ქალი კოვიდისგან ინფიცირებული სასუნთქ აპარატზე შეერთებული ქალი "ვიაგრამ" გადაარჩინა 2022, 3 იანვარი, 10:40 ბრიტანელი ქალი 45-დღიანი კომიდან "ვიაგრას" დიდი დოზის მიღების შემდეგ გამოვიდა. დიდ ბრიტანეთში მოხდა შემთხვევა, რომელსაც უკვე "საშობაო სასწაული" უწოდეს. COVID-19 -ით იფიცირებული მედდა მონიკა ალმეიდა(Monica Almeida) 45 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული და მის გამორთვამდე 72 საათით ადრე, ექიმებმა გადაწყვიტეს მოულოდნელი ნაბიჯი გადადგმა, გარისკეს და ქალს სქესობრივი დისფუნქციის პრეპარატის, "ვიაგრას" დიდი დოზა შეუყვანეს, რამაც საბოლოოდ გადაარჩინა: გაიღვიძა, კომიდან გამოვიდა და გააგრძელა გამოჯანმრთელება, იუწყება გაზეთი Metro. ასთმით დაავადებულ მედდას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა ჰქონდა გაკეთებული, თუმცა ამის მიუხედავად, ოქტომბერში მას კორონავირუსი დაუდგინდა. ქალმა დაკარგა ყნოსვის და გემოს შეგრძნება, ასევე დაეწყო სისხლნარევი ხველა. ექიმთან მისვლამ შედეგი არ გამოიღო - მას უბრალოდ წამლები გამოუწერეს. ქალმა სახლში გააგრძელა მკურნალობა, თუმცა ნელ-ნელა დამძიმდა და სუნთქვა გაუჭირდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, შემდეგ კი კომაში ჩავარდა. დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ ექიმები მისი გამოჯანმრთელებისთვის, მაგრამ არაფერმა უშველა. შემდეგ გადაწყდა, დაერეკათ მისი მშობლებისთვის რომლებიც ცხოვრობენ პორტუგალიაში, რათა გამომშვიდობებოდნენ თავიანთ ქალიშვილს და გამოერთონ იგი აპარატიდან. აპარატიდან გამორთვამდე რამდენიმე საათით, ექიმებმა უკანასკნელი, არაჩვეულებრივი ნაბიჯი გადადგნენ და მას "ვიაგრას" დიდი დოზა გაუკეთეს. რამდენიმე დღეში პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა: მან დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა და საჭირო ჟანგბადის დონე განახევრდა. თავად როგორც მედიკოსი, დარწმუნებულია, რომ სწორედ ერექციულ დისფუნქციასთან დაკავშირებულმა წამალმა გადაარჩინა, რადგან მან გახსნა მისი სასუნთქი გზები და დაეხმარა ფილტვების მუშაობას. "თუ გაინტერესებთ, როგორ მოქმედებს პრეპარატი, გეტყვით, რომ ის აფართოებს სისხლძარღვებს. მე მაქვს ასთმა და ჩემს საჰაერო ტომრებს მცირე დახმარება სჭირდებოდა. ” ექიმები ამბობენ, რომ "ვიაგრა" რომ არ მიეცათ მისთვის, მონიკა აუცილებლად დაიღუპებოდა. მედდა შობა დღეს გაწერეს საავადმყოფოდან, რათა ქმარ-შვილთან გაეტარებინა სადღესასწულო დღეები. ასევე იხილეთმგზნებარე იტალიელი ანტივაქსერი რომელიც ცნობილი გახდა მთელს იტალიაში რადიო შოუში რეგულარული სატელეფონო ზარების შემდეგ, გარდაიცვალა კოვიდისგან. 61 წლის მაურიციო ბურატი(Maurizio Buratti), რომელიც თავის თაყვანისმცემლებს მანტუას მაუროს სახელით იცნობდა, ტრაბახობდა, რომ იგი იყო "ჭირის განზრახ გამავრცელებელი", იგი მიზ... ინგლისში საავადმყოფოებში კოვიდის დიაგნოზით მოხვედრილი ავადმყოფების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით განახევრებულია, იმისდა მიუხედავად, რომ ინფიცირების შემთხვევები სამჯერ მეტია, იუწყება ბრიტანული გამოცემა Dailymail-ი. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ როგორც ჩანს ახალი შტამი "ომიკრონი" იწვევს ბევრად ნაკლებ გართულებას, ამჟამა... მკვლევარებმა არგენტინიდან და შეერთებული შტატებიდან აღმოაჩინეს პაციენტი, რომლის ორგანიზმმა მოახერხა ბუნებრივად, ყოველგვარი სამედიცინო პროცედურების გარეშე ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისგან (აივ) განკურნება.(ფოტოზე) არგენტინელი ქალის შემთხვევა, რომელსაც ექსპერტებმა "ესპერანსას პაციენტი" შეარქვეს, მსოფლიოში მეორე ცნობილი ბუნებრივ... რუსეთში დანერგეს მკერდის კიბოს მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ონკოლოგმა ანდრეი კაპრინმა რადიოსადგურ Говорит Москва"-სთან ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს რადიოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცე... 370 2-ს მოსწონს
|