სხვა "არარსებული" დედა, შიშველი ფოტოები და სხვა სკანდალები - ყველაზე ტიტულოვანი მოცურავის ისტორია 2021, 10 დეკემბერი, 13:09 ![]() ცურვის მოყვარულებმა ბევრი რამ იციან მისი სპორტული ბიოგრაფიის შესახებ. მაგრამ არანაკლებ საინტერესო და სკანდალურია ლამაზმანის პირადი ცხოვრებაც, რომლის აფიშირებასაც ერიდება სპორტსმენი. ![]() ეფიმოვას უფლება ჰქონდა გამოეჩინა თავი 50 და 200 მ ბრასით დისტანციებზე. ”მან უარი თქვა, რადგან მამამის არ შეუძლია მასთან ერთად გამგზავრება.არა და მის გარეშე არ სურს ასპარეზობა, ”- განაცხადა ჩეპიკმა. თუმცა მოგვიანებით მან განმარტა, რომ რუსმა „ოქროს თევზმა“ გადაწყვიტა ძალები მიმართოს „გრძელ დისტანციაზე“ ასპარეზობისთვის.ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, გააწბილა სპორტსმენის გულშემატკივრები.თუმცა, იულიამ ყველა დაარწმუნა, რომ პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებდა. ![]() აღსანიშნავია, რომ თაყვანისმცემლების ყურადღება მიპყრობილია არა მხოლოდ გოგონას სპორტულ მიღწევებზე, არამედ მის გარეგნობაზეც. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მისი ფიგურა ბიკინიში. 29 წლის იულია ეფიმოვა პირად ბლოგშუ თაყვანისმცემლებს ცხელ-ცხელი კადრებით ხშირად ანებივრებს. გამომწერები განსაკუთრებული სიამოვნებით აფასებენ ყოველ ახალ სურათს. ფოტოები საცურაო კოსტუმებში. ვარჯიშზე და პლაჟზე აგროვებს უამრავ "ლაიქს" და კომენტარებს. ![]() 2016 წელს კი დოპინგ-სკანდალი განმეორდა. რიოს ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე ეფიმოვა სიიდან მოხსნეს, რადგან მის სისხლში მელდონიუმი აღმოაჩინეს. ცურვის მსოფლიო ფედერაციამ იულია თამაშებიდან მოხსნა. სპორტსმენმა დაიწყო საკუთარი უფლებების დაცვა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანით და შეძლო დავის მოგება. ![]() ![]() „ჩემს ცხოვრებაში რამდენჯერმე განმიცდია ისეთი მომენტები, როცა ყველაფრის მიტოვება მინდოდა. მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება იმას, რაც მაშინ იყო რიოში ... ”- გაიხსენა მოგვიანებით ეფიმოვამ. ![]() ”მეჩვენება, რომ ჩვენმა გაყრამ ის უფრო მოწიფული, ძალიერ ან რაღაც მაგის მსგავსი გახადა. ის ვოლგოდონსკიდან ტაგანროგში დადიოდა სავარჯიშოდ მერე ისევ უკან გზაზე უპრობლემოდ, ”- თქვა გოგონას დედამ ტატიანამ. დროის უმეტეს ნაწილს იულია ატარებდა და ატარებს მამასთან ანდრეისთან, რომელიც მას ბავშვობიდან ავარჯიშებს. დიდი ხნის განმავლობაში, ეფიმოვა ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში. როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, იგი დაბრუნდა მშობლიურ ვოლგოდონსკში, სადაც სამოთახიანი ბინა აქვს. ![]() ტატიანა გრიგორიევნა ამბობს, რომ მისი ქალიშვილი რაც აშშ-ში გადავიდა, "რაღაც მოხდა" და მას შემდეგ მემკვიდრემ შეწყვიტა მასთან ურთიერთობა. ქალი თავის საყვარელთან, პროფესიით მხატვართან ერთად სიღარიბეში ცხოვრობს. ეფიმოვა ყოველმხრივ უგულებელყოფს დედის მხრიდან კომუნიკაციის მცდელობებს. მშობლის თქმით, ქალიშვილი მას ფინანსურად არ ეხმარება. ![]() 2017 წელს იულია ეფიმოვა სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ის ლოს-ანჯელესის პოლიციამ დააკავა. სპორტსმენმა პიოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი გაატარა, რის შემდეგაც ხუთი ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შემთხვევა 2017 წლის 30 დეკემბერს მოხდა. ლოს-ანჯელესის პოლიციის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენმა მიიპყრო სამართალდამცავების ყურადღება „არაეთიკური საქციელის“ გამო . მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეფიმოვა ნასვამ მდგომარეობაში ავარიაში მოყვა. იულიამ მანქანის მართვისას კონტროლი დაკარგა. მოგვიანებით, სპორტსმენის წარმომადგენელმა უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ ეფიმოვა საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა. ![]() ![]() ![]() ასევე იხილეთსექს-სკანდალის გახმაურების შემდეგ, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ გააუქმა ყველა ტურნირი ჩინეთში, სანამ არ დარწმუნდება, რომ ცნობილ ჩოგბურთელს საფრთხე არ ემუქრება. ვახშმის შემდეგ სულ ვტიროდი, სექსი არ მინდოდა. აღელვებული და ამავდროულად შეშინებული ვიყავი, - წერდა ნოემბრის დასაწყისში ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე, ...მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ქალთა ფიგურულ სრიალში ელიზავეტა ტუკტამიშევა გაშიშვლდა მამაკაცის ჟურნალ Maxim ის მარტის ნომრის გარეკანისთვის. სურათზე სპორტსმენი პოზირებს გამჭვირვალე შავ საცვალში და წინდებში. ასევე გამოქვეყნდა ტუკტამიშევას ის ფოტოები, რომელიც ჟურნალის შიდა ფურცლებზე გამოქვეყნდება. ერთ-ერთ სურათზე მოციგურავე... საფრანგეთში მწვრთნელი წლების განმავლობაში აუპატიურებდა ახალგაზრდა მოწაფეებს და თანაც ვიდეოზე იღებდა . რატომ ვერ შენიშნა ვერავინ ეს ყველაფერი? იანვრის შუა რიცხვებში დასრულდა ბოლო წლების ფრანგულ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩოგბურთის ყოფილ მწვრ... ტანმოვარჯიშე ვერონა ვან დე ლერი 14 წლის ასაკში გახდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი, ერთი წლის შემდეგ კი ნიდერლანდების საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. მაგრამ მწვრთნელთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტმა განაპირობა ის, რომ მისი სპორტული მიღწევები შემცირდა, რამაც იგი აიძულა ტანვარჯიშისთვის თ... ლეგენდარულმა საბჭოთა ტანმოვარჯიშემ ოლგა კორბუტმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ყოფილ მწვრთნელს. იყო დრო, როდესაც ოლგა კორბუტის სახელი მთელს მსოფლიოს აზანზარებდა, 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც 17 წლის ოლგამ სამი ოქროს მედალი მოიგო, პოპულარობით თვით იური გაგარინსაც კი გადაასწრო.... 491 2-ს მოსწონს
|