შოუბიზნესი 1990-იანი წლების ქალები, რომლებზეც ნებისმიერი მამაკაცი ოცნებობდა 25 ოქტომბერი, 11:41
90-იანი წლები ალბათ უკანასკნელი იყო, რა დროსაც მოდელებმა და მსახიობებმა, თაყვანისმცემლების გული მოიგეს ბუნებრივი სილამაზით.
დღეს გაგახსენებთ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი იმ დროს, რომელიც ოდნავ ნოსტალგიურ ხასიათზე დაგვაყენებს.
კამერუნ დიასი— კამერონ დიასი — ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ნიღაბი“, „საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ და „ყველა მერიზე გიჟდება“. კარმენ ელექტრა(ტარა ლი პატრიკი)— ამერიკელი მოდელი, მომღერალი, მსახიობი, მოცეკვავე, ტელეწამყვანი. პოპულარობა ხვდა წილად ჟურნალ Playboy-ში გადაღებით, MTV სათამაშო შოუში – Singled Out-ში მონაწილეობით, როგორც ამერიკული ჯგუფის Pussycat Dolls-ის მოცეკვავე და ასევე კინოში შესრულებული როლებით. პენელოპა კრუსი- ესპანელი მსახიობი და მოდელი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ესპანეთში და მათ შორის პირველი, რომელმაც მიაღწია ფართო წარმატებას ჰოლივუდში. დემი მური-ამერიკელი მოდელი, მსახიობი და სიმღერების ავტორი, პირველი დიდი წარმატება მოუტანა ფილმმა "მოჩვენება"(1990) კიმ ბესინგერი-(და არა ბესინჯერი)-ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი. ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოს მფლობელი კლაუდია შიფერი- გერმანელი ტოპ-მოდელი და მსახიობი, რომელმაც დიდების ზენიტს 1990-იან წლებში მიაღწია ბრიჟიტ ბარდოსთან მსგავსების გამო. შიფერი მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული მოდელია, ის 900-ზე მეტი ჟურნალის გარეკანზეა მოხვედრილი. სალმა ჰაიეკი — მექსიკელი კინომსახიობი და პროდიუსერი. იგი მექსიკელთაგან ჰოლივუდის ყველაზე წარმატებული მსახიობია. მონიკა ბელუჩი-იტალიელი მსახიობი და ფოტომოდელი; სინდი კროუფორდი-ამერიკელი სუპერმოდელი, MTV-ის წამყვანი და მსახიობი. კატრინ ზეტა ჯონსი— ვალიელი თეატრის, ტელევიზიისა და კინოს მსახიობი. კარიერა დაიწყო ადრეულ ასაკში. მიღებული აქვს ოსკარი, BAFTA-სა და ტონის ჯილდოები. ნაომი კემპბელი — ინგლისელი სუპერმოდელი, მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი. ლეტიცია კასტა — ფრანგი მსახიობი და მოდელი. ლეტიცია კასტა დაიბადა საფრანგეთის ქალაქ პონტ-ოდემეში. დედამისი ლაინ ბლინი წარმოშობით ნორმანდიელია, ხოლო მამამისი — დომინიკ კასტა კორსიკელი. ჰყავს უფროსი ძმა და უმცროსი და. ბავშვობა გაატარა ზემო ნორმანდიაში და კუნძულ კორსიკაზე. შერონ სტოუნი-ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და ყოფილი მოდელი. ოქროს გლობუსის და ემის ჯილდოს მფლობელი, ასევე ოსკარის ნომინანტი. 193 2-ს მოსწონს
|