x
image
ალექსანდრე ლექსო
ტკიპას კბენამ ფერმერი ვეგეტარიანელად აქცია
image
თხუთმეტიოდე წლის წინ ფერმერს მისურის შტატიდან, ჰამბურგერის ჭამიდან რამდენიმე საათში მთელს ტანზე ალერგიულად გამოაყარა.

მას შემდეგ ყოველთვის, ხორცის ჭამისას ეწყებოდა მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან ახლდა ჭინჭრის ციება.

ექიმებმა ვერაფრით შეძლეს მისთვის ალერგიის გამომწვევი მიზეზის დადგენა. სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ 7 წლის შემდეგ მოახერდა. ამ კლინიკური შემთხვევაზე და მასთან დაკავშირებულ ალფა-გალ სინდრომის შესახებ რამდენიმე ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჟურნალ BMJ Case Reports -ში დაწერეს.

მამაკაცი, რომელზეც მოგვითხრობენ იძულებული გახდა უარი ეთქვა ხორცისა და ხორცპროდუქტების მიღებაზე და სულ თან ეტარებინა ეპიფენი (სპეციალური შპრიც-ტუბიკი ეპინოფრინომით, რომელიც გამოიყენება ალერგიის დროს).

აღმოჩნდა, რომ ფერმერს ხშირად კბენდნენ ტკიპები, რამაც მას ალფა-გალ სინდრომი განუვითარა, რომელიც პირველად მხოლოდ 2009 წელს იქნა აღწერილი.

ალერგიულ რეაქციას იწვევს ნახშირწყალი გალაქტოზა-ალფა 1, 3, ანუ შემოკლებით ალფა-გალი. ის ყველა ძუძუმწოვარას ორგანიზმშია გარდა ადამიანისა და მაიმუნებისა.

ალფა-გალი არის ტკიპას ნერწყვში და მისი კბენის შემთხვევაში ის ადამიანის ორგანიზმში ხვდება. რაც შემდგომში იწვევს ალერგიას ძუძუმწოვარას ხორცის მიმართ: საქონლის, ღორის, ცხვრის და ა.შ. ამასთან თევზი და ქათმის ხორცი სრულიად უვნებელია და მათი ჭამა ალერგიას არ გამოიწვევს.

როგორც პუბლიკაციის ავტორები წერენ, აუცილებელია ფართოდ იყოს ცნობილი ამ სინდრომის შესახებ, რადგან ამ პათოლოგიით დაავადებული პაციენტებისთვის საშიშია აგრეთვე კონტაქტი ძუძუმწოვრების ნებისმიერ ქსოვილთან. მათთვის არ შეიძლება ღორის გულის სარქვლებისგან დამზადებული სარქვლის გადანერგვა, არ შეიძლება პირუტყვის ბიოლოგიურ მასალაზე შექმნილი ვაქცინით აცრა.არ შეიძლება ჭრილობების გაკერვა კეტგუტით (საკერი მასალა, რომელიც მზადდება ცხოველის ნაწლავების კედლების ქსოვილებისაგან).

0
99
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0