პოპ-მომღერალმა ადელმა გააუქმა კონცერტი ლას-ვეგასში მას შემდეგ, რაც მისი ჯგუფის ნახევარი წევრები COVID-19-ით დაინფიცირდა.
ბრიტანელი მომღერალი ადელი ატირდა ლას-ვეგასში შოუს გაუქმების გამო, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული.
ის ფაქტი, რომ დაგეგმილი კონცერტი არ შედგება, მან "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე განაცხადა.
შემსრულებლის თქმით, მისი გუნდის ნახევარი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, რის გამოც შოუსთვის მოსამზადებელი დრო აღარ დარჩათ.
„სალამი. მისმინეთ, ვწუხვარ, შოუ რომ ვერ მოვემზადეთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კარგად და დროულად ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა შეფერხებით [ტექნიკის] მიწოდების და კორონავირუსის გამო“, - განაცხადა ტირილით არტისტმა.
ადელის კონცერტები ლას-ვეგასში 21-დან 28 იანვრამდე უნდა შემდგარიყო.
ადელი ბოლო ალბომი "30"ექვს წლიანი შესვენების შემდეგ გასული წლის ნოემბერში გამოვიდა და მსოფლიო ჩარტები დაიპყრო, მათ შორის #1 ადგილი დაიკავა დიდი ბრიტანეთში და აშშ-ში .
ამასთანავე სამშობლოში 2× პლატინა, ხოლო აშშ-ში 3× პლატინის სტატუსი შეიძინა.
დღეისთვის ადელს მთელს მსოფლიოში 120 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული და თანამედროვე პოპ-მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება.