x
image
ირინა მ.
Mediator image
მამაკაცი წლობით, ერთიდაიგივე ციფრებით ლატარიას თამაშობდა და ბოლოს ორი მილიონი დოლარი მოიგო

image



ამერიკელი ჯეფრი ფილიპსი, ოთხი წლის განმავლობაში ყოველ კვირას ლატარიას თამაშობდა: ბილეთში ყოველთვის ერთიდაიგივე ციფრებს წერდა. შედეგად იღბალმა დააჯილდოვა მამაკაცის შეუპოვრობა-მისი ციფრები დაემთხვა ჯეკ-პოტის ციფრებს და ორი მილიონი დოლარი მოიგო.

როგორც UPI იტყობინება, ჯეფრი ფილიპსი უოშტენოს ოლქში (მიჩიგანის შტატი) ცხოვრობს. ბოლო ოთხი წელი იგი ყოველ კვირა, სალაროში Mega Millions ლატარიის ბილეთს ყიდულობდა, თუმცა ეს რეფლექტორული უფრო იყო-სერიოზულად მოგების იმედი მას არ ჰქონდა. ციფრებით ექსპერიმენტები ჯეფრის არ სურდა, ამიტომ ყოველ ჯერზე ბილეთში ერთიდაიგივეს - 07-27-37-42-59 წერდა. რატომ მაინცდამაინც ეს ციფრები, უცნობია.

და აი, ამ დღეებში, ფილიპსს ბედმა გაუღიმა. როგორც თვითონ ამერიკელი ამბობს, მას დღემდე არ სჯერა მოგების: "გათამაშების შემდეგ შევამოწმე ციფრები ქსელში და დავიწყე მათი ჩაწერა. პირველი რამდენიმე ციფრის შემდეგ გავიფიქრე, რომ რაღაც ნაცნობი იყო. როცა გავიგე, რომ მოვიგე, მეუღლეს დაურეკე და შევთავაზე ბილეთისთვის დაეხედა. ორივე შოკში ვიყავით. დღემდე ვერ გამიცნობიერებია ეს ამბავი".

მოგებული ორი მილიონი დოლარით, 62 წლის ჯეფრი ფილიპსი ახალი სახლისა და ავტომანქანის შეძენას აპირებს.


image








გადახედეთ სხვა სტატიებს:








ქალმა შემთხვევით ბრილიანტის ბეჭედი 1 ფუნტ სტერლინგად იყიდა

image


ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი


image


არიზონაში, ტბორში, წვიმების შემდეგ უცნაური არსებები გაჩნდა

image


რატომ ემტერებიან კატები საახალწლო ნაძვის ხეებს? (+ვიდეო)

image


ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით

image


ქალი ერთი კილომეტრი მისდევდა ლეოპარდს, რომელმაც შვილი მოსტაცა

image


მილიარდერმა ნიძლავი წააგო: ბორტგამცილებლის ქალის ფორმა ჩაიცვა და რეისზე იმუშავა

image

ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს

image


ჯინი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თოვლში იყო ჩაფლული, გაიყინა, მაგრამ ექიმების გასაოცრად გადარჩა

image









0
526
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0