დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის (NHS) მედიკოსებმა დაასახელეს სიმპტომები, რომლის მეშვეობით შეიძლება ფილტვების კიბოს დიაგნოზის დასმა. მათ შორის იყო უჩვეულო სიმპტომი, რომელიც ადამიანს თითებზე ეტყობა, იტყობინაბა «მედიკ ფორუმი».
კიბოს მკურნალობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე დასმას, რათა მკურნალობა წარმატებული იყოს. დაავადების ყველაზე გავრცელებული ნიშნებია ხველა და ხიხინი, თუმცა, მათი თქმით, ადამიანები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ ერთ-ერთ ძირითად სიმპტომებს, რომელიც ფილტვის კიბოს შესახებ მეტყველებს.
აღმოჩნდა, რომ არსებობს კიდევ ერთი უჩვეულო ნიშანი - თითების ბოლო ფალანგები მსხვილდება და აგრეთვე ხდება ფრჩხილების დეფორმაცია - ისინი იხრება და ასევე ხდება ამოზნექილი. მსგავსი ცვლილებები შეინიშნება არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე ადამიანების 35 პროცენტში და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტების ოთხ პროცენტში, დაასკვნეს ექსპერტებმა.
უფრო ადრე მედიკოსებმა დაასახელეს კანის კიბოს სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ადამიანის სახეზე, კისერზე და ყურებზე მოვარდისფრო–მოთეთრო წარმონაქმნების სახით.