x
image
თუთიკო ბერძენა
მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა 30 ყველაზე გონივრული და სასარგებლო რჩევა

image

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაციები - არ გადაახვიოთ მოვლენები შესაძლო ვარიანტებში. მოხდა ისე, როგორც მოხდა. როცა გაშვება რთულია, დასვით ორი შეკითხვა: "მნიშვნელოვანი იქნება ეს ჩემთვის 5 წლის მერე?"

2. ყოველი კვირის ბოლოს უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

"რა ვისწავლე გასულ კვირას?";
"რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა ერთ კვირაში?";
რა იყო თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ამ კვირაში და რატომ?;
„რამეზე დავკარგე დრო? თუ დავკარგე, რისთვის?".

3. ყურადრება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას - ყოველთვის მზად იყავით ახალი მიღწევებისთვის და მოულოდნელი შეხვედრებისთვის.

4. ნუ წუწუნებთ ბედზე - ადექით ჩუმად, წადით და გააკეთეთ, რაც საჭიროა.

5. იმოგზაურეთ! იმოგზაურეთ წელიწადში ორჯერ, სადაც არასდროს ყოფილხართ - მოგზაურობა დაგეხმარებათ, იპოვოთ საკუთარი თავი.

6. მიეცით საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება - რაღაც გამოგრჩა - დააკვირდით ამ გაკვეთილს. შეცდომა განვითარების დიდი შესაძლებლობაა.

7. განავითარეთ თქვენში პიროვნება - შენ ხარ, ვინც ხარ. თქვენ არავის ეჯიბრებით, საკუთარი თავის გარდა.

8. მიიღეთ საკუთარი გადაწყვეტილებები - არ მოამზადოთ საკუთარი ცხოვრება სხვისი რეცეპტების მიხედვით.

9. არ ჩაიციკლოთ ვინმეზე - სამყარო უზარმაზარია - მასში ნამდვილად არის ადამიანი, რომელიც ბედნიერი იქნება, მიიღებს ზუსტად შენს მზერას და ღიმილს.

10. ისწავლეთ მოდუნება და კონცენტრირება

11. გაიღიმეთ, თუ რაღაც არ გამოვიდა ისე, როგორც დაგეგმეთ - დაიმახსოვრეთ, იმის არმიღება, რაც გინდა, ზოგჯერ ზალიან კარგია და ნიშნავს, რომ გაგიმართლათ.

12. ისწავლეთ „არას“ თქმა - ნუ შეგეშინდებათ უარის თქმის! ასერტიული, კულტურული უარი და შსაბამისი მიზეზის დასახელება უმტკივნეულოდ აგარიდებთ იმის კეთებას, რაც არ გინდათ.

13. შეაფასეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც ამბობთ სიმართლის, სარგებლობისა და სიკეთის თვალსაზრისით - ლაპარაკი არსებითზე, არაფერი ზედმეტი. არა ჭორებს, ტყუილს და წუწუნს! სჯობს გაჩუმდე, თუ სათქმელი არაფერი გაქვს.

14. იფიქრეთ - გადაწყვეტილების მიღებამდე შეაფასეთ მისი ღირებულება.

15. თუ ვინმეზე ძალიან გაბრაზდებით, პასუხის გაცემამდე 24 საათი გავიდეს და მერე უპასუხეთ

16. იყავით დამოუკიდებელი და თვითკმარი - თქვენი ბედნიერება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და არა იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ და იქცევიან სხვები.

17. პატივი ეცით საკუთარ თავს და სხვებს - ადამიანი თავად ირჩევს თავის გზას. არ ჩაერიოთ ისეთ საქმეებში, რომლებიც არ გეხებათ. ნუ შეხედავ სხვის ცხოვრებას საკუთარი აზრებითა და სიტყვებით - არ დაკარგოთ დრო.

18. იმოქმედეთ მხოლოდ თქვენი გავლენის სფეროს ფარგლებში - არ ინერვიულოთ იმაზე, რაზეც გავლენას ვერ მოახდენთ.

19. იყავით ბუნებაში (გარეთ) ყოველდღე და დიდხანს - განურჩევლად ამინდისა და განწყობისა.

20. გჯეროდეთ საკუთარი ოცნებებისა და იდეების - დრო არ არის წრფივი. ისინი უკვე ახდნენ ან ასრულების პროცესში არიან!

21. განავითარეთ ნიჭი - გახსოვდეთ, თქვენ გაქვთ ისინი! უბრალოდ გაახილეთ თვალები. ადამიანში უამრავი ფარული ნიჭია, მტავარია მიაგნთ და განივითაროთ

22. იყავით პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ამბობთ და აკეთებთ - შენი სიტყვები ძლიერია.

23. იყავი ერთგული. ადამიანების, პრინციპების და არჩევანის - „ერთგულება არ არის თანდაყოლილი თვისება. ეს არის გამოსავალი! ”

24. თუ არის საქმე, რომელზე მუშაობა 10 წუთზე ნაკლებ დროში დასრულდება, დაუყოვნებლივ გააკეთეთ - არ ჩადოთ იგი "მერეს" უჯრაში. დიდი ხანია მაგ უჯრაში ბევრი "მერეა" და ახალი აღარ ეტევა.

25. დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობას - წინ მიღწევები გაქვთ - მათი განხორციელებისთვის ჯანმრთელობა იქნება საჭირო. სპორტი, ვარჯიში, იოგა, მედიტაცია დაგეხმარებათ!

26. იპოვე შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია - ადამიანის ნამდვილი ძალა გამოიხატება არა იმპულსებში, არამედ სიმშვიდეში.

27. აღიარეთ, რომ წარსული წარსულშია - ის არ არსებობს! მიიღეთ გამოცდილება, გაუშვით და განაგრძეთ.

28. პრიორიტეტი - ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.

29. დაამარცხე შიშები - შიში მხოლოდ ილუზიაა.

30. არასოდეს დანებდე! - გამძლეობა, მიზანდასახულობა და დასახული მიზნისკენ ჯიუტად სვლა ყოველთვის დაჯილდოვდება.

0
323
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0