საზოგადოება „მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ... არ ვადასტურებ!“ - ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი 2021, 15 დეკემბერი, 16:43
სახალხო დამცველის აპარატში შემქნილი ალტერნატიული კომისიის წევრი, ექიმი მარინა კურატაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ის ვერ ხედავს ე.წ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. “ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ. სათითაოდ გავეცანი იმ ფურცლებს, რაც სააკაშვილს აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში. არ ვადასტურებ, ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ. ბატონი მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. სათითაოდ გავეცანი იმ ფურცლებს, რაც აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა, რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. „ქვეტიაპინზე“ ვლაპარაკობ, მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ იძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამით ხოლმე, მისი თხოვნითაც. კატეგორიულად, რომ განვაცხადოთ მისი გადაყვანა საზღვარგარეთ არის საჭირო, ჯერ უნდა ჩამოიწეროს რა სჭირდება ადამიანს; მის მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მისი საჭიროება უნდა განისაზღვროს და შემდეგ უნდა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია ან საჭიროება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი რესურსებით დაკმაყოფილდეს. ეს უნდა მოხდეს დინამიკაში“, – განაცხადა კონსილიუმის ექიმმა მარინა კურატაშვილმა. სახალხო დამცველის კონსილიუმმა დადო დასკვნა #4, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, რომელშიც ვკითხულობთ:
სომატური თვალსაზრისით პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობის მიმდინარეობის ფონზე, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ექსპერტთა ჯგუფი წარმოადგენს დამატებით რეკომენდაციებს, რაც დეტალურად დანართში იქნება განხილული. საყურადღებოა, რომ ფსიქოთერაპიის ჩატარების შესახებ რეკომენდაცია ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 25 ნოემბრის დასკვნით გასცა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა. ექსპერტთა ჯგუფს ამ მიმართულებით არსებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის მხრივაც გააჩნია გარკვეული სახის შენიშვნები, რომელიც ასევე დანართში იქნება წარმოდგენილი. არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მკურნალობის ამ რგოლს შესაძლოა ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ.
პაციენტის მკურნალობისა და სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
119 შეფასება არ არის
|