საზოგადოება "ჯერ ერთხმად ლოცულობდნენ ევას გადარჩენისთვის და ახლა ისე ერთხმად დებენ მიწაში" - მაია ასათიანი 2022, 17 იანვარი, 11:37
ტელეწამყვანი მაია ასათიანი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოს გამოეხმაურა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და იმ ადამიანებს მიმართა, ვინც უარყოფითი კომენტარები დაწერა.
„ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, წლების მანძილზე უამრავი, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა! ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობდა ყველა მოძრაობას თავიდან და ახლა, როცა ცხოვრებას დაუბრუნდა, ამიხსენით ხალხო, რატომ დებთ მიწაში ისევ!!! მეშინია ჩემი ხალხის გამო, რომელსაც მხოლოდ ტრაგედიაში უყვარხარ!!! და რის გამო??? ძალიან ლამაზ გოგონას საცურაო კოსტიუმი რომ აცვია??? მეშინია ჩემი ხალხის გამო. ჯერ ერთხმად ლოცულობდნენ ევას გადარჩენისთვის და ახლა ისე ერთხმად დებენ მიწაში იმიტომ, რომ ამხელა ტრაგედიის გადატანის შემდეგ მაინც მათზე ლამაზია!!!“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.
ევა ბარბაქაძეს სამიოდე დღის წინ დადებულ ფოტოს "ინსტაგრამზე" დღეისთვის დაგროვილი აქვს 12 000 მოწონება, თუმცა 168 კომენტარიდან ფაქტობრივად უარყოფითი კომენტარი არ დევს, პირიქით;ამიტომ გაუგებარია ვის მიმართავს მაია ასათანი ან თავად კომენტარებში ვის ლანძღავენ მომხმარებლები? ან შესაძლოა ზოგიერთი უარყოფითი კომენტარი ამჟამად წაშლილია. 1970 4-ს მოსწონს
|