სიახლეები დასახელდა ავტომობილის მარკა,რომელსაც ყველაზე აგრესიული მძღოლები მართავენ 2021, 31 მაისი, 19:22 რუსეთში Auto.ru სერვისმა ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომ გაერკვია, რომელ მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას ყველაზე დაუდევარი და აგრესიული მძღოლები. სოციოლოგიურ კვლევაში ოთხი ათასი ადამიანი მონაწილეობდა და შედეგიც საკამოდ ლოგიკური იყო. საერთო ჯამში, გამოკითხვაში 35 სხვადასხვა ბრენდის ავტომობილების მფლობელებმა მიიღეს მონაწილეობა. აბსოლუტური ხმებით გამარჯვებული გახდა გერმანული ავტომობილი BMW -33, 7 %-ით, ისიც აღსანიშნავია, რომ რესპონდენთა 1/3-ი სწორედ ამ მარკის ავტომობილით დადის. მეორე ადგილზე გავიდა რუსული Lada (27, 7%), მესამე პრიზიორი Mercedes-Benz საგრძნობლად ჩამორჩება წინა ორ ბრენდს, მხოლოდ 4, 3%-ი. გამოკითხულთა 6% -მა მისცა ხმა ორ კორეულ ბრენდს Hyundai- ს და Kia- ს, კიდევ 4% -მა უარყოფითად ისაუბრა Toyota- ს მძღოლებზე - კონკრეტულად Camry- სა და Land Cruiser- ის მფლობელებზე. შვედური და ფრანგული მანქანების მფლობელები ყველაზე აკურატულ მძღოლებად აღიარეს, ხოლო გერმანული Audi- სა და Mercedes-Benz- ის მძღოლები ყველაზე კანონმორჩილებად დაასახელეს. ყველაზე მშვიდ მძღოლებად Cadillac- ის, Jeep- ის, Opel- ის და MINI- ს მფლობელები დასახლდნენ. გამოკითხვის მონაწილეებმა ასევე დაასახელეს ყველაზე ზანტად მოძრავი მძღოლები - ისინი, ვინც შუქნიშანთან ჩერდებიან, მანქანების ნაკადს ნელა მიყვებიან და მოხვევას დიდხანს ანდომებენ. პირველ ადგილზე გავიდა Lada (20, 1 %), მას მოსდევს Renault (ხმების 11, 7 პროცენტი), მესამეზე Daewoo (6, 8 პროცენტი). სხვა პასუხის ვარიანტებს შორის იყო ტაქსის მძღოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დამწყები მძღოლები. 481 4-ს მოსწონს
|