x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"შერიგება იწყება მოსმენით, გრძელდება სიმართლის თქმით და აზრების გაცვლით" - სალომე ზურაბიშვილი

image

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ე.წ პოლიტიკური შერიგების პროცესზე ისაუბრა.

„თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. ეს ცუდად იყო გაგებული, დაიწყო ამაზე გარკვევა, რომ როგორ უნდა შეურიგდე იმას თუ ამას, ან რატომ უნდა შეურიგდე. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით. მით უმეტეს, როცა წარსულს ეხება ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება, შედგეს. ცხადია, ყველას მიზანია შერიგება, რომელსაც მირჩევნია, დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი, რადგან მაინც უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი, მაგრამ აუცილებელია, რათა ეს პროცესი წინ წავიდეს, რაღაც მომენტში შედგეს კონსენსუსის პლატფორმა.

დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. გარედან რაც არ უნდა იყოს ძალისხმევა, მონდომება ჩვენი პარტნიორების, იმათ არ აქვთ შიგნიდან პროცესების ისეთი გაგება, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი. ვინც ელოდება ასეთ შედეგებს, არარეალურია. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ცხადია, ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ მოდელები და არსებობს ბევრი მაგალითი, რაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანაში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზები გამოვიტანოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი.

პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე, დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით, ეს უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე.

ის სამი წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პაუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. თქვენი, ყველას ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელია. ყველა დღეს აქ არ იმყოფება. ეს ძალიან გასაგებია ჩემთვის, რადგან არ შეიძლება, პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს. ჯერ ერთი ჩვეულებრივი ფორმა არის და მიწვევაზე ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას არ შეუძლია. არ ვთვლი, რომ შეურაცხყოფაა და არც უხერხულობა. იქნება ბევრი სხვა საშუალება, რათა დავიწყოთ ის საუბრები, რაც აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სურს, წარმოადგინოს, თუ როგორ ხედავს პროცესს.

„ეს არის ძალიან საწყისი პროცესი და მინდა, ის ვთქვა პირველ რიგში, რომ არ მაქვს რაღაც ჩამოყალიბებული, წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე აღარ ექვემდებარება რამე ცვლილებას. პირიქით, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით. ამ პროცესში პირველი უნდა იყოს მოსმენა. მე მოვისმინე პირველი კომენტარები, ამ საღამოსაც ვუსმენდი, სანამ ჩამოვიდოდი და მერეც მოვისმენ. ძალიან გასაგებია ჩემთვის, რომ მრავალფეროვანი იქნება კომენტარები, იქნება სკეპტიციზმი, კრიტიკა, უნდობლობა. ეს ყველაფერი არის ჩვენი დღევანდელი ყოფის ბუნებრივი ნაწილი. ამიტომ, ეს რეაქციები მოსალოდნელიც იყო. ერთ რამეს ამტკიცებს ეს რეაქციები, რომ მართლაც დრო არის, აქტუალურია თემა, რომ ყველასთვის სხვადახხვა ფორმით, სხვადასხვანაირად, ვინ როგორ ხედავს აქედან გამოსვლის ფორმებსა და გზას, მაგრამ ის, რომ ახლა ამის დრო არის, მგონი, საზოგადოებაში და თუნდაც, პოლიტიკურ წრეებში უკვე არის მოცემულობა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს.

„ერთი არის ინკლუზიურობა. დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი, საზოგადოების თუ პოლიტიკის, ყველანი აბსოლუტურად. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე. დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული რომელიმე ჯგუფის შეხვედრაზე, შეძლოს მაინც გაეცნოს შედეგებს და კონსულტაციების შინაარსი გაიგოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პროცესის დაწყებას არ შეიძლება, წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა.

„მე მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობა. ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას წარმოშობს და ნიშნავს, რომ პროცესი შევა ჩიხში. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი არის პროცესში მოსაგვარებელი, მოსალაპარაკებელი, გასაანალიზებელი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შეკრებაზე ოპოზიციური პარტიებიდან არ მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე ელენე ხოშტარია მოძრაობა “დროა” და “ევროპული საქართველო”.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0