„ბუზი არ გაგიქშევია ეს წლებია! შენ უნდა დუმდე და პეპლებზე და კაკტუსებზე წერდე!“ - დაპირისპირება ენმ-ში
სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი სახე გიორგი არველაძე, რომელიც ბოლო წლებში ბადრი პატარკაციშვილისთვის წართმეულ "ტვ იმედს" ხელმძღვანელობდა და არჩევნებში დამარცხებისთანავე უპრობლემოდ დაუბრუნეს ტელევიზია მფლობელებს, მას შემდეგ არველაძე საზღვარგარეთ ცხოვრობს. ამჯერად ის სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურობს.
ბოლო პოსტმა თავად ნიკა მელიასა და "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებში უკმაყოფილება და დაპირისპირება გამოიწვია. სტატუსში არველაძე ყაზახეთის რევოლუციას ეხმაურება და ირონიულად წერს, რომ ქართული ოპოზიციის პროტესტი ასეთ შედეგს ვერ მოიტანდა, რითიც მან ირიბად ნიკა მელია გააკრიტიკა. პასუხმაც არ დააყოვნა და ურთიერთბრალდებები გაგრძელდა.
"თურმე ყაზახეთის მთავრობა გადადგომას არც განიხილავდა, არხეინად ყოფილან. მაგრამ აჯანყებულთა ლიდერს ჯიქურ შეუთვლია, თუ არ გადადგებით, საკუთარ ოფისში მასობრივ შიმშილობას დავიწყებთო.
ეს რომ გაუგიათ დაპანიკებულან მთავრობაში. დაფერთხილან თურმე ეგრევე კაბინეტებიდან, ვინ სად გარბოდა და ვინ სადო. განცხადებების წერას ერთმანეთს ვერ ასწრებდნენო და შიშით ხელები უცახცახებდათო", - დაწერა არველაძემ.
პოსტს მალევე უპასუხა თავად ნიკა მელიამ:
"ვახ შენ რა კაცი ხარ... უბრალოდ ძალას სად პოულობ როცა ასეთ პოსტებს წერ. ბუზი არ გაგიქშევია ეს წლებია, თითი, თითზე არ დაგიდია და როგორ ახერხებ ამ ყველაფერს- საღოლ!“ ვინმეს თუ ეკუთვნის ახლა საქართველოში ყოფნა - ეს შენ ხარ. მიშა ციხეში ზის და უბრალოდ გეკუთვნის აქ ყოფნა, აი პირადი ვალდებულება გაქვს მაგ კაცთან. მეგობრულიც და კოლეგიალურიც.
არც ბიძინას პროკურატურა გდევნის და არც ძებნაა გამოცხადებული - ადექი და ჩამოდი და იაქტიურე, მხოლოდ გაგვახარებ. ყველა ის მონაცემი გაქვს, რაც ოპოზიციონერს სჭირდება - უბრალოდ ჩამოდი. ან თუ არ იაქტიურებ, ჯასთ ჩამოდი და აქაურ კლუბებში და რესტორნებში იარე და აქედან დაპოსტე, ასეთ შემთხვევაში მივიღებ შენს კრიტიკას. მოკლედ, კრიტიკის მოსმენა ყველას მხრიდან შეიძლება და აი შენი მხრიდან არა ძმაო - სანამ მანდ ხარ, სადაც ხარ (ახლა მგონი დუბაიში ხარ) შენ უნდა დუმდე და პეპლებზე და კაკტუსებზე წერდე! ძალიან ბევრი სამართლიანი მიზეზი არსებობს რომ ასე მოიქცე... არ გეწყინოს…
გიორგი არველაძე: "საქართველოში ვარ და მიიღე კრიტიკა. და ამჯერად შენ არ გეწყინოს. აქტიურობას რას ეძახი? საშიმშილოდ დავჯდე მეც თუ რამე სხვაც არის დაგეგმილი? კლუბებში და რესტორნებში სიარულის არც ხალისი მაქვს და არც ინტერესი. სანამ საქართველოში არ ვიყავი ბევრი მართლა არაფერი გამიკეთებია, მაგრამ თითი თითზე ნაღდად დამიდია - აი შენ რომ მოგეცი ხმა პარტიის თავმჯდომერედ მაშინ… და ყველას, რომ ვარწმუნებდი, რომ ახლა ბრძოლის დროა და მელია მგონია ყველაზე მებრძოლი თქო. პეპლებზე და კაკტუსებზე არ ვიცი რატო უნდა ვწერდე, მაგრამ თუ რჩევაა, მეც შემიძლია გირჩიო რას უნდა აკეთებდე იმის ნაცვლად რასაც აკეთებ. მაგრამ არც ამ რჩევას ექნება აზრი, და სიმართლე გითხრა, არც ჩემ პოსტებზე ამ კომენტარების წერას აქვს ფასი.
მარტო იმას რომ მიწერ ჩამოდი ჩამოდიო. ჩამოსული ვარ. ანუ შენი ლოგიკით სრული უფლება მაქვს ვთქვა რას ვფიქრობ, რას ვამართლებ და რას არა. ამიტომ ამიერიდან შეგიძლია უბრალოდ წაიკითხო ხოლმე ჩემი აზრები და მიიღო კრიტიკა ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივრისგან და ჩემ ჩამოსვლა არ ჩამოსვლაზე აღარ ინერვიულო ასე. ისე ამის უფლება ყველას აქვს აქ მყოფსაც და აქ არ მყოფსაც. მე არც პოლიტიკაში ყოფნას ვაპირებ და არც ლიდერობაზე მაქვს პრეტენზია. უბრალო ქართველი ვარ და ჩემ პოზიციას სადაც მინდა იქ დავაფიქსირებ. ჯამში, არავიზე ნაკლებად არ მიშრომია ამ ქვეყნის წინსვლისთვის და სულ რომ მთვარეზე ვცხოვრობდე არავის, არც შენ, არ აქვს უფლება ამიკრძალოს აზრის გამოთქმა.
რჩევები ადრეც მომიცია შენთვის, და ახლაც გირჩევ, რომ ამიერიდან თუ რამე გექნება სათქმელი, საჯარო კომენტარების ნაცვლად პირადში მაინც მომწერე. პოსტების კომენტარება არ უხდება მთავარი ოპოზიციური პერტიის თავმჯდომარეს".
ნიკა მელია: "ჰოდა, აქ თუ ხარ გამოჩნდი და ოსე დაგველაპარაკე"...
რუსუდან ცირეკიძე: "რა საოცარი სტატუსია. უკაცრავად თქვენ ის გიორგი არველაძე არ ხართ, წინა ხელისუფლების დროს რაღაც თანამდებობები რომ გეკავათ? არ გაგიკვირდეთ ეს შეკითხვა, არ გიცნობთ - მხოლოდ 2012 წლის შემდეგ ვარ ენმ მხარდამჭერი და მხოლოდ იმ ხალხს ვიცნობ, ვინც იბრძვის დაუღლელად ეს წლებია. წეღან სტატუსი დავწერე და დავაკოპირებ აქაც. აი, ახლა ვზივარ და ვფიქრობ... ენმ! 2012 წლის შემდეგ...
რას გავუძელით და ვუძლებთ.. ივანიშვილის ბანდის მხრიდან უწყვეტ აგრესიას, სიძულვილის და ზიზღის ფრქვევას, შავ პიარს და პროპაგანდას - რუსული ფსბ-ს სპეცების და მოშეების დახმარებით; და არამარტო მათი- დანარჩენი ოპოზიციის აქტიური და მონდომებით დახმარებით ( ბოლო ერთი წლის გამოკლებით). დევნა, ფიზიკური ანგარიშსწორება ზეწოლა, დაჭერა... პოლიტპატიმრები... აქციები, არჩევნები, აქციები, არჩევნები...
ეს ყველაფერი უფულოდ, ენთუზმიაზმის და არაადამიანური შრომის და თავდადების ფასად. სუსი, პროკურატურა, სასამართლოები...
ყოველი დღე სტრესი, ცხრაწლიანი უწყვეტი სტრესი, შიში და დარდი იმის გამო რომ ქვეყანა უფსკრულში იჩეხება. ლიდერის, ნიკა მელიას დაჭერა, სპეცოპერაცია, შტურმი ცენტრალურ ოფისში, და ბოლოს კულმინაცია- მიხეილ სააკაშვილის დაჭერა და მისი წამების ყურება ფაქტიურად რეალითი შოუში.. სამთვიანი დაუმთავრებელი შოკი და სტრესი.
ახალი წელი მოშიმშილეთა კარვებში... და ყველა ის ყოფითი პრობლემა და უბედურება, რაც ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის ცხოვრებას ახლავს თან..
რამდენიმე ეპიზოდის გამოკლებით, აი ამ ბრძოლის ყველა ეტაპზე თავფეხიანად ვართ გადაშვებული მე და ჩემს ირგვლივ ყველა. ჰოდა არ უნდა გაუკვირდეს არავის, ამ ყველაფრის შემდეგ მოთმინება რომ მღალატობს და ყალყზე ვდგები ყველა უსამართლო ბრალდებასა თუ ცილისწამებაზე... |მხარდამჭერების" გარკვეული ჯგუფის აგრესიული, უსამართლო თავდასხმების, ჩემი მეგობრების ლანძღვის, ჭორების და ცილიწამების ნიაღვარი არ მეყოფოდა და ახლა ტელევიზიებიდან "ექსპერტების ", ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მხარდამჭერების თუ მისივე ხელისუფლების წევრების და მეხოტბეების დამუნათება- პასიური ნუ ხართო, უნდა ვისმინო??
ეს ჩემს ძალებს აღემატება!! გაიაზრეთ ეს ყველაფერი, საკუთარ თავს ჰკითხეთ - აი ამას ყველაფერს რომ უძლებს, თანაც წარსულში ხელისუფლებიდან გასტუმრებული პარტია, როგორ ხდება ეს? რა ასაზრდოებს ამ ერთობას, რომ კი არ ქრებიან და იშლებიან, პირიქით ძლიერდებიან!"
მუდმივად ჟონავს ძალოვნებიდან ინფორმაცია, ეს ნიშნავს მანდ ბლომადაა ის ხალხი ვინ ადრე ბოროტებას ემსახურებოდა.
ორჯერ გადავდექი სამსახურიდან, მესამეჯერაც იგივეს გავაკეთებ მართალი ხალხის დარბევას რომ მოითხოვდნენ ჩემგან.
ღირსებაზე მაღლა არაფერი დგას.
ახლანდელი ხელისუფლება კი რუსეთისკენ მიაქანებდა ქვეყანას.
საწვავის მომატება საბაბი იყო, მთავრობის გადადგომას ძალოვნების დახოცვით და სხვისი ქონების განადგურებით არ ითხოვენ, როგორც წესი.
დააფინანსებული და მართულია ეს პროცესები რაც საბოლოოდ ყაზახეთს გახდის რუსეთზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ.
გამოდის ვიღაც კრიმინალი მეტსახელად "დიკი" და საზოგადოებას მოუწოდებს შეწყვიტეთ საპროტესტო გამოსვლებიო!
რუსეთმა მედესანტეების ელიტარული დანაყოფი შეიყვანა და ახლა მანდ ისეთი პროცესები დაიწყება საქართველო სამოქალაქო ომის დროს მონაგონი იქნება.
პ.ს. ამ ჩემს უბნელთან 11 წელია ურთიერთობა აღარ მქონია,რადგან ფიქრის დონეზე ჩემს და არა მარტო ჩემს ცემაზე/დასჯაზე ფიქრობდა,ხოლო მე აქციაზე არ ვყოფილვარ. მხოლოდ ერთხელ ვნახე აქციიდან რამოდენიმე დღეში და უბანში ვუთხარი ჩემი სათქმელი,თუ შენ შეგიძლია ადამიანები სცემო ბრძანების საფუძველზე მაშინ,როცა იცი რო გაჭირვებამ გამოიყვანა ეს ხალხი,ხოლო მე თუ მეცოდინება რო შენაირებს და მათ ოჯახებს საფრთხეს ვუქმნი აქციაზე დგომით და მე მაინც გავდივარ აქციას,მაშინ თანამამაულეები და მეგობრები კი არა,ერთმანეთის მრტრები ვართქო,ხოლო ამ ქვეყანას მომავალი არ აქვსთქო. აშკარად შერცხვა და იშვიათად გამოდის ხოლმე უბანში მას მერე და როგორც ვთქვი,ურთიერთობა აღარ მაქვს.
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
დაეტიე მანდ, თორემ კარგად ახსოვს ქართველ ერს შენი ავკაცობა და ვინძლო უნარკოზოდ არ გაგაძრონ ტყავი.