღმოჩენილი ნაშთებით: ესპანეთში, სიმა დე ლოს ჰუესოსში აღმოჩენილი მამაკაცი ჰაიდელბერგელი იყო 169, 5 სმ, ხოლო ქალი - 157, 7 სმ. ჩინეთში, ჯინიუშანში აღმოჩენილი ქალი - 165 სმ, ხოლო ზამბიაში, კაბვეში აღმოჩენილი მამაკაცი - 181, 2 სმ. ნეანდერტალელების მსგავსად მათ ჰქონდათ ფართო მკერდი და ძლიერი, ჩაფსკვნილი სხეული.


ჰაიდელბერგელი ადამიანი


ევროპაში, ისევე როგორც აფრიკაში შუა პლეისტოცენში ჩნდება გვიანი აშელის ტექნოლოგია, რომელიც განსხვავდება ადრეული და გვიანი პერიოდის ჰომო ერექტუსის ტექნოლოგიისგან, სავარაუდოდ მზარდი ინტელექტის გამო ჰაიდელბერგელებში და როდეზიელებში. ჰაიდელბერგელები იყენებდნენ პირველყოფილ ბუხრებს ძვ.წ. 788, 000 წლიდან - ისრაელში, გეშერ ბენოტ ია-აქოვის არქეოლოგიურ ადგილზე აღმოჩენილია ამის მტკიცებულებები ცეცხლგამძლე იარაღისა და დამწვარი ხის სახით. ამ ადამიანებში ცეცხლის გამოყენება უკვე ძალიან გავრცელებული და ყოველდღიური პრაქტიკა იყო ძვ.წ. 400, 000 წლისთვის.



ჰაიდელბერგელი ადამიანი


ამ დროს ჰაიდელბერგელებს უკვე მთლიანად ჰქონდათ ათვისებული ევროპის დასახლებადი ტერიტორია. ჰაიდელბერგელი ადამიანების სოციალური ჯგუფები ხშირად იკრიბებოდნენ თავიანთი კერების გარშემო, იზიარებდნენ საკვებს, თბებოდნენ ცეცხლთან და თავს არიდებდნენ მტაცებლების თავდასხმას. ისინი იყვნენ პირველები, ვინც შუბები გამოიგონეს და ყოველდღიურად იყენებდნენ ნადირობისას, ამის დასტურია გერმანიაში, შენნიგენის არქეოლოგიურ ადგილზე ნაპოვნი, დაახ. ძვ.წ. 400, 000 წლისთვის დამზადებული შუბები, ქვის იარაღებთან და 10-ზე მეტ დაკლული ცხენის ნაშთთან ერთად. ისინი იყვნენ ასევე პირველი ადამიანები, რომლებიც დიდ ცხოველებზე ნადირობდნენ. ცხოველების ნაშთები, როგორებიცაა გარეული ირემი, ცხენი, სპილო, ჰიპოპოტამი და მარტორქა.


ჰაიდელბერგელი ადამიანი


ამ და სხვა დიდ ცხოველთა ძვლები დიდი რაოდენობით იქნა აღმოჩენილი ჰაიდელბერგელთა სხვადასხვა ნამარხთან ერთად დასავლეთ ევრაზიის მასშტაბით (და ასევე როდეზიელების ნამარხებთან აფრიკაში) და მათზე დადასტურებულია ადამიანთა მიერ ქვის იარაღებით დამუშავების კვალი. ისინი იყვნენ პირველები, რომლებმაც არ კმაყოფილდებოდნენ ბუნებრივი თავშესაფრებით, როგორიც იყო მაგალითად გამოქვაბულები, მღვიმეები და თავად დაიწყეს ხელოვნური თავშესაფრების მშენებლობა ხის მორებისა და ქვებისგან. ამის ერთ-ერთი დასტურია საფრანგეთში მდებარე ტერა ამატას არქეოლოგიური ადგილი. ჰაიდელბერგელები იყვნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს თავიანთი მკვდრების დამარხვა და ეს ტრადიცია ნეანდერტალელებს, დენისოველებს და საპიენსებსაც გადაჰყვა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჰაიდელბერგელებს (და როდეზიელებს) ჰქონდათ საიქიოს რწმენა და სხვა რელიგიური რწმენა-წარმოდგენები, ამის ერთ-ერთი მტკიცებულება არის ჩრდილოეთ ესპანეთში, ატაპუერკაში 30 ჰაიდელბერგელი ადამიანის ნამარხი, რომელსაც ძვლების ორმო (ესპ. Sima de los Huesos) უწოდეს და დაახლოებით ძვ.წ. 400, 000 წლით დაათარიღეს. ჩონჩხების ნაშთებთან ერთად მეცნიერებმა აქვე იპოვეს კარგად გაკეთებული, სიმეტრიული ქვის ცული, რომელიც აშკარად ასახავს ჰაიდელბერგელი ადამიანების მიერ იარაღის დამზადების მაღალგანვითარებულ უნარებს.


ჰაიდელბერგელი ადამიანი


ითვლება, რომ ჰაიდელბერგელი ადამიანი წარმოიშვა იმ აფრიკელი ჰომო ერექტუსისგან, რომელმაც დატოვა აფრიკა დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ და განსახლდა დასავლეთ ევრაზიაში, ხოლო იმ აფრიკელი ჰომო ერექტუსებისგან, რომლებიც დარჩნენ აფრიკაში, წარმოიშვა აფრიკელი ჰაიდელბერგელი ანუ როდეზიელი ადამიანი. თუმცა 2016 წელს ანტონიო პროფიკომ და მისმა კოლეგებმა ივარაუდეს, რომ ეთიოპიაში, მელკა კუნტურის ფორმაციის გომბორ II-ზე აღმოჩენილი 875, 000 წლის წინანდელი თავის ქალას მასალები წარმოადგენს გარდამავალ სახეს ჰომო ერგასტერსა და ჰაიდელბერგელ ადამიანს შორის, შესაბამისად მათი ჰიპოთეზის მიხედვით, ჰაიდელბერგელები წარმოიშვნენ აფრიკაში ჰომო ერგასტერისგან და შემდგომში გავრცელდნენ დასავლეთ ევრაზიაშიც, კერძოდ უკვე 788, 000 წლიდან დადასტურებულია მათი არსებობა ახლო აღმოსავლეთში, ხოლო ძვ.წ. 700, 000 წლიდან ევროპის კონტინენტზე. შემდგომში დასავლეთ ევრაზიაში გავრცელებული ჰაიდელბერგელებისგან ჩამოყალიბდნენ დენისოველები და ნეანდერტალელები, ხოლო აფრიკაში დარჩენილი როდეზიელებისგან - ჰომო საპიენსები, რომლებიც თავის მხრივ, შემდგომ პერიოდში თავადაც გადმოვიდნენ ევრაზიაში და შეერივნენ ევრაზიელ ნეანდერტალელებსა და დენისოველებს.


ჰაიდელბერგელი ადამიანი


ადრეული პლეისტოცენის ჰომო ერექტუსისა და ერგასტერისგან განსხვავებით, შუა პლეისტოცენის ადამიანებს ბევრად უფრო თანამედროვე ადამიანის მსგავსი გარეგნობა ჰქონდათ. მათი შუბლის ძვალი უკვე განიერია, ტვინი კი ბევრად უფრო დიდი ზომის, 2004 წელს რაიტმაირმა შუა პლეისტოცენის ათი ადამიანის ტვინის მოცულობა, რომელიც მიეკუთვნება ჰაიდელბერგელებს და როდეზიელებს კაბვედან, ბოდოდან, ნდუტუდან, დალიდან, ჯინიუშანიდან, პეტრალონადან, სტეინჰეიმიდან, არაგოდან და ორიდან. ეს ნაკრები იძლევა თავის ქალას საშუალო მოცულობას 1206, 1100 და 1390 კუბურ სანტიმეტრამდე.


ჰაიდელბერგელი ადამიანი


მან ასევე დაადგინა ჰომო ერექტუსის და ერგასტერის თავის ქალას საშუალო მოცულობა 30 სხვადასხვა ინდივიდის მონაცემებზე დაყრდნობით აღმოსავლეთ აზიიდან და აფრიკიდან, რომლებიც დაახლოებით 1.5 მილიონი წლის წინანდელი ინდივიდები იყვნენ და 973 კუბურ სანტიმეტრამდე ტვინის მოცულობა ჰქონდათ. ასე რომ ჰაიდელბერგელების და როდეზიელების შემთხვევაში აშკარა გახდა ტვინის ზომის მკვეთრი ზრდა. შედარებისთვის - თანამედროვე ადამიანების ტვინის მოცულობა საშუალოდ 1270 კუბური სანტიმეტრია მამაკაცებში, ხოლო ქალებში - 1130 სმ3. ნეანდერტალელი მამაკცებისთვის ეს იყო 1600 კუბური სანტიმეტრი, ხოლო ნეანდერტალელი ქალებისთვის - 1300 სმ3.


ჰაიდელბერგელი ადამიანი


ჰაიდელბერგელებსა და როდეზიელებს ჰქონდათ თანამედროვე ადამიანის მსგავსი ჰიოიდური ძვალი, რომელიც ლაპარაკის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე ჰქონდათ საპიენსის მსგავსი შუა ყურის ძვლები, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანის ტვინს, რომ კარგად განასხვავონ სიხშირეები ადამიანის მეტყველების დიაპაზონში ანუ ზუსტად აღიქვან მეორე ადამიანის საუბარი. თუ ვიმსჯელებთ სტომატოლოგიური ზოლებით, ისინი ძირითადად მემარჯვენეები იყვნენ. საერთოდ ხელსაქმე დაკავშირებულია ტვინის ფუნქციის ლატერალიზაციასთან, რაც ჩვეულებრივ ასოცირდება თანამედროვე ადამიანებში ენობრივი უნარების განვითარებასთან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ჰაიდელბერგელები და როდეზიელები მეტყველებდნენ სხვადასხვა ენის ადრეულ ფორმებზე. მათ უკვე უნდა ჰქონოდათ სამეტყველო ენები და თან სხვადასხვა რეგიონში განსახლებულებს - სხვადასხვა პირველყოფილი ენა.


ჰაიდელბერგელი ადამიანი


წყარო 1: Homo heidelbergensis - Wikipedia;

წყარო 2: Homo heidelbergensis - The Australian Museum;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
145
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
145
  
2022, 26 აპრილი, 12:31
▶ ჰაიდელბერგელი ადამიანი / ჰაიდელბერგელი თანამედროვე ადამიანი (Homo heidelbergensis / Homo sapiens heidelbergensis) - ჰომო საპიენსის ქვესახეობა. ჩამოყალიბდა ჰომო ანტესესორისგან. არსებობდა 800 - 200 ათასი წლის წინ. აღმოაჩინეს 1908 წელს. გავრცელებული იყო ევროპაში (შესაძლოა აზიაშიც, მაგალითად ჩინეთში). მისი აფრიკული ვარიანტი იყო "როდეზიელი ადამიანი". მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 970-1390 კუბურ სანტიმეტრამდე (საშუალოდ, უფრო ხშირად 1220 სმ3-მდე). საშუალოდ იზრდებოდნენ 160-180 სმ-მდე და იწონიდნენ დაახლოებით 60-80 კილოგრამს.
0 1 1