შოუბიზნესი მაკიაჟის გარეშე სილამაზის კონკურსში გამარჯვებულმა ტიტული დაქალის გამო დათმო 28 იანვარი, 17:16
გოგონამ, რომელმაც მაკიაჟის გარეშე სილამაზის კონკურსი მოიგო, დათმო ტიტული მეგობრის გულისთვის.
ლონდონელმა გოგონამ, რომელმაც მაკიაჟის გარეშე სილამაზის კონკურსი მოიგო, გადაწყვიტა მონაწილეობა არ მიეღო "მის ინგლისის" ეროვნულ კონკურსში .ამის შესახებ Daily Mirror იუწყება. 26 წლის ნატაშა ბერესფორდმა "მის ლონდონის" ტიტული 2023 წლის სექტემბერში მოიგო. მან ფინალში 18 კონკურენტი დაამარცხა მსოფლიოში პირველ სილამაზის კონკურსში, რომელშიც მონაწილეებსაც მაკიაჟის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. ბერესფორდს 2024 წლის მაისში ვულვერჰემპტონში ეროვნულ შეჯიბრზე ლონდონი უნდა წარმედგინა. ორგანიზატორები მას გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად თვლიდნენ. თუმცა გოგონამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მონაწილეობაზე უარს ამბობდა. უარის მიზეზი ის არის, რომ კონკურსის ფინალის დღე ბერესფორდის დაქალის ქორწილს ემთხვევა. „ჩემი საუკეთესო მეგობარი იმავე შაბათ-კვირას ქორწინდება ჩრდილოეთ ინგლისში და მე უკვე დავპირდი, რომ მისი ხელისმომკიდე ვიქნები. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო კონკურსში მონაწილეობისას მხარდაჭერისთვის და წარმატებები ვუსურვო "მის ინგლისის" მონაწილე ყველა გოგონას“, - ასე ახსნა ბერესფორდმა საკუთარი გადაწყვეტილება. 2023 წელს ბრიტანეთში სილამაზის ეროვნული და რეგიონალური კონკურსების ორგანიზატორებმა შემოიღეს წესი, რომელიც კონკურსანტებს 95-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად აუკრძალა მაკიაჟის გაკეთება. გამოცემის ცნობით, ეს მსოფლიოში პირველი მსგავსი პრეცედენტია. კონკურსის მენეჯმენტი ცვლილებებს იმით ხსნის, რომ დაეხმაროს ყველა ქალს გახდეს უფრო თავდაჯერებული და ასევე ხელი შეუწყოს ბუნებრივი სილამაზის პოპულარიზაციას. 141 2-ს მოსწონს
|