x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როცა დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, ჩინეთი ამ ფონზე პუტინს მაშველ რგოლს უგდებს
imageჩინეთმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ამ ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციების ფონზე კიდევ ართი მაშველი რგოლი გადაუგდო, რაც ხორბლის იმპორტზე შეზღუდვების მოხსნით გამოიხატება და აღიქმება როგორც ეკონომიკური სტიმული მოსკოვისთვის.


პრეზიდენტმა სი ძინპინმა მხარს დაუჭირა რუსეთიდან ხორბლის იმპორტირებას, მიუხედავად დასავლეთის მიერ დაწესებული ყოვლისმომცველი სანქციებისა, რომლის მიზანია შეაჩეროს პუტინის ომი უკრაინაში.


იმპორტი შეზღუდული იყო ბოლო თვეებში, მცენარეთა დაავადებების გამო, განსაკუთრებით ეს ეხება სოფლის მეურნეობის კულტურებს.

ბაზრის ღიად შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი, გავრცელებული ინფორმაციით, იყო მოსკოვსა და პეკინს შორის ამ თვის დასაწყისში მიღწეული გარიგების ნაწილი, რაც ორ სახელმწიფოს შორის მზარდ კავშირებს მიუთითებს.


რუსეთი, ხორბლის უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში, გასული წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 30 მილიონ ტონაზე მეტი პროდუქტი ექსპორტზე გავიდა.


აქედან გასულ წელს მოსკოვმა მთლიანი სოფლის მეურნეობის ექსპორტის 9, 8% გაგზავნა ჩინეთში, მათ შორისაა მარცვლეული, თევზის პროდუქტები, ხორცი და რძის პროდუქტები.


ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც გუშინ ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ჩინეთი შესაძლოა უფრო მეტ რუსულ ენერგიას ყიდულობს და მოსკოვს ნაღდ ფულს უხდის, რათა დაეხმაროს პუტინს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების დაძლევაში.


ჩინეთის საბაჟოს ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი პარალელურად მოაგვარებს ფიტოსანიტარულ საკითხებს.პირველი შეკვეთა, დაახლოებით 667 მეტრული ტონა ხორბალია.


ექსპერტებმა გუშინ განაცხადეს, რომ ჩინეთი, სავარაუდოდ რუსეთს დაეხმარება „კულისებიდან“ და პეკინის მხარდაჭერა შესაძლოა გახდეს „გავლენიანი ფაქტორი განვითარებული კრიზისის ფორმირებაში“.


ბოლო წლებში ჩინეთი და რუსეთი დაახლოვდნენ, რადგან ორივე ქვეყანა დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის წინაშე აღმოჩნდა.

1
479
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
479
  
2022, 28 თებერვალი, 20:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1