შოუბიზნესი 56 წლის ელიზაბეტ ჰარლი გასაოცარ ფორმაშია 2021, 28 დეკემბერი, 18:05 ![]() ბრიტანელმა მსახიობმა, მოდელმა და დიზაინერმა ელიზაბეტ ჰარლიმ მორიგ ჯერზე გაახარა საკუთარი თაყვანისმცემლები. 56 წლის ვარსკვლავმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვრდზე გამოქვეყნა ფოტო, სადაც ბრიტანელი ლამაზმანი ამტკიცებს, რომ წლები არ მოქმედებს. მსახიობს ხასხასა ვარდისფერი მინიკაბა აცვია საკმაოდ ღრმა დეკოლტეთი და თეძოებზე ჭრილებით. მბზინავი კაბა არა თუ მალავს, არამედ მკვეთრად ხაზს უსვამს ქალის უზადო ფიგურას. ჰარლიმ საკუთარი იმიჯი შეავსო გაშლილ თმაზე მსხვილი სამკაულებით. ![]() "სექსუალური და მომხიბვლელი", - ასე შეაფასეს ელიზაბეტის იმიჯი სოცქსელის მომხმარებლებმა. ბროტანელი ვარსკვლავი პერიოდულად აქვეყნებს ძალზე ეფექტურ ფოტოებს, რითაც ამტკიცებს, რომ მისტის ასაკი არაფერია. მაგალითად, შარშან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის კიბებეზეა ჩამომჯდარი, ინგლისური ძვირადღირებული ბრენდის Gyunel- ის მუქი ლურჯი ფერის მაქსი კაბა აცვია, ღრმა დეკოლტეთი და მარცხენა ფეხთან ჩაჭრილი. ![]() 1995 წლიდან ელიზაბეტ ჰარლი ამერიკული კომპანიის „Estée Lauder Companies“-ის მოდელი იყო, სამჯერ გამოქვეყდა მისი ფოტო ჟურნალ „ვოგის“ გარეკანზე. კინოში დებიუტი 1987 წელს შედგა, თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა: „ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა“, „ოსტინ პაუერსი: საერთაშორისო ადამიანი გამოცანა“, „თაღლითები“, „სურვილებით დაბრმავებული“ და სხვ. აგრეთვე ცნობილია, როგორც ქველმოქმედი. ![]() ელიზაბეტ ჰარლის მრავალი წელი ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ჰიუ გრანტთან, რომელსაც 2000 წელს დაშორდა. 199 2-ს მოსწონს
|