ბანკები ავსტრალიური ბანკი 10 წლის განმავლობაში გარდაცვლილ კლიენტებს "ემსახურებოდა" 2021, 1 დეკემბერი, 16:58 ავსტრალიის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომისიამ, (ASIC)ფედერალურ სასამართლოში Westpac-ის წინააღმდეგ ექვსი სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. სამართალწარმოება, რომელთაგან თითოეული არის ინდივიდუალური ASIC-ის გამოძიების შედეგი, ამტკიცებს ფართო ფინანსურ დარღვევებს Westpac-ის რამდენიმე კომპანიაში. სავარაუდო მაქინაციები ხდებოდა წლების განმავლობაში და შეეხო ათასობით მომხმარებელს. ბრალდებული Westpac-ის კომპანიებში შედის საბანკო, საპენსიო და აქტივების მართვის ბრენდები, ასევე Westpac-ის ყოფილი ზოგადი სადაზღვევო ბიზნესი. ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, ბანკმა 11 000 გარდაცვლილი კლიენტის „ფინანსური მომსახურებისთვის“ 7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიითვისა.კიდევ 33 000 ადამიანი სხვადასხვა გადასახადის შესახებ შეუტყობინებლობის გამო დაზარალდა, 7000-ს მომხარებელს კი ერთი სადაზღვევო პოლისის საფასურის ორჯერ გადახდა მოუწიათ. ASIC თავმჯდომარის მოადგილემ სარა კორტმა სასამართლოზე განაცხადა: „ASIC იმედგაცრუებულია, რომ მას კვლავ მოუწია სასამართლო პროცესის დაწყება დიდი ბანკის წინააღმდეგ ამ შემთხვევაში, სულ მცირე, ექვს შემთხვევაში. ამ პროცესებში სავარაუდო ქცევებმა და გადაცდომებმა გამოიწვია მომხმარებელთა ფართომასშტაბიანი ზიანი, რომელიც გავრცელდა Westpac-ის ყოველდღიურ საბანკო, ფინანსურ საკონსულტაციო, საპენსიო და სადაზღვევო ბიზნესებზე." Westpac-მა ყველა დარღვევა აღიარა და დათანხმდა როგორც ჯარიმის, ასევე კომპენსაციის გადახდას. ჯარიმა 113 მილიონ ავსტრალიურ დოლარს შეადგენს (80 მილიონი აშშ დოლარი).კლიენტები კი კომპენსაციის სახით ჯამში 57 მილიონ დოლარს მიიღებენ. Westpac-ი ავსტრალიის ყველაზე ძველი ფინანსური ორგანიზაციაა. ის 1817 წელს დაარსდა. ასევე იხილეთსაქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბოლო 10 თვის (იანვარი-ოქტომბრის თვის ჩათვლით) უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მონაცემები გამოაქვეყნა. ოქტომბრის თვეში ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით $206.7 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25 მილიონით მეტია. რაც შეეხება ბოლო 10... მსგავსი მაღაზიის მომხარებელები ძირითადად დაბალშემოსავლიანი ევროპელები არიან, ანუ ისინი ვინც სახელმწიფო კმაყოფაზე ცხოვრობენ.-საშუალოდ 400 ევრო, (ზოგან ოდნავ მეტი ან ნაკლები)ესაა მათი თვიური შემოსავალი(ჩვენს ფულზე დაახლოებით 1100 ლარი)ასეთი მოქალაქეები პენსიონერებზე ნაკლებ თანხას იღებენ, დასავლეთ ევროპაში პენსიონერის თვიური შემოსავალი საშუალოდ 7... ოფიციალურად საბჭოთა კავშირში 1 აშშ$= 0, 557 კაპიკს უდრიდა, თუმცა ეს უფრო ფორმალური იყო, რადგან შავ ბაზარზე საბჭოთა პერიოდში 1 აშშ$-ს 3 მანეთზე ნაკლებად ვერ შეიძენდით, მიუხედავად ამისა, საბჭოთა მანეთი წლების განმავლობაში საკმაოდ მყარი ვალუტა იყო და ყოველთვის სტაბილურობით გამოირჩეოდა სავალუტო ბირჟაზე. მაინც რისი შეძენა შეიძლებოდა 1 მანეთად საბჭოთა კავში... Spanx-ის დამფუძნებლის, სარა ბლეიკლის სახელი ახლა ყველასთვის ცნობილია შეერთებულ შტატებში, რადგან მისი ისტორია არის "ამერიკული ოცნება" სუფთა კლასიკური გაგებით. მცირე "გარაჟის" ბიზნესიდან მან შეძლო მრავალმილიონიანი კომპანიის შექმნა. მაგრამ, მთავარ ისაა, რომ ახლა მისი სახელს სულ უფრო ხშირად ახსენებენ მისი ... საბჭოთა კავშირი ალბათ აბსურდამდე მისული ერთადერთი შესაძლებლობის ქვეყანა იყო, სადაც საზოგადოდ ფსკერიდან წამოსული ადამიანიც კი შეიძლება გამხდარიყო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება. ნამდვილად ბევრს აინტერესებს ალბათ, რამდენი ჰქონდათ ხელფასი ზესახელმწიფოს ლიდერებს და როგორ რეგულირდებოდა კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნების ცხოვრების ფინანსური მხარე 401 4-ს მოსწონს
|