შოუბიზნესი საბჭოთა და უცხოელი ვარსკვლავების ერთობლივი ფოტოები 25 ნოემბერი, 11:00 საბჭოთა პროპაგანდა ყოველთვის აკრიტიკებდა " ბურჟუაზიულ კულტურას", ხშირ შემთხვევაში კრძალავდა დასავლურ მუსიკას თუ ფილმებს, თუმცა "რკინის ფარდას" საკმაოდ გაქნილი პოლიტიკა ჰქონდა, თვითონ აქტიურად ეწეოდა საბჭოთა კულტურის პოპულარიზაციას დასავლეთში, რა თქმა უნდა სუკის თანხლებით და ამასთანავე თქვენ წარმოიდგინეთ, არც საბჭოთა კავშირი განიცდიდა დასავლელი ვარსკვლავების, სპორტსმენების თუ პოლიტიკოსების სტუმრიანობას და მათ შორის ბევრი იმსახურებს ეპითეტს:"უდიდესი".
მსგავსი ვიზიტები რა თქმა უნდა პროპაგანდის ნაწილი იყო.უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კომუნისტურ საბჭოურ ქვეყანას აღიარებენ და პატივს სცემენ. საბჭოთა კავშირს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ ელიზაბეტ ტეილორი, სოფი ლორენი, ჯინა ლოლობრიჯიდა, მარჩელო მასტროიანი, რობერტ დე ნირო, ელტონ ჯონი, არნოლდ შვარცენეგერი, ჯგუფი ბონიემი, შონ კონორი, ბილი ჯოელი და მრავალი სხვა. ისტორიამ შემონახა უცხოელი და საბჭოთა ვარსკვლავების ერთობლივი ფოტოები, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით. ალა პუგაჩოვა და ბენი და ბიორნი "აბბა"-დან. ლევ ლეშჩენკო და ჯგუფი "სპეისი" ბილი ჯოელი და "ქართული ხმები" ლევ იაშინი და ტოტო კუტუნიო ჟერარ დეპარდიე და ვლადიმერ მენშოვი რონალ ბიკოვი და ადრიანო ჩელენტანო ჯო დასენი და ალა პუგაჩოვა ბორის ხმელნიცკი და კირკ დუგლასი მერილ სტრიპი და ოლეგ იანკოვსკი მარჩელო მასტროიანი და ელდარ შენგელაია იან გილანი და ჯემალ ბაღაშვილი სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენი რეზო ჩხეიძე და რაჯ კაპური რობერტ დე ნირო და ია ფარულავა რობერტ დე ნირო და ირინა ალფეროვა ჯესიკა ლანგი, მილოშ ფორმანი, ვალდიმერ ვისოცკი, მარინა ვლადი ჯინა ლოლობრიჯიდა და იური გაგარინი 517 2-ს მოსწონს
|