საზოგადოება "მე ძალიან ამომივიდა ყელში და თქვენი არ ვიცი" - რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია 2022, 13 იანვარი, 17:57 გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია "იმედის" მიერ, ფულის გათეთრების საქმეში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის "ხანდაზმულ თაღლითებად" მოხსენიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "იმედის" ეთერში გასული პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრის, ბადრი ჯაფარიძის ბრიფინგის სქრინშოთს შემდეგი ტიტრით აზიარებს:"ამ ტელევიზიაზე რომ მარწყევს და სრული უფლება მაქვს, ასე იყოს, ეს ცალკე თემაა… მე მივხვდი, რატომ იგებს “ოცნება“თავისი პროპაგანდის მანქანით-ისინი ყველაფერს კადრულობენ, აი, ყველაზე წარმოუდგენელ რამესაც კი, რასაც ტვინშიც არ დავუშვებდით….ჩვენ კი რაღაც პედისტალზე შევხტით და ეთიკა, მორალი და მედია სტანდარტები ავიკვიატეთ….ხოდა, სანამ ჩვენ ეთიკაზე ვაქცენტირებთ ამ სამკვდრო -სასიცოცხლო ბრძოლაში, ისინი დედას გვ…….პირდაპირი მნიშვნელობით. აი, ამ სათაურის მერე, ფოტოზე როა, უკვე სერიოზულად დავფიქრდი, ეგებ თავიანთ ენაზე უნდა დავუპირისპირდეთ?ეგებ იქით უნდა ვუკეთოთ რეპორტაჟები სხვადასხვა თემაზე, მაგალითად ბებერ ალფონსებზე, ქვეშაჯვია კაცებზე, გრიფით საიდუმლო ხელშეკრულებების შიგთავსზე, პოლიტიკურ და ფინანსურ ტრაკის თამაშებზე, წინა ცხოვრებაში თუ ამჟამინდელში და ასე შემდეგ? ეგებ დროა, დავივიწყოთ ეს პედისტალის ეთიკა და თავიანთ ენაზე ველაპარაკოთ? მე ძალიან ამომივიდა ყელში ენის მოჩლექით საუბარი და თქვენი არ ვიცი" – წერს ინგა გრიგოლია.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების საქმეზე წაყენებული ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და მათ 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მათ აღარ დაიჭერენ.მოსამართლემ აგრეთვე გააუქმა სამივე მათგანის მიმართ შეფარდებული გირაო და პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვა და მათ ქონებაზე დადებული ყადაღაც მოხსნა.351 შეფასება არ არის |