ქალი და მამაკაცი "საუკეთესო ცოლი და დედა" - ჯონ ტერიმ თავის მომხიბვლელი ცოლის შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა 2021, 22 დეკემბერი, 19:04
ოთხშაბათს ჯონ ტერიმ თავისი განსაცვიფრებელი მეუღლის ტონის 41 წლის იუბილე დიდი პატივისცემით აღნიშნა ინსტაგრამზე .
41 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამზე გააზიარა დღესასწაულის ამსახველი მრავალი ფოტო და თავის "საუკეთესო მეგობარს" "საოცარი დღე" უსურვა. ჯონმა ასევე გააზიარა თავისი განსაცვიფრებელი მეუღლის რამდენიმე ფოტო სოციალურ მედიაში, რომელშიდაც ხაზგასმულია ქალის უზადო ფიგურა. ტონი სენსაციურად ლამაზად გამოიყურებოდა მუქ ლურჯ ბიკინში, ქერა ჩამოშლილი სწორი თმებით, ნავზე შამპანურის ბოკალით ხელში . სხვა ფოტოში კოხტად გამოწყობილი ჯონი ამაყად დგას ტერის გვერდით, რომელსაც ელეგანტური ხაკისფერი კაბა აცვია. ჯონმა ასეთი წარწერა გააკეთა ფოტოზე: „დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს საყვარელ მეუღლეს @ toniterry26. საუკეთესო ცოლი, დედა და ჩემი საუკეთესო მეგობარი. საოცარი დღე გქონდეს პატარავ. გვიყვარხარ". ტერი სადღესასწაულო ფოტოებში ეფექტურად გამოიყურებოდა, მაგალითად როცა ლეოპარდის პრინტის ბიკინი აცვია. შემდეგ ფოტოში ტერი ტყავის მჭიდრო მინი კაბაშია გამოწყობილი.უკან მრგვალ მაგიდაზე საშობაო ნაძვის ხის სათამაშოებია დალაგებული. ძვირფასი შამპანურს მისი დაბადების დღის აღსანიშნავად. . ტონი ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს შესაშური ფიგურა, მან თაყვანისმცემლებს გაუზიარა სახლის ვარჯიშების რეჟიმი. ტონიმ 350 000 გამომწერს აჩვენა, რა ტემპით ასრულებს რთული ვარჯიშების სერიას. ტონის ასევე გატაცებულია ცხენოსნობით.რაც ხელს უწყობს შეინარჩუნოს უზადო ფიგურა. ჯონ ტერი თავის ბავშვობის დროინდელ სიყვარულზე, ტონიზე 2007 წელს დაქორწინდა.წყვილს ჰყავს ტყუპი ქალ-ვაჟი. ჯონ ტერის საფეხბურთო კარიერა 1998 წელს იწყება.იყო საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“, „ასტონ ვილას“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. 2018 წლიდან „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ტერის დებიუტი შედგა 2003 წელს, სერბია-მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. მონაწილეობა მიიღო 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე. პოლონეთის ნაკრებთან თამაშისას ჯონ ტერიმ პირველად მოირგო ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური. 2005 წელს ტერი დაასახელეს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველად. მან 4 გოლი გაიტანა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი გოლი „ბარსელონასთან“. 184 3-ს მოსწონს
|