სოფლის მეურნეობა მაღაზია ღარიბი ევროპელებისთვის-რა ფასები აქვს პროდუქტს? 2016, 8 დეკემბერი, 12:06 მსგავსი მაღაზიის მომხარებელები ძირითადად დაბალშემოსავლიანი ევროპელები არიან, ანუ ისინი ვინც სახელმწიფო კმაყოფაზე ცხოვრობენ.-საშუალოდ 400 ევრო, (ზოგან ოდნავ მეტი ან ნაკლები)ესაა მათი თვიური შემოსავალი(ჩვენს ფულზე დაახლოებით 1100 ლარი)ასეთი მოქალაქეები პენსიონერებზე ნაკლებ თანხას იღებენ, დასავლეთ ევროპაში პენსიონერის თვიური შემოსავალი საშუალოდ 700 ევროა, ისიც ყველა გადასახადის გამოკლებით. სანამ სუპერმარკეტ Aldi-ის ფასებს გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ დაბალ ფასები პირდაპირ პროპორციული არ არის ხარისხთან ანუ პროდუქტის ხარისხი იგივეა, რაც სხვა ჩვეულებრივ მაღაზიებში. შენიშვნა:ფასების უფრო ადვილად აღსათქმელად პირდაპირ ლარებში შემოგთავაზებთ.(ამჟამინდელი კურსით) მაგალითად ერთი კგ.ვაშლის ფასი 3 ლარიდან იწყება. 1 კგ.ბოსტნეულის ფასი 3-იდან 5 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომბოსტო, სალათები, კიტრი, პომიდორი, სტაფილო- 1, 30 ლარიდან 6, 5 ლარამდე პური ყველაზე იაფი 0, 90 ლარიდან იწყება და 3 ლარით მთავრდება. შეფუთული ხორცპროდუქტები 2 ლარიდან 10 ლარამდე ღირს. ლორი და ძეხვეული 2, 7 ლარიდან 12 ლარამდე შეფუთული თევზეულის ფასი 2, 6 ლარიდან 11 ლარამდეა. ყველი 2, 80 იდან 10 ლარამდე. რძის პროდუქტები, იოგურტი-2 ლარიდან 8, 5 ლარამდე კვერცხი 10 ცალი-3, 25 ლარი ღირს. წყალი-50 თეთრიდან 1 ლარამდე. ლუდი 1 ლ. 1, 70 ლარიდან 3, 20 -მდე. ლუდი ქილის 0, 33 ლ. 75 თეთრი. შამპანური-5 ლარიდან 7 ლარამდე. 5286 9-ს მოსწონს |
ამასთანავე საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი არ შევა მასეთ მაღაზიაში საყიდლებზე