x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ერთადერთი პროდუქტი რომელიც არ ძველდება – თაფლის სხვა უჩვეულო თვისებები

ფუტკრები – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არსებები არიან დედამიწაზე. ისინი თაფლს ცარცული პერიოდიდან აწარმოებენ ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც პლანეტაზე დინოზავრები სეირნობდნენ. მათზე უფრო შრომისმოყვარე, არავინ არის ჩვენს პლანეტაზე. მაგ., 454 მილიგრამი თაფლის მოსამზადებლად, ფუტკარი 2 მილიონ ყვავილზე უნდა დაჯდეს და 88 514 კმ. უნდა იფრინოს. მიუხედავად ასეთი თავგანწირვისა, ერთი საშუალო სტატისტიკური ფუტკარი, თავისი მოკლე სიცოცხლის მანძილზე (28-35 დღე), ის მხოლოდ 1/12 ჩაის კოვზ თაფლს ამზადებს. ეს პატარა მწერები, სკიდან, 3 კმ-ის ფარგლებში დაფრინავენ, რაც მათი ზომის გათვალისწინებით, იგივეა, რომ ადამიანმა 204 კმ. გაიაროს.

თაფლი, რომელსაც ფუტკრები ქმნიან, ბევრი კულტურის განუყოფელი ნაწილია და მას მედიცინაში, კულინარიაში და ფოლკლორშიც კი იყენებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ თაფლის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ კარგად იხსნება ცხელ წყალში, რაც თაფლიანი ჩაის დალევის შესაძლებლობას იძლევა (თაფლმა სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, მისი ჩაიში ჩამატება, მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც ის 40 გრადუსამდე შეგრილდება) ან ის, რომ ერთი კოვზი თაფლის ყოველდღიურად მიღება, ადამიანს ენერგიას მატებს. მაგრამ, ამ უნიკალური პროდუქის გამოყენების სხვა ხერხებიც არსებობს:


image


თაფლი მეხსიერებას აუმჯობესებს


თაფლი, ძირითადად, ნახშირწყლებისგან და წყლისგან შედგება, ის ასევე შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს. ეს ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში და იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, რამაც შეიძლება, მეხსიერების დაქვეითება გამოიწვიოს (კალციუმი აუცილებელია ნერვული იმპულსების გადასაცემად, ნერვულ უჯრედებსა და თავის ტვინს შორის).


თაფლის დამატებით, ნამცხვარი უფრო ნაზი ხდება


თაფლი ტკბილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხობის დროს, მას შაქრის ჩანაცვლება შეუძლია. გარდა ამისა, თაფლს დამატენიანებელი თვისებაც აქვს და ამის გამო, ის იზიდავს და აკავებს წყლის მოლეკულებს. თაფლით გამომცხვარი ტორტები და ნამცხვრები, ბევრად უფრო რბილი გამოდის, ვიდრე შაქრით ცხობისას. თაფლი შაქარზე უფრო ტკბილია, ამიტომ, თუ ცხობისას, შაქარს თაფლით ჩაანაცვლებთ, რეცეფტში მითითებული შაქრის რაოდენობა, 40%-ით უნდა შეამციროთ.


თაფლი ნაბახუსევის დროს


იმის გამო, რომ თაფლი დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს, 1 ს. კოვზი თაფლის მიღების, ან ჩაიში გამოყენების შემთხვევაში, ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის გადამუშავება უფრო სწრაფად ხდება, რაც ნაბახუსევის სრულ გაქრობას ან ამ პროცესის დაჩქარებას იწვევს.



თაფლი, როგორც სახის სკრაბი


სკრაბების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, თაფლი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის კანს მკვდარი უჯრედებისგან და ბაქტერიებისგან ასუფთავებს. თაფლის სკრაბის მოსამზადებლად, შეურიეთ თაფლი ქოქოსის ზეთს, პროპორციით 1:2 და გამოიყენეთ როგორც სახის ჩვეულებრივი სკრაბი.


თაფლი, როგორც ანტიბიოტიკი


თაფლის დადება ჭრილობაზეც შეიძლება. ის შეხორცების პროცესსაც აჩქარებს და არც ბაქტერიებს აძლევს გავრცელების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მუქია თაფლი, მით უფრო დიდია მისი ანტიბაქტერიალური თვისება.


ხველის საწინააღმდეგო წამალი


კვლევებმა აჩვენა, რომ თაფლი ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს ხველის დროს, ვიდრე აფთიაქში ნაყიდი ანტიჰისტამინური საშულებები.


თაფლი – დიეტის დროს


თაფლს შეუძლია მეტაბოლიზმის პროცესის დაჩქარება. ამ პროცესს მწვანე ჩაიც აჩქარებს. ამიტომ, დიეტაზე ყოფნისას, მწვანე ჩაი თაფლთან ერთად, მეტაბოლიზმის ორმაგ ეფექტს გამოიწვევს.


თაფლი უძილობის მკურნალი


ადამიანს, თუ უძილობა აწუხებთ, ძილის წინ, 1 კოვზი თაფლი უნდა მიიღოს ან თაფლიანი ჩაი დალიოს. შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს, ასტიმულირებს სეროტონინის და მელატონინის გამომუშავებას, რაც საბოლოო ჯამში, მშვიდ ძილს იწვევს.


თაფლი იარებს აუფერულებს


იარის შესანიღბავად, საჭიროა თანაბარი რაოდენობით თაფლის და ქოქოსის ან ზეითუნის ზეთის შერევა და იარაში შეზელა. იარის გადახვევისა და 15 წუთით თბილი კომპრესის დადების შემდეგ, ის ბევრად უფრო შეუმჩნეველი ხდება.


თაფლი ალერგიის წინააღმდეგ


ამჟამად, უამრავი კვლევა ტარდება იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურია თაფლი ალერგიის წინააღმდეგ. მართალია კვლევები ჯერ არ დასრულებულა და დასკვნაც არ არსებობს, მაგრამ ექიმი-ნატუროპათები გარანტიას იძლევიან, რომ ყვავილის მტვერი, რომელიც თაფლში არის, შეიძლება ინოკულაციის ალტერნატივა გახდეს, რომელიც მცირე ალერგიის გამომწვევ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. შედეგად, ალერგიის სეზონზე, ადამიანს უფრო ნაკლები დისკომფორტი და ალერგიულ რეაქცია ექნება.


თაფლი ართრიტის წინააღმდეგ


ვისაც ართრიტი აწუხებს, 1 ჭიქა თბილი წყალი, 2 ჩ. კ. თაფლით და 1 პატარა ჩ. კ. დარიჩინით, დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს უნდა მიიღოს. მისი რეგულარული მიღება, ქრონიკულ ართრითსაც კი კურნავს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ექიმი პაციენტებს, 1 ს. კ. თაფლით და 1/2 ჩ. კ. დარიჩინით ნაზავს, საუზმის წინ უნიშნავდა – ერთი კვირის შემდეგ, ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებიდან, 200-დან 73-ს ტკივილი გაუქრა, ხოლო 1 თვის შემდეგ – პაციენტების უმრავლესობას, რომელიც ვერ დადიოდა, ან სიარულის დროს, ტკივილს გრძნობდა, უკვე ტკივილის გარეშე სიარული შეეძლო.


თაფლი მხედველობას აუმჯობესებს


თაფლიან წყალს მხედველობის გაუმჯობესება და თვალის ანთებითი პროცესის ჩაქრობა შეუძლია. ამისთვის, საჭიროა – 1 კოვზი თაფლის გაზავება თბილ წყალში და მისი ძილის წინ მიღება. თაფლიანი წყლის დალევა საჭიროა თბილი სახით და აუცილებლად, საღამოს საათებში.


თაფლი სოუსში


ბევრ აზიურ სოუსს, საფუძვლად რთული გემოების ბალანსი უდევს: ტკბილი, მარილიანი, მწარე და ა. შ. სალათების, ხორცის და საერთოდ, ყველა სოუსის მომზადებისას, იქ თაფლს უმატებენ, იმის გამო, რომ კარგი ემულგატორია.


თაფლი პირის ღრუში სუნს ანეიტრალებს


თაფლის ანტიბაქტერიულ თვისებას, სუნთქვისთვის სასიამოვნო არომატის მინიჭება შეუძლია. პირში ცუდი სუნის გასანეიტრალებლად, საჭიროა: 1 ჩ. კ. თაფლის და 1/8 ჩ. კ. დარიჩინის გაზავება 0, 5 ჭიქა თბილ წყალში. ამ ხსნარის პირში გამოვლების შემთხვევაშ, სუნთქვას დარიჩინის სასიამოვნო არომატი ექნება.


თაფლი ანეიტრალებს მჟავა რეფლუქსს


მჟავა რეფლუქსის დროს, თაფლი ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს. ერთი კოვზი თაფლი, ყოველგვარი წამლის გარეშე, ყელს და საყლაპავ მილს ამშვიდებს.


თაფლი გამოიყენება მშრალი კანის და იდაყვების დასატენიანებლად


მილიონობით ადამიანს აქვს იდაყვების სიმშრალე და შესაბამისად, დამატენიანებელ კრემებზე მილიონობით დოლარი იხარჯება. ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალების ჩანაცვლება კი, თაფლს შეუძლია: მშრალ კანში (იდაყვებზე, მუხლებზე და ა. შ) შეზელისა და 15-30 წუთით გაჩერების შემთხვევაში, კანი დატენიანდება და ელასტიური გახდება.


თაფლი ამცირებს დიარეას ხანგრძლივობას ბავშვევში


«British Medical Journal»-ში გამოქვეყნდა ბავშვთა დაავადებების მკურნალობაში თაფლის გამოყენების კვლევის შედეგები. მიუხედევად იმისა, რომ თაფლის მიცემა არ შეიძლება ბავშვებისთვის 1 წლამდე, უფრო მოზრდილებისთვის, ის შეიძლება, გასტროენტერიტის და მწვავე დიარეას სამკურნალოდ იყოს გამოყენებული.


ბუნებრივი «Red Bull» - ი


იმის გამო, რომ თაფლი გლუკოზას და ფრუქტოზას შეიცავს, პირდაპირ სისხლში ხვდება. რაც ორგანიზმში ენერგიის მოზღვავებას იწვევს. თაფლს, ამ თვისების გამო, განსაკუთრებით აფასებენ მარათონის მონაწილეები და სპორტსმენები.

თაფლი კარგად ინახავს ხილს

თაფლიანი წყალი, პროპორციით 1:10 კარგად ინახავს კენკრას. ეს უგემრიელესი ტკბილეულია ზამთრისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უამრავ ვიტამინს შეიცავს.


თაფლი ამსუბუქებს დისკომფორტს ფეხმძიმობის დროს


ფეხმძიმობის დროს, გულძმარვა და გულისრევის შეგრძნება, ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის გამო, რა თქმა უნდა, ყველა ქალი დისკომფორტს განიცდის. თაფლიანი რძე ამცირებს მოჭარბებულ მჟავიანობას კუჭში და მისი ძილის წინ მიღების შემთხვევაში, გულისრევის შეგრძნებაც ქრება.


თაფლით შეიძლება ტუჩის ბალზამის მომზადება


ყველამ იცის, რომ დახეთქილი და მშრალი ტუჩების დასარბილებლად, ტუჩის ბალზამი გამოიყენება. მაგრამ, შესაძლებელია ბევრმა არ იცის, რომ ასეთი ბალზამის მომზადება, საკუთარი ხელითაც შეიძლება.

გთავაზობთ, სახლის პირობებში, ბალზამის მომზადების რეცეპტს:

საჭირო ინგრედიენტები:


ფუტკრის ცვილი – 20 გრ.

ქოქოსის კარაქი ან ზეთი – 30 გრ.

თაფლი – 10 გრ.

ეთერზეთი, არომატისთვის – 2-3 წვეთი


შენიშვნა: ინგრედიენტების რაოდენობა ნებისმიერი შეიძლება იყოს, მთავარი პროპორციების დაცვა არის.


მომზადება:


1. პატარა თასში მოათავსეთ კარაქი და ცვილი, დადგით წყლის აბაზანაზე და კოვზით ურიეთ.

2. როდესაც ორივე გადნება და ერთმანეთს შეერევა, გადმოდგით ცეცხლიდან და თაფლი შეურიეთ.

შენიშვნა: კარაქი ცვილს კარგად ერევა, მაგრამ თაფლს ცუდად. ამიტომ, საქმის გასამარტივებლად და კარგი ხარისხის ბალზამის მისაღებად, სათქვეფი გამოიყენეთ. ამ შემთხვევაშიც, კარაქის და თაფლის გაზავება სრულად არ მოხდება, მაგრამ შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეურიოთ.

3. სულ ბოლოს, დაამატეთ ეთერზეთი და სწრაფად ჩაასხით ქილებში. ეს შეიძლება იყოს ერთი 50 მგ–იანი ან 2-3 შედარებით პატარა ზომის ქილა.


თაფლი ამარცხებს ქერტლს


თუ ადამიანს ქერტლი და მშრალი კანი აქვს, თავში 90% თაფლის და 10% წყლის ნაზავი უნდა შეიზილოს და 3 საათის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანოს. ერთი პროცედურის შემდეგ, ქავილი შემცირდება, ხოლო ერთკვირიანი მკურნალობის შედეგად, – ქერტლი გაქრება.


თაფლი სლოკინს აჩერებს


მიუხედავად იმისა, რომ სლოკინი ნასვამ ადამიანებთან ასოცირდება, ის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ერთი ჩაის კოვზი თაფლი, საიმედოდ ამშვიდებს ორგანიზმის ამ არასასურველ რეაქციას.


თაფლი არ ძველდება


თუ ვინმეს აპოკალიფსის ეშინია და საიმედო თავშესაფარი მზად აქვს, ისღა დარჩენია, თაფლი მოიმარაგოს, რადგან თაფლი ერთადერთი პროდუქტია დედამიწაზე, რომელიც არ ძველდება. გარდა ამისა, ის კალორიულიც არის.


თაფლი საპარსი კრემის ნაცვლად


თაფლზე დამზადებული საპარსი კრემი, ყველა სახის კანისთვის გამოდგება, არ შეიცავს არანაირ მინარევს და უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძვირადღირებული საპარსი საშუალებები. თაფლით ბუნებრივი საპარსი კრემის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ თაფლი და თბილი წყალი. მიღებული მასა პირდაპირი დანიშნულების გარდა, იცავს კანს გაღიზიანებისგან და ატენიანებს მას.


image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. უცხოპლანეტელები და დედამიწა – რა წვლილი მიუძღვით მათ ჩვენი ცივილიზაციის განვითარებაში

2. ახალი წლიდან დაიწყეთ! სასარგებლო რჩევები წარმატების მოსაპოვებლად

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. 20 შთამბეჭდავი ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)

6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

0
232
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0