საზოგადოება რას აჩვენებდნენ საახალწლო ეთერში საბჭოთა კავშირის დროს 2022, 1 იანვარი, 13:17 31 დეკემბერს და 1 იანვარს გასული საუკუნის 70/80-იან წლებში ყველა საბჭოთა ბინაში ტელევიზორი დღესასწაულის მთავარ ატრიბუტად იქცა, რომლის ფონზეც ჭრიდნენ სალათებს, სწევდნენ შამპანურის ჭიქებს და ულოცავდნენ ერთმანეთს ახალ წელს.სწორედ 70-იანი წლებიდან დამკვიდრდა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ულოცავდა ახალ წელს ქვეყნის მოსახლეობას.უნდა ითქვას რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე სსრკ -ს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩევანი არ ჰქონდა. საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება გქონოდათ ორი სატელევიზიო არხი და ერთი (ან ორი)ცენტრალური ტელევიზიის არხი, ამიტომ ხშირად ტელევიზორს ერთ პროგრამაზე აყენებდნენ, რომელიც 100% -იან მაყურებელს აგროვებდა. , მაშ ასე საქართველოს პირველი არხის პროგრამა 30 და 31 დეკემბერს, საბჭოთა კაშირის დაშლამდე ერთი წლით ადრე.უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება (უფრო სწორად ასეა)დროის გადასახედიდან, რომ დღევანდელ ტელევიზიებთან შედარებით პირველი არხის პროგრამა იმ დროს ბევრად უფრო ქართული და ეროვნული მუხტით იყო გამსჭვალული. 1990 წელი, საქართველო კვირა დღის პროგრამა- 30 დეკემბერი: პირველი არხი 10:05-მოკლემატრაჟანი მხატვრული ფილმი "ბებრები" და "დრიბლინგი"; 10:15-კინოაფიშა; 10:45-ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილი; 11:15-საკვირაო გამოფენა; 11:20-მუსიკალური კინოდარბაზი ქართული ფილმ-ოპერა "აბესალომი და ეთერი"; 12:50-საკვირაო გამოფენა; 12:55-მეკონგის ნაპირებზე; 13:55-ჯანმრთელობა; 14:05-ვესტნიკი; 14:50-საკვირაო გამოფენა; 14:55-მოსწავლეთათვის "დღე გვაქვს ნათელი"(ანსამბლ "მზიურის" ახალი პროგრამა); 15:35-მამული, ენა სარწმუნოება; 16:00-აბიტურიენტთათვის-ქართული ენა და ლიტერატურა(სტუდიაში თამაზ კვაჭანტირაძე); 16:30-თბილისი და თბილისელები; 17:35-"გინდ დაიჯერე გინდ არა"; 18:45-ასი ქართული სიმღერა; 19:45-ძილისპირული; 20:00-მოამბე; 20:35-ხალხური შემოქმედება-კონცერტი; 21:00-ვრემია; 21:40-ილუზიონი; 23:30-"იტალია-90"-გადაცემა მეორე: 31 დეკემბერი-1990 წელი 09:35-ხალხური შემოქმედება საახალწლო კონცერტი; 10:05-პოეზიის 5 წუთი 10:10-მოსწავლეთა საშობაო არდადაგების გამო.სატელევიზიო კინოდარბაზი "ცისკარა"-მუტლფილმების პროგრამა და ქართული მხატვრული ფილმი "მამლუქი"; 12:05-პოეზიის 5 წუთი; 12:10-ახალ წელს გილოცავ საქართველო-"მომავალი შენია"-კონცერტი; 12:40-თეატრალური აფიშა; 13:20-მოსწავლეთათვის საახალწლო გასართობი პროგრამა 14:10-ლიტერატურული კალეიდოსკოპი; 15:20-პუნქტუმ, კონტრა პუნქტუმ; 16:40-საერთაშორისო დღიური; 17:40-სუფრული კონცერტი; 18:40-სიცილი მსოფლიო ეკრანზე-ჩარლი ჩაპლინი; 19:20-მუსიკალურ-გასართლობი პროგრამა "იქნებ გესიამოვნოთ"; 20:00-მოამბე; 20:45-ძილისპირული; 21:00-06:00-საახალწლო გასართობი პროგრამა "მრავალ ახალ წელს მეგობრებო(პროგრამაში მონაწილეობენ ქართული კუტურის და ხელოვნების წარმომადგენლები, მოწინავე ადამიანები) ასევე იხილეთ>>>ახალი წელი საბჭოთა კავშირში -როგორ გააქრეს ნაძვის ხე კომუნისტებმა და შემდეგ როგორ დააბრუნეს უკან 194 2-ს მოსწონს
|