x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 რამ, რაც თქვენი ტვინის შესახებ უნდა იცოდეთ

image


"ჩვენი აზრები გავლენას ახდენენ ტვინის აქტივობაზე: აღქმაზე, შემეცნებაზე, აზრებზე, გრძნობებსა და ემოციებზე", - წერს ინდური წარმოშობის ამერიკელი ექიმი და მწერალი დიპაკ ჩოპრა. ადამიანის ტვინი - ნამდვილი სასწაულია. ის იღებს უზარმაზარ ინფორმაციას, აკონტროლებს მას და აკავშირებს ყველა სახის გარე სიგნალს შიდასთან.

image


მაშ ასე, წარმოგიდგენთ ტვინის ხუთ თავისებურებას, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ.





1. ტვინი ვერ ანსხვავებს რეალობას წარმოსახვისგან


image


ტვინი თქვენს ფიქრებზე ერთნაირად რეაგირებს. ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რაც სინამდვილეში არ იყო. აი, ამიტომ მოქმედებს პლაცებოს ეფექტი. ანუ თქვენ გარწმუნებენ რომ სვამთ წამალს, სინამდვილეში კი ეს - შაქარია. იგივეა ნოცებო, რომელსაც პლაცებოს საპირისპირო მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში პაციენტი სვამს წამალს, მაგრამ მას ეუბნებიან, რომ მისგან სარგებელი არ არის. ეს ყოველივე იმიტომ მუშაობს, რომ ჩვენი ტვინი ვერ ანსხვავებს ჩაგონებას რეალობისგან.


თუ არ გჯერათ, წარმოიდგინეთ სიტუაცია. მაგალითად, თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს გვერდით იმყოფება, მაგრამ უცებ გაიფიქრეთ გარკვეულ უსიამოვნებაზე, რომელიც შეიძლებოდა რომ მას შემთხვეოდა. თქვენი ტვინი მაშინვე რეაგირებს ამ განცდებზე და შუა ტვინის მცირე უბანში - ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს - კორტიზოლს.


ამიტომ იფიქრეთ ყოველთვის დადებითზე, და ბედნიერების ჰორმონიც მყისიერად გამომუშავდება.




2. ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ჩვენს ტვინს სურს


image


ხშირად ხედავთ იმას, რაზედაც მუდმივად ფიქრობთ? მაგალითად, თუ თქვენ ახალი ავტომობილი შეიძინეთ, იგივე მანქანა თვალში ყოველ ნაბიჯზე მოგხვდებათ, თუმცა მის შეძენამდე ეს მარკა გზებზე არასოდეს შეგიმჩნევიათ. ეს იმით აიხსნება რომ ხედავთ იმას, რაზეც ფიქრობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ცხოვრებაში დამთხვევები არ ხდება. ჩვენ ყოველთვის ვიზიდავთ იმას, რაზედაც ვფიქრობთ. თუ ნეგატიურად ვართ განწყობილნი, ნეგატიურ ადამიანებს ვხვდებით, და პირიქით.





3. ჩვენი ტვინი უმეტესად ავტოპილოტის რეჟიმზე მუშაობს


image


ადამიანის ტვინი საშუალოდ 60. 000 აზრს აგენერირებს, აქედან 54. 000 უარყოფითია. ვინაიდან ტვინი რეალობას ფანტაზიისგან ვერ ანსხვავებს, ის ნეგატიურ აზრებს რეალობად აღიქვამს.





4. ტვინს დასვენება სჭირდება


image


თქვენ შეგიძლიათ პირდაპირი მნიშვნელობით გათიშოთ ტვინი ათასობით ნეგატიური ფიქრისგან, რომელსაც ჩვენ თავადვე ვიგონებთ. როდესაც შეწყვეტთ ტვინის ამ ყოველივეთი დატვირთვას, ამით თქვენს იმუნურ სისტემას გაიუმჯობესებთ. ამგვარად, თქვენ უფრო პოზიტიურ ადამიანებს მიიზიდავთ.




5. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ტვინი


image


როდესაც კონცენტრირდებით სანუკვარი ოცნების ასრულებაზე, ტვინში ნერვული კავშირების შექმნის ახალი პროცესი იწყება. მაგალითად, თუ ღრმად გჯერათ, რომ შეგიძლიათ წონაში დაკლება და მუდმივად დაიწყებთ მხოლოდ ამაზე ფიქრს, ამით თქვენს თავში ახალი ტიპის კავშირის პროვოცირებას მოახდენთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ფიქრით იწყება. სწორედ ის ქმნის რეალობას.





0
181
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
181