შორეული აღმოსავლეთის ლეოპარდის "სიმღერა" -ღრიალი ფოტოკამერით დააფიქსირეს. მტაცებელმა კრავცოვსკის ჩანჩქერების მახლობლად გაიარა. ამის შესახებ vladnews.ru ფედერალურ სახელმწიფო საბიუჯეტო ინსტიტუტის "ლეოპარდის მიწაზე" დაყრდნობით იუწყება.
ლაქების უნიკალური ნიმუშებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვიდეოში დაფიქსირებული ლეოპარდი არის ნომრით Leo 106M, სახელად ონისანი, რაც იაპონურად „დიდ ძმას“ ნიშნავს. ეს ღრიალი მტაცებლებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.
"ლეოპარდმა ერთდროულად სამი კვალი დატოვა: სუნი შარდის დახმარებით, ვიზუალური - უკანა თათებით გაფხეკილი. მესამე ნიშანი იყო მისი აქტიური ღრიალი, რომელიც ჭექა-ქუხილივით გავრცელდა ხეობაში. Leo 106M აჩვენა დომინანტის ბუნებრივი ქცევა, როგორც ტერიტორიის უფროსის და დატოვა ინფორმაცია თავის შესახებ. ასე უკავშირდებიან ცხოველები ერთმანეთს და ზოგჯერ იზიდავენ თავიანთ მეორე ნახევარს. - ამბობენ "ლეოპარდის მიწის" ექსპერტები.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში 110 შორეული აღმოსავლეთის ლეოპარდი დაფიქსირდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს საკმარისი არ არის პოპულაციის აღსადგენად, მაგრამ ახლა უკვე არის პოზიტიური პროგრესი: 21-ე საუკუნის დასაწყისში მხოლოდ 35 შორეული აღმოსავლეთის ლეოპარდი იყო დარჩენილი ველურ ბუნებაში.