x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
უცხოპლანეტელები და დედამიწა – რა წვლილი მიუძღვით მათ ჩვენი ცივილიზაციის განვითარებაში

ითვლება, რომ კაცობრიობა, ცივილიზაციის სახით, ანუ იმ სახით, როდესაც დამწერლობა განვითარდა და ინფორმაციის პირველი მატარებლები (თიხის ფილები) შეიქმნა, დაახლოებით, 5 ათასი წლის წინ გაჩნდა. რაც, სამყაროს განვითარების პერიოდთან შედარებით, დროის უმნიშვნელო მონაკვეთს წარმოადგენს. ხოლო, ოფიციალური მეცნიერება არც კი განიხილავს ადრე არსებული მაღალგანვითარებული ცივილიზაციების არსებობის საკითხს და დელიკატურად იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ ადამიანების ამჟამინდელი თაობა ერთადერთია დედამიწაზე, რომელმლმაც განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია... თუმცა, იმის არაერთი ირიბი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს ასე არ არის.

საუკუნეების წინ, პლატონმა, თავის ნაშრომებში, «ტიმეოსსა» და «კრიტიაში», ატლანტიდის შესახებ დაწერა და მისი ადგილმდებარეობა მიუთითა. ატლანტიდის არქიპელაგი, მისი გადმოცემით, ატლანტის ოკეანეში, აზორისა და ბაჰამის კუნძულებს შორის მდებარეობდა.


image


ხოლო, მის მიერ აღწერილი, ატლანტების გარეგნობა, პლანეტის სხვადასხვა რეგიონში აღმოჩენილი, ადამიანი–გიგანტების ნეშტის გარეგნობას და მათ შესახებ, შუმერული ჩანაწერებიდან მიღებულ ინფორმაციას ემთხვევა... და თუ დღემდე, ერთ დროს, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კერა აღმოჩენილი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობდა.

შუმერების მტკიცებით კი, მზის სისტემაში 12 პლანეტა იყო: დღეს არსებული 9 პლანეტა: მთვარე, რომელიც მაშინ პლანეტად ითვლებოდა და მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის, იქ სადაც დღეს ასტეროიდთა სარტყელია, კიდევ ორი პლანეტა — ფაიტონი და ნიბირუ ანუ «გადამკვეთი პლანეტა» იყო. ეს უკანასკნელი, ძველი ცივილიზაციის მანუსკრიპტების მიხედვით, მზის სისტემას მხოლოდ 3600 წელში ერთხელ სტუმრობდა. იგივე წყაროებიდან ირკვევა, რომ მზის სისტემაში მორიგი ვიზიტის დროს, ნიბირუს ნეიტრონული ვარსკვლავი დაეჯახა. კოსმოსურმა კატასტროფამ მისი ნაწილი გაანადგურა და პლანეტა ფაიტონიც თან გაიყოლა. შედეგად, მარსსა და იუპიტერს შორის, ასტეროიდების სარტყელი გაჩნდა.


image


შუმერების ვარაუდით, ნიბირუს მომდევნო სიახლოვე მზის სისტემასთან, 2100 – 2158 წლებში უნდა მოხდეს. მათივე აზრით, ამ გრანდიოზული ზომის პლანეტაზე ანუნაკები ცხოვრობენ, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 360 ათას დედამიწის წელს შეადგენს. ხოლო, მათი სიმაღლე, თითქმის 5 მეტრია.

ანუნაკები დედამიწაზე 445 000 წლის წინ ჩამოვიდნენ, როდესაც ატმოსფეროს შრის დარღვევის გამო, მათი პლანეტის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ანუს (ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში) მიერ დამხობილი, ნიბირუს მმართველი ალაუ (ალალუ), თავშესაფრის ძიებაში, დედამიწას ესტუმრა. აქ მან ოქროს დიდი მარაგი აღმოაჩინა და ნიბირუს ატმოსფეროს აღსადგენად (ატმოსფერო ოქროს იონებით უნდა გაემდიდრებინათ), მისი მოპოვება გადაწყვიტა.

ანუნაკები ჩამოვიდნენ და ანტიგრავიტაციული იარაღი ჩამოიტანეს, რომლის მეშვეობით, გარკვეულ ტერიტორიაზე, დედამიწის მიზიდულობის ძალის გათიშვა შეიძლებოდა. ძველბერძნულ ჩანაწერებში, პირამიდების მშენებლობის მექანიზმი «მფრინავი ქვების» სახელით არის მოხსენიებული და პლატონის მტკიცებით, ეგვიპტელმა ქურუმებმა ყველაფერი იცოდნენ ამ საიდუმლოს შესახებ. როგორც გაირკვა, აკუსტიკურ ტალღებს დედამიწის გრავიტაციის დაძლევა და უწონობის ველის შექმნა შეეძლო და ასეთ ვითარებაში, უზარმაზარი ბლოკები ფეხბურთის ბურთზე უფრო მსუბუქი ხდება. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით, მსგავსი მეთოდით, მხოლოდ ჩოგბურთისხელა საგნის აწევა არის შესაძლებელი. ამაზე შორს, ჩვენი ცივილიზაცია არ წასულა. მაგრამ ეს შედეგი, იმის მტკიცებულებად გამოდგება, რომ საგნების აკუსტიკური ლევიტაცია შესაძლებელია.


image


დედამიწაზე ჩამოსული ნიბირუელები, თავდაპირველად, ოქროს ოკეანის წყლიდან მოიპოვებდნენ, მაგრამ ეს ხანგრძლივი და არაეფექტური პროექტი აღმოჩნდა. ამიტომ, დედამიწაზე თავად ანუ (ზევსი, ბერძნულ მითოლოგიაში) ჩამოვიდა. არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ, მან ოქროს მოპოვება სამხ. აფრიკაში გადაწყვიტა.

შუმერების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ხომალდები თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე დაეშვნენ, ოქროს აფრიკის სამხ-აღმ. ნაწილში მოიპოვებდნენ და როდესაც ნიბირუ დედამიწასთან საკმარისად ახლოს მოდიოდა, დაგროვილი ლითონი მასზე გადაჰქონდათ. ასე გრძელდებოდა, თითქმის 150 ათასი წლის მანძილზე. შემდეგ, ანუნაკი მაღაროელები აჯანყდნენ და მაღაროში ჩასვლაზე უარი თქვეს...

და ამ მომენტიდან ჩვენს პლანეტაზე, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა აღინიშნება, რაც შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალი მუშა ხელის გამოჩენას უკავშირდება: დედამიწაზე ჩამოსულმა კოლონიზატორებმა Homo sapiens-ი (გონიერი ადამიანი – შუმერულად «ადამუ») შექმნეს, რომელიც შუმერების და ჩვენი საერთო წინაპარია. თიხის ფირფიტებზე ზუსტად არის აღწერილი ადამიანების შექმნის პროცესი და გეენეტიკური ოპერაციები, რომლებიც თავისი სიზუსტით, თანამედროვე გენეტიკოსების გაოცებას იწვევს.

გენური-ინჟინერიით შექმნილმა ადამიანებმა გამრავლბა დაიწყეს და ყოველი მომდევნო თაობა, ბევრად უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი წინამორბედი. შედეგად, ანუნაკებმა დედამიწელი ქალების ცოლად შერთვა დაიწყეს და დედამიწაზე გიგანტების თაობა გაჩნდა...

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა მართლაც აღმოაჩინეს საბადო და გეოლოგების შეფასებით, ამ მაღაროებში ძვირფას ლითონს, დაახლოებით, 200 000 წლის წინ მოიპოვებდნენ. გამოდის რომ, ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, ჯერ კრომანიონელებიც არ უნდა ყოფილიყვნენ.
მითებში ისიც არის ნათქვამი, რომ 40 «სფეროს» შემდეგ (40х3.600=144.000 წელი), დედამიწაზე გამოჩნდა ადაპას მოდგმა, რომელიც მაღაროებიდან ოქროს მოიპოვებდა, ხოლო მათი ხელმძღვანელი ანუს შვილი ენლილი იყო.
ატრაჰასისის თქმულების მიხედვით კი, 200 000 წლის წინ, ანუნაკების უმრავლესობამ დედამიწა დატოვა, სავარაუდოდ, ტემპერატურის დაცემის გამო, რომელიც გამყინვარების ეპოქას (მორიგი ციკლი 200 000 წლის წინ იყო) უძღვოდა წინ.

100 000 წლის წინ დედამიწაზე დათბა. ანუნაკები იმდენად დაუახლოვდნენ ადამიანებს, რომ დედამიწელი ქალების ცოლად შერთვა დაიწყეს. ამ ფაქტით აღშფოთებულმა ენლინმა დედამიწა «დაწყევლა» და მასზე 75 000 წლის წინ გამყინვარების მორიგი ციკლი დაიწყო, რომელიც 10 000 წელი გაგრძელდა.
შუმერულ-აკადური მითოლოგიის თანახმად, ანუნაკები, რომლებსაც ისინი ღმერთებად მიიჩნევდნენ, მხოლოდ პლანეტას კი არ აკონტროლებდნენ, ადამიანების ბედსაც განსაზღვრავდნენ. ქმნიდნენ სახელმწიფოებს და მეფეებად ანუნაკების და ადამიანების ქორწინების შედეგად დაბადებულ ადამიანებს ნიშნავდნენ. იგივე შუმერული წტაროების ცნობით, სწორედ ანუნაკებმა შექმნეს მათი ქვეყანაც და არა მარტო...



image


ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, 12 ათასი წლის წინ, ე. წ. «ნეოლითის რევოლუცია» დაიწყო, რომელიც რამოდენიმე ათასი წლის მანძილზე გრძელდებოდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, დიდი ცვლილება მოხდა პირველყოფილი ადამიანების ცხოვრების წესში: ისინი შემგროვებლობიდან — სოფლის მეურნეობაზე გადავიდნენ, დაიწყეს ხორბლის და სიმინდის მოყვანა. ყველაზე საინტერესო კი, ამ ისტორიაში ის არის, რომ იმ კულტურების წინა სახეობები, რომლის დათესვაც პირველმა მიწათმოქმედებმა დაიწყეს, აღმოჩენილი არ არის და დედამიწის სხვადასხვა რეგიონში, სიმინდი და ხორბალი ერთდროულად გაჩნდა.

და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება არ აღიარებს: დედამიწის კოლონიზაციის მომენტიდან, როდესაც ყველაზე დიდმა ღმერთმა ანუმ (იგივე ზევსი, ბერძნულ მითოლოგიაში) შვილებს შორის, უფლებამოსილება გაანაწილა: უფროსს ვაჟს – ენლილს, სამართავად, მესოპოტამია და დედამიწის ჩრდ. ნახევარსფერო მისცა, ხოლი უმცროსს, — ენკის სამხ. ნახევარსფერო, როგორც თავად ენკი ამბობდა, «ცხელი აფრიკა და წყალი». გარდა ამისა, მას პლანეტაზე ინფრასტრუქტურის მოწყობაც დაევალა (ინფრასტრუქტურაში პირამიდების მშენებლობა იგულისხმებოდა, რომელიც მაშინ ელექტროსადგურების ფუნქციას ასრულებდა და დედამიწაზე ელექტრო–მაგნიტური ველის სარტყელს ქმნიდა, რომელიც ანუნაკების საფრენი აპარატების, საწვავის გარეშე, გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა). ენკი ამის გამო, თავს დაჩაგრულად გრძნობდა, რაც ძმებს შორის, დაპირისპირების მიზეზი გახდა.

გადმოცემის თანახმად, უკმაყოფილების მიუხედავად, ენკიმ მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულა... ანუ პირამიდები ენკიმ ააშენა და ეს, თითქმის, ნახევარი მილიონი წლის წინ მოხდა.

რაც შეეხება «პლატონის ატლანტიდას», ის ერთადერთი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არ იყო დედამიწაზე. იმავე პერიოდში და მის პარალელურად, ინდოეთში რამას იმპერია არსებობდა, რომელმაც ყველა სფეროში, უდიდეს წარმატებას მიაღწია.



image


მოგვიანებით კი, გაჩნდნენ ოლმეკები, რომლებმაც კალენდარი, იეროგლიფები, ვაჭრობის და კომუნიკაციების ქსელები შექმნეს; მაია – ააშენეს პირამიდები და ქალაქები, რომლებიც მნახველებს დღემდე აოცებს, შექმნეს მზის კალენდარი და მათ მზის და მთვარის დაბნელების ციკლის გამოთვალა შეეძლოთ; პარაკასი; ნასკა; ფინიკიელები; ხეთები... თითოეულმა წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, მათ უდიდესი იმპერიები შექმნეს და ქალაქები ააშენეს. მაგრამ ცოდნა, რომელიც გააჩნდათ და დღემდე ჩენს აღფრთოვანებას იწვევს, მათ ნიბირუდან ჩამოსული ანუნაკებისგან მიიღეს... და რთული სათქმელია, როგორი იქნებოდა დღეს ჩვენი პლანეტა, ნახევარი მილიონი წლის წინ, მასზე უცხოპლანეტელები რომ არ გამოჩენილიყვნენ.


image

imageimageimageimage



0
1838
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1838
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0