ემიგრანტებმა ბოლო 10 თვეში 2 მილიარდამდე დოლარი გამოაგზავნეს საქართველოში - გაიგეთ, რომელი ქვეყანაა 1-ელ ადგილზე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბოლო 10 თვის (იანვარი-ოქტომბრის თვის ჩათვლით) უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მონაცემები გამოაქვეყნა.
ოქტომბრის თვეში ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით $206.7 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25 მილიონით მეტია.
რაც შეეხება ბოლო 10 თვის მონაცემებს, საქართველომ $1.9 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო, რაც 2020 წლის შედეგებს 26%-ით აღემატება.
აქედან უმსხვილესი დონორი ქვეყნების ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:
1. რუსეთის ფედერაცია – $337.3 მილიონი, მატება წინა წელთან 16%
2. იტალია – $315.8 მილიონი, მატება წინა წელთან 31%
3. აშშ – $233.7 მილიონი, მატება წინა წელთან 32%
4. საბერძნეთი – $200.7 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
5. ისრაელი – $152.1 მილიონი, მატება წინა წელთან 19%
6. გერმანია – $90.8 მილიონი, მატება წინა წელთან 56%
7. თურქეთი – $88.1 მილიონი, მატება წინა წელთან 0%
8. უკრაინა – $77.4 მილიონი, მატება წინა წელთან 13%
9. აზერბაიჯანი – $71.2 მილიონი, მატება წინა წელთან 67%
10. ესპანეთი – $45.7 მილიონი, მატება წინა წელთან 17%
11. ყაზახეთი – $39.1 მილიონი, მატება წინა წელთან 169%
12. საფრანგეთი – $30.9 მილიონი, მატება წინა წელთან 38%
13. პოლონეთი – $26.7 მილიონი, მატება წინა წელთან 18%
14. ყირგიზეთი – $19.5 მილიონი, მატება წინა წელთან 270%
15. კანადა – $18.3 მილიონი, მატება წინა წელთან 27%
16. გაერთიანებული სამეფო – $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან 17%
17. ირლანდია – $16.7 მილიონი, მატება წინა წელთან 49%
18. კვიპროსი – $13.3 მილიონი, მატება წინა წელთან 23%
19. სომხეთი – $10.5 მილიონი, მატება წინა წელთან 8%
20. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $9.0 მილიონი, მატება წინა წელთან 20%.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 13.3%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების გარეშე კი ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე იქნებოდა.
საქტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა. ხოლო უმუშევრობის დონე, წინა კვარტალთან შედარებით, შემცირებულია 2.6 პროცენტით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბრის თვის წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
მსგავსი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა აგვისტოს თვეშიც, რაც ბოლო 10 წლის პერიოდში რეკორდული მაჩვენებელი იყო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტია. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცე...
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ეხმაურება ოპოზიციურ ტელევიზიების გამოხმაურებას და შეფასებებს ბიძინა ივანიშვილის ახალ საქველმოქმედო ინიციატივაზე, რომელიც წითელ წიგნში შეტანილ, გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხბის მოშენებას ითვალისწ
ხშირად გაგვიგია მოსაზრება და კამათიც, რომ საბჭოთა ეპოქაში ყველაფერი იაფი იყო, ახლა ყველაფერი გაძვირებულია. ხელფასიც ნორმალური იყო. ქვემოთ შევეცდებით მარტივი კალკულაციის მეშვეობით გავარკვიოთ(ფასების და მსყიდველუნარიანობით) საბჭოთა ეპოქის და დღევანდელი ხელფასების შედარება. ვიკიპედიის მონაცემებით 1980-იან წლებში საბჭო...
1)თბილისის საავიაციო ქარხანა № 31-1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისთანავე ტაგანროგის და სევასტოპოლის ქარხნების ევაკუაცია მოხდა თბილისში. ომის დროს ქარხანა ფრონტს ამარაგებდა ლაგგ-3, ლა-3 და იაკ-3 მიერიშე თვითმფრინავებით.ომის დასრულების შემდეგ ქარხანში დაიწყო პირველი საბჭოთა რეაქტიული თვითმფრინავის იაკ-15-ის გამოშვება.მას მოჰყვა მას მოჰყვ...
ახლანდელი გადასახედიდან რა თქმა უნდა ახალგაზრდა თაობისთვის წარმოუდგენელი იქნება თუ საბჭოთა პერიოდში რა პროფესიები ითვლებოდა "პრესტიჟულად" ანუ მაღაშემოსავლიანად, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მახინჯმა საბჭოთა სისტემამ შექმნა, ანუ სად იშოვებოდა ყველაზე მეტი ფული? იმ სფეროში სადაც დეფიციტი იყო და იმ სფეროში სადაც ხელფასის გარდა შესაძლებელი იყო "...