x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რომელ საიტზე უნდა შეხვიდეთ,რომ შეამოწმოთ ჩამოგეწერათ თუ არა ვალი?
image


"შავ სიაში" მოხვედრილი მოქალაქეები, რომლის ნარჩენი ძირითადი თანხა არის 2000 ლარამდე და უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არა აქვთ შეტანილი სესხის პროცენტი ბანკში, უნდა გახსნან სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი vali.ge, რომელიც 31 დეკემბრამდე იმუშავებს.


ჯერჯერობით საიტზე განთავსებულია 7 ბანკის მონაცემები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი“.



ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება განახლებული მონაცემები.



დღეისთვის ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 412 420 მსესხებლის 695 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ. ჯამური დავალიანების თანხა 3, 148, 735, 096 ლარია.


გაფრთხილება: ნამდვილი საიტის პარალელურად გაიხსნა თაღლითური ვებ-გვერდი wali.ge, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს სესხების განულებასთან.

image

1
315
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
315
  
2018, 14 დეკემბერი, 1:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1