x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ახალი შტამის არცერთი შემთხვევა არ გართულებულა!.. ომიკრონის მხოლოდ 9 შემთხვევაში იყო ჰოსპიტალიზაცია“ - თამარ გაბუნია

image

48 გარდაცვლილი და 5 326 ინფიცირებული - ბოლო 24 საათის სტატისტიკა ასეთია. ომიკრონის შტამი ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც მეექვსე ტალღის პიკი გვექნება, ის სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს.

რამდენად საჭირო გახდება დაკეტილი საველე ჰოსპიტალის გახსნა - სპეციალისტებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ამ ეტაპზე, უჭირთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ღიად აცხადებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შექმნილ ვითარებაში რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.

"მოსალოდნელია სწრაფი მატება. ამას მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. საველე ჰოსპიტლის გამოცდილება ქვეყანას აქვს, დაახლოებით 1 კვირაში მოხდა ჰოსპიტლის გაშლა, როცა ჩვენ ის დაგვჭირდა. ამ ეტაპზე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური მობილიზება და გავაძლიეროთ პრევენციული ღონისძიებები.

მთავარია, ერთბაშად არ მოხდეს შემთხვევების მატება და ეს იყოს დროში გადავადებული პროცესი, რომ სისტემაზე ზეწოლა არ იყოს უეცარი, თუმცა, ჯერჯერობით, რაც შემთხვევები დაფიქსირდა ქვეყანაში, 1000-მდე შემთხვევა, უდიდესი ნაწილი იყო მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის, მხოლოდ 9 შემთხვევაში გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო და ეს ჰოსპიტალური მართვაც ძალიან მოკლე ხანში დასრულდა და არცერთი შემთხვევა გართულებული არ ყოფილა, "- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

შეიძლება თუ არა თქმა, რომ ომიკრონი სუსტია და კაცობრიობას საფრთხეს აღარ უქმნის - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ჯერ კიდევ შეუძლია კორონავირუსს მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ მის დასუსტებაზე ფიქრი ნაადრევია.

"რომ განვიხილოთ, რომ ეს ინფექცია გამარტივდა, ძალიან მსუბუქია და პანდემიური ძალა დაკარგული აქვს, ჯერ ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილებებია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამაზე თანხმდება, რომ არ არის ჯერ ენდემური ფაზის ვირუსი და ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.

ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი. მართალია, მისი ძალა შესუსტებულია, ის, ასე ვთქვათ, გრიპთან ახლოს არის, მაგრამ გრიპი არის რესპირაციულ დაავადებებს შორის, კოვიდთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და ცივ პერიოდში. კიდევ ერთხელ, ვისაც ეკუთვნის ვაქცინა უნდა გაიკეთოს, ვისაც ესაჭიროება და შეესაბამება შესაბამისი დრო 3 თვე და მეტი ბოლო დოზიდან, ბუსტერი უნდა დაიმატოს, პირბადე ყველამ უნდა ატაროს, " - განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი.

სიტუაცია მეტად დამძიმდება იანვრის 20 რიცხვიდან, სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის პიკი სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყება და გაგრძელდება 6-10 თებერვლამდე. თუმცა სპეციალისტების თქმით თუ კი მოიმატებს პირბადის ტარების მაჩვენებელი და 80% გახდება, ისინი ამბობენ რომ შემთხვევების რაოდენობა განახევრდება ქვეყანაში.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძეს თქმით, ომიკრონის გავრცელება საქართველოში იქნება 3-4 ჯერ მეტი, ისე როგორც ევროპაში, ეს ნიშნავს რომ 15 იდან 20 ათასამდე.

"ძალიან ძნელი სათქმელია, საქართველოში რა სცენარით განვითარდება მოვლენები. ერთნაირი წარმატებით შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში იქნება 3-4 ჯერ მეტი, ისე როგორც ევროპაში, ეს ნიშნავს რომ 15 იდან 20 ათასამდე ან შესაძლებელია ისრაელის ან ავსტრალიის მსგავსად და შემთხვევების რაოდენობა გაცილებით უფრო მეტი იყოს, იმდენად მეტი რომ დღეს ამ ციფრის დასახელება იქნება მიუღებელი.ამიტომ ერთი, რაც ცხადია გველოდება უახლოესი კვირების განმავლობაში, "- ამბობს, ივანე ჩხაიძე.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0