x
image
თორ ნიკე
ჰომო ჰელმეი
ჰომო ჰელმეი (Homo helmei)


ჰომო ჰელმეი (Homo helmei) აღწერილია, როგორც არქაული ჰომო საპიენსი, რომელიც გავრცელებული იყო აფრიკაში, კერძოდ მისი ნარჩენები აღმოჩენილია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და დათარიღებულია ძვ.წ. 258, 000 წლით. აღნიშნული ადამიანის თავის ქალა აღმოჩენილი იქნა 1932 წელს პროფესორ ტ.ფ. დრეიერის მიერ, ბლუმფონტეინის მახლობლად მდებარე ფლორისბადის არქეოლოგიურ ადგილზე. აქედან გამომდინარე ამ ნაპოვნს უწოდეს "ფლორისბადის თავის ქალა" და შემდგომში ანთროპოლოგების მიერ კლასიფიცირებული იქნა, როგორც "ჰომო ჰელმეი" იმისთვის, რომ ხაზი ყოფილიყო გასმული მის განსხვავებულობაზე დანარჩენი, აქამდე აღმოჩენილი ადამიანებია სახეობების თუ ქვესახეობებისგან. მისი მახასიათებლები მიუთითებს იმაზე, რომ ჰომო ჰელმეი იყო გარდამავალი სახეობა ჰადელბერგელებსა და საპიენსებს შორის (Brink, 1988). აღმოჩენილი თავის ქალა შედგება შუბლისა და პარიეტული ნაწილებისგან და სახის არასრული მარცხენა მხარისგან (Conroy, 1997).


ჰომო ჰელმეი (Homo helmei)


ჰომო ჰელმეი მკაცრი შესახედაობის, დაახლოებით დღევანდელი ადამიანის ზომების მქონე ადამიანი იყო, ამ ხალხის ტვინის მოცულობა მეტი იყო (1400 სმ3), ვიდრე დღევანდელი ადამიანების ტვინის მოცულობა - დღეს ქალებს საშუალოდ აქვთ 1130 სმ3 მოცულობის თავის ტვინი, ხოლო მამაკაცებს - 1260 სმ3 (Cosgrove, Kelly P, 2007). რაც შეეხება წონას, თანამედროვე მამაკაცების ტვინის წონა 1370 გრამია საშუალოდ, ხოლო ქალების - 1200 გრამი (Harrison, Paul J. 2003). სწორედ ჰომო ჰელმეის უკავშირებენ ადამიანის ისტორიაში ახალი პერიოდის, შუა პელეოლითის დაწყებას. დაახლოებით ძვ.წ. 248, 000 წლიდან ხდება ჰომო ჰელმეის განსახლების დაწყება აფრიკის კონტინენტის გარეთ, ევრაზიის ტერიტორიებზე (Oppenheimer, 2003).



წყარო 1: Homo helmei - Bradshaw Foundation;

წყარო 2: Brain size - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
70
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
70
  
2022, 26 აპრილი, 12:24
▶ ჰომო ჰელმეი (Homo helmei) - ჰომო საპიენსის ქვესახეობა. არსებობდა 260,000 წლის წინ. აღმოაჩინეს 1932 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. გავრცელებული იყო სამხრეთ აფრიკაში. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 1400 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 155-170 სმ-მდე და იწონიდნენ 60-70 კილოგრამს.
0 1 1