საზოგადოებრივი 250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა 2021, 21 დეკემბერი, 10:03 ნახევარი საუკუნის წინ, კემეროვის ოლქში — სოფელ რჟავჩიკში (თისულის რაიონი), ქვანახშირის 250 მლნ. წლის ფენებში, 70 მ. სიღრმეზე, თეთრი მარმარილოს სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელშიც კრისტალურად სუფთა სითხე იყო. ხოლო მასში, ულამაზესი ახალგაზრდა ქალი იწვა და ისე გამოიყურებოდა, თითქოს ეძინა. ტანთ უცნობი ქსოვილისგან შეკერილი კაბა ემოსა და მას ადგილობრივებმა თისულის პრინცესა დაარქვეს. როგორც სპეციალური სამსახურის ისტორიკოსი ვ. მალევანი ყვება, მას შემდეგ სამხედროები სოფელში კიდევ ჩავიდნენ, ხოლო 1972 წ. "კგბ"-ს ( КГБ – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) მაშინდელი უფროსის იური ანდროპოვის ბრძანებით, ქვანახშირის მაღარო, რომელშიც სარკოფაგი აღმოაჩინეს, სამუდამოდ დახურეს. სამხედროები სარკოფაგებს სხვა ადგილებშიც ეძებდნენ და როგორც ექსპერტები ამბობენ, სსრ კავშირში, მინიმუმ 7 მსგავსი სარკოფაგი იყო აღმოჩენილი: 1974 წ. – დაღესტანში, 1976 წ. – ყაზახეთში და 1978 წ. – ქ. მირნის და ვილუისკს შორის, ნიურბას დასახლებიდან, 20 კმ–ში. არხის სხვა სიახლეები:
2. "სავაჭრო ავტომატი" ყვავებისთვის - საინტერესო ექსპერიმენტი3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე4. 10 ნიშანი, რომ ჩვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)
3264 4-ს მოსწონს
|