x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
55 წლის ბრიტანელი მსახიობი ელიზაბეტ ჰარლი, არაჩვეულებრივ ფორმაშია
image

ბრიტანელმა მსახიობმა, ფოტომოდელმა და დიზაინერმა ელიზაბეტ ჰარლიმ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო, სადაც იგი საკმაოდ ხალვათად ჩაცმულია და თავისი სიმსუბუქით, ჰაეროვნებით და უზადო სხეულით ფანები აღტაცებაში მოიყვანა.


55 წლის ცნობილი ვარსკვლავი კიბებეზეა ჩამომჯდარი, ინგლისური ძვირადღირებული ბრენდის Gyunel- ის მუქი ლურჯი ფერის მაქსი კაბა აცვია, ღრმა დეკოლტეთი და მარცხენა ფეხთან ჩაჭრილი.

image


მის მთლიან იმიჯს ავსებს შავი ქუსლიანი სანდლები, დიდი ბრილიანტის საყურეები, სამაჯური და ბეჭედი . პუბლიკაციამ 105 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა.


ვარსკვლავის თაყვანისმცემლებმა აღფრთოვანებული კომენტარები დატოვეს და ხაზი გაუსვეს მის ახალგაზრდული გარეგნობას. . "მშვენიერი ფეხები!", "ეს ფეხები, უბრალოდ შესანიშნავია"."მშვენივრად გამოიყურები, ელიზაბეტ!", "ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში", "ღმერთო ჩემო რა სექსუალურია"

image


1995 წლიდან ელიზაბეტ ჰარლი ამერიკული კომპანიის „Estée Lauder Companies“-ის მოდელი იყო, სამჯერ გამოქვეყდა მისი ფოტო ჟურნალ „ვოგის“ გარეკანზე.


კინოში დებიუტი 1987 წელს შედგა,

თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა: „ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა“, „ოსტინ პაუერსი: საერთაშორისო ადამიანი გამოცანა“, „თაღლითები“, „სურვილებით დაბრმავებული“ და სხვ. აგრეთვე ცნობილია, როგორც ქველმოქმედი.


ელიზაბეტ ჰარლის მრავალი წელი ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ჰიუ გრანტთან, რომელსაც 2000 წელს დაშორდა.

0
348
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0