მიმოხილვა რა დროს ხმარობენ ხმოვან სიგნალს მძღოლები ყველაზე ხშირად? 2021, 29 დეკემბერი, 19:00 ![]() საგზაო მოძრაობის წესების თანახმად, ავტომობილის მართვის დროს ხმოვანი სიგნალის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ ავარიის თავიდან ასაცილებლად ან გასწრების დროს, ისიც თუ მოძრაობთ დაუსახლებელ ადგილზე. ქალაქებსა და სოფლებში ხანგრძლივი ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია. რეალურად როგორ იყენებენ მძღოლები სიგნალს? საავტომობილო გაზეთმა "AutoSreda"-მ ჩაატარა გამოკითხვა მძღოლებს შორის. ჟურნალისტებმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს დაუსვეს შეკითხვა, ვის ან რას უსიგნალებენ ყველაზე ხშირად მძღოლები? გამოკითხულთა 45 პროცენტმა განაცხადა, რომ საერთოდ არა ან ძალიან იშვიათად იყენებენ ხმოვან სიგნალს. ამ ტიპის ადამიანები თავისთავად აღიქმებიან, როგორც საკმაოდ მშვიდი მძღოლები. მათთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია მანქანის მართვისას თავშეკავება და უსაფრთხოების წესების დაცვა! გამოკითხულთა 32 პროცენტი ხმოვანი სიგნალით სხვა მძღოლებს მიანიშნებს, რომ ყურადღება მიაქციონ მოძრაობის დროს მანევრებს. რესპონდენტთა 18 პროცენტმა აღიარა, რომ უსიგნალებენ ძირითადად ფეხით მოსიარულეებს, რომლებიც გზის გადაკვეთის დროს ლამისა ბორბლებში ჩაუვარდნენ. დღევანდელი გადატვირთული მოძრაობის პირობებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, არამარტო მძღოლებმა, ფეხით მოსიარულეებმაც უნდა დაიცვან მოძრაობის წესები, იყვნენ ფრთხილი და ყურადღებიანი გზაზე; არ შეუქმნან პრობლემები არა მარტო მძღოლებს, არამედ ფეხით მოსიარულეებსაც, თუმცა რატომღაც ამ უკანასკნელებს ზოგიერთი მძღოლი ივიწყებს. და ბოლოს... 5 პროცენტმა აღნიშნა, ხმოვან სიგნალს იძლევა მაშინ, როდესაც ლამაზ ან გამომწვევად ჩაცმულ გოგოს დაინახავს, ეს ისე, უბრალოდ ყურადღების მისაქცევად. არა და მართვის დროს ასეთი საქციელით ვერც ლამაზმანს დააინტერესებთ(უმრავლეს შემთხვევაში) და შეცდომაშიც შეიყვანთ სხვა მძღოლებს. ხმოვანი სიგნალის მოკლე ისტორიასიგნალის მიცემა ჯერ კიდევ ცხენებით მგზავრობის დროს იყო მიღებული.მეეტლეს ხელში სპეციალური საყვირი ეჭირა, რომელსაც პირით ჩაჰბერავდა ხოლმე.შემდეგ მათთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი სიგნალი შეიქმნა.საყვირზე წამოაცვეს რეზინის ბურთი.რეზინის ბურთს ხელს მოუჭერდი და ხმოვან სიგნალს გამოსცემდა.სწორედ ეს მოწყობილობა გადავიდა სამგზავრო ეტლებიდან პირველ ავტომობილებზე. ![]() სხვათა შორის, ეს კომპანია Klaxon Signals დღემდე არსებობს, მისი ოფიციალური ვებგვერდიდან გამომდინარე.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |