x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კახეთში ძმის მიერ შემთხვევით დაჭრილი 12 წლის გოგონა გარდაიცვალა

image

ტრაგედია მოხდა კახეთის რეგიონში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მცხოვრები 12 წლის მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში მოხდა. გოგონა ძმამ, პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი გასროლით, თავის არეში დაჭრა. არასრულწლოვანი თავდაპირველად გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე იაშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმების განმარტებით, გასროლა, სავარაუდოდ, ახლო მანძილიდან განხორციელდა, რის გამოც მიყენებული დაზიანება მძიმე იყო.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კახეთში პნევმატური იარღით მოზარდის დაზიანების უკვე მეორე ფაქტია. აგვისტოს თვეში, თელავში, მეგობრებმა დაზიანება 12 წლის მოზარდს, შემთხვევით, პნევმატური იარაღით მიაყენეს. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორდღიანი მკურნალობის შემდეგ, არასრულწლოვანი გამოჯანმრთელდა.


0
270
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0