შოუბიზნესი
ჯასტინ ბიბერის და სელენა გომესს დაკითხვაზე იბარებენ
2012, 15 სექტემბერი, 14:08
პოლოცია ფოტოგრაფზე თავდასხმის საქმეს იძიებს.
როგორც ჩანს, ჯასტინ ბიბერის და სელენა გომესს, მოუწევთ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მისვლა. საქმე ეხება მაისში მომხდარ შემთხვევას... როდესაც წყვილი კინოთეატრიდან გამოდიოდა, ბიბერი ძალიან გაღიზიანდა ერთ-ერთ პაპარაცზე, რომელიც მათთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა და ჩხუბი დაუწყო.
ჩხუბი იმით დამთავრდა, რომ გამწარებული ბიბერი მივარდა პაპარაცსს და მუშტები დაუშინა. ამ ინციდენტის შემდეგ დაზარალებულმა ფოტოგრაფმა პოლიცია გამოიძახა. ამ საქმის გამო მიმდინარეობს გამოძიება და მალე ცნობილ წყვილს ჩვენების მიცემა მოუწევთ. ბიბერი მზადაა ჩვენების მისაცემად. მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, რა სასჯელს მიუსჯიან ჯასტინს თუ მისი დანაშაული დამტკიცდება.