x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მისი ანტივაქსერული დამოკიდებულება და ნაადრევი გარდაცვალება ილია მეორის კისერზეა" - ილია ჭიღლაძე

image

"საქართველოს წმ. სინოდის უკვე მესამე წევრი გარდაიცვალა კორონავირუსით- 46 წლის ასაკში მეუფე დიმიტრი (კაპანაძე), დედოფლისწყაროს, ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი და შეთავსებით ნეკრესის დაქვრივებული ეპარქიის დროებითი მმართველი დღეს გარდაიცვალა ჰოსპიტალში უშედეგო, დაგვიანებული მკურნალობის შემდგომ.

მეუფე დიმიტრი აუცრელი იყო და მისი ანტივაქსერული დამოკიდებულება და ნაადრევი გარდაცვალება ილია მეორის კისერზეა, რომელიც ჯიუტად არ ახდენს მოწოდებას აცრის სასარგებლოდ და არც იმას ქადაგებს, რომ აცრაში არაფერი სატანური და ცოდვისმიერი არ არის!"-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის, დიმიტრი კაპანაძეს გარდაცვალების შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის facebook-ის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს:

"გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე).

▪️ მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

▪️ გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, " - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
image

ეპისკოპოსი დიმიტრი (ერისკაცობაში – რამაზ ვანგერის ძე კაპანაძე) დაიბადა 1975 წლის 19 ივნისს სოფ. ხორითში, ხარაგაულის რაიონში.

ბერად აღიკვეცა 1995 წლის 16 დეკემბერს, 1996 წლის 10 მარტს აკურთხეს დიაკვნად, მღვდლად 1997 წლის 12 იანვარს აკურთხეს. 2013 წლის 11 ოქტომბერს არქიმანდრიტი დიმიტრი გამორჩეულ იქნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსად.

ხოლო 2013 წლის 27 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.

2015 წლის 12 იანვრიდან დიმიტრი ხორნაბუჯის ეპარქიას ედგა სათავეში.

1
550
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
550
  
2022, 23 იანვარი, 20:09
რამდენი 3-4-ჯერ აცრილი და ვაქცინაციის მეხოტბეც გარდაიცვალა იმდენი მოგხვდა არმაგედონის ზანგის შე გაურკვეველი სექტის მიმდევარო ჭიღლაძე.
0 1 1