საზოგადოება 2022 წელი პანდემიის დასრულების და ეკონომიკის სრული აღდგენის წელი იქნება 2021, 13 დეკემბერი, 18:49 ![]() „პანდემიის დასრულება და ნორმალური ცხოვრების აღდგენა პოპულაციური იმუნიტეტის და ადამიანის ახალი გამოგონებების წყალობით მოხდება. ამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ახალი თერაპევტული პრეპარატები, რაც 2022 წელს ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა JPMorgan-ის მთავარმა ანალიტიკოსმა გლობალური ბაზრების საკითხებში მარკო კოლანოვიჩმა. . JPMorgan საფონდო ბაზრების ზრდის პროგნოზსაც აკეთებს. ამასთანავე, მისი ინფორმაციით, ევროპასა და აზიაში გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ რჩება, რასაც ინფლაცია მოჰყვება. ასევე, შესაძლოა ენერგეტიკულმა კრიზისმაც იჩინოს თავი. . Citigroup-ის ინფორმაციით, მომავალი წლის ბოლოს ნავთობის ფასი ერთ ბარელში 59 დოლარი იქნება. JPMorgan-ს უფრო ოპტიმისტური პროგნოზის აქვს. მისი ექსპერტების აზრით, ნავთობის ფასი 2022 წელს 86 დოლარის ფარგლებში იქნება. . საერთო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 270 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდით 270, 458, 346 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 5, 322, 991-ი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 243, 206, 325-ს შეადგენს. 73 შეფასება არ არის
|