x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სპარში“ ვიმუშავე მტვირთავად, დღეში 50 ლარად... არ დავზოგავ, „დედა ლოგინადაა“… – ბესო ზანგური

image
ნოდარ მელაძის გადაცემაში ითქვა, რომ რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების შემდეგ მსახიობი ბესო ზანგური მერიამ ჰერმესში, თბილისის სასაფლაოებზე დაასაქმა. ამ ბრალდებების საპასუხოდ მსახიობმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.


მსახიობი ბესო ზანგური „სპარიში“ მუშაობს. ამის შესახებ მისივე "ფეისბუქ" სტატუსიდან გახდა ცნობილი. იქვე ნათქვამია, რომ ზანგური იძულებულია ოჯახური პირობების გამო სამუშაო იშოვოს და ამისთვის არაფერს დაიშურებს.


„დიახ, მტვირთავადაც არ დავიზოგავ თავს, არც სასაფლაოზე და არც მერიაში, არც თვითმფრინავში… არც ტაქსიზე… დღეს „სპარში“ ვიმუშავე ერთი დღით, 50 ლარად!!!! ასე ვარ, რა ვქნა ოჯახი, შვილები, ქირა, დედა ლოგინად… ჰო… არის“, – წერს ზანგური სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ მსახიობი რამდენიმე თვის წინ მოექცა ყურადღების ქვეშ, როდესაც მისმა ყოფილმა ცოლმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა მას საჯაროდ დასდო ბრალი ფიზიკურ ძალადობაში. ნინუცამ ზანგურზე 19 წლის ასაკში იქორწინა, მათ ვაჟი ნოდარიკო ჰყავთ. როგორც ნინუცამ გაიხსენა, ქმარი მასზე სისტემატურად ძალადობდა.


ნინუცა მაყაშვილის განცხადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. რუსთაველის თეატრმა ბეზო ზანგური ყველა როლიდან მოხსნა. თავად მსახიობი ყოფილ მეუღლეზე ძალადობას უარყოფს.
ამჟამად ბესო ზანგური გვანცა წულეისკირზეა დაქორწინებული. წყვილს სამი შვილი ჰყავს. ბესო ზანგურს ოთხი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს.
0
78
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0