x
image
ირინა მ.
სასახლის ეტიკეტის დაცვის დროს გარდაცვლილების ნაღვლიანი ისტორიები
image


იცით თუ არა, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა უცნაური მიზეზით მხოლოდ იმიტომ, რომ იცავდნენ ან ცდილობდნენ დაეცვათ სასახლის ეტიკეტი?

შეიძლება გავიდე?

ნაღვლიან ისტორიას მოგვითხრობს ლეგენდა გამოჩენილი დანიელი ასტრონომის, ასტროლოგის და ალქიმიკოსის, ტიხო ბრაგეს შესახებ (ტიხო ბრაგეს სახელობისაა კრატერები მთვარეზე და მარსზე).



image


მაშ ასე, ასტრონომს, რომელიც მიწვეული გახლდათ იმპერატორ რუდოლფ მეორესთან ვახშამზე, საპირფარეშოში გასვლა დასჭირდა. იმპერატორზე ადრე მაგიდიდან ადგომა ცუდ ტონად ითვლებოდა. რუდოლფი კი ტრაპეზის დატოვებას არ აპირებდა, და საცოდავი ტიხო ითმენდა, სადამდეც შეეძლო. ბოლოს ვეღარ გაუძლო და... გარდაიცვალა, როგორც მაშინ ჩათვალეს, შარდის ბუშტი გაუსკდა. მართალია, შემდეგ მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შარდის ბუშტი ფიზიკურად არ შეიძლებოდა გამსკდარიყო, უბრალოდ ასტრონომს ბოლო მომენტში თირკმელებმა უმტყუნა. მაგრამ სულერთია, არასასიამოვნო მოვლენაა.

ცხენით გასეირნება

აი შემთხვევა, როცა არ გაუმართლა სამეფო ოჯახის წარმომადგენელს. 1689 წელს, ესპანეთის მეფის, კარლოს მეორის მეუღლემ, მარია ლუიზა ორლეანელმა, ცხენით გასეირნება მოინდომა. ცხენი ჯიუტი აღმოჩნდა და როგორც კი დედოფალი უნაგირზე დაჯდა, ყალყზე შედგა და მხედარი გადმოაგდო, უფრო სწორად ეცადა გადმოეგდო, მაგრამ მარია ლუიზას ფეხი უზანგში გაეჭედა და გაქანებულმა ცხენმა მხედარი თან გაიყოლა.



image


საშველად არავინ მისულა–ეტიკეტის მიხედვით დედოფლის შეხების უფლება მეფის გარდა არავის ჰქონდა, მეფე კი მაინცდამაინც არ იწვოდა დედოფლის გადარჩენის სურვილით, ან შეიძლება სულაც დაიბნა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორმა ახალგაზრდა ოფიცერმა დაიცადა, სანამ ცხენი საკმარისად მოეფარა თვალს, რისკის ფასად გააჩერეს გაგიჟებული ცხენი და დედოფალი უზანგიდან გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ მან ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა.

მიშველეთ! ვიწვები!

ერთხელ ესპანეთის მეფე, ფილიპე მესამე ბუხარს მიუჯდა გასათბობად, იქიდან კი ნაპერწკალი მოხვდა და ცეცხლი წაეკიდა. სასახლის ერთ-ერთი დიდგვაროვანი, რომელსაც ევალებოდა ბუხრის წინ უსაფრთხოებისთვის ტიხრის (შირმის) დადგმა, მეფის საუბედუროდ იმ მომეტში იქ არ იმყოფებოდა, იქ მყოფებს კი, მათ შორის მეფესაც, ბუხრის მოწყობილობებისთვის ხელის ხლება ეკრძალებოდათ.



image

ფილიპე მესამე, რა თქმა უნდა გადარჩა (ეტიკეტი ეტიკეტად, მაგრამ ალბათ თვითონვე მოშორდა ცეცხლს და გვერდით გაიწია), თუმცა სახე დაეწვა. ეს შემთხვევა მისთვის ალბათ ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა.

ჯარიმა ბოიარინიას!



image


აი ბოიარინია ოლსუფიევას კი ძალიან არ გაუმართლა!

პეტრე პირველს, როგორც იცით სმა უყვარდა, მაგრამ უფრო მეტად უყვარდა, როცა ბოიარებს ასმევდა. ამ მიზნით, იმპერატორი პერიოდულად ასამბლეებს აწყობდა, უხეშად რომ ვთქვათ, ღრეობებს, სადაც ყველას დასწრება სავალდებულო იყო, მათ შორის ქალებისაც. ერთ-ერთ ასეთ ასამბლეაზე მოვიდა ბოიარინია ოლსუფიევაც (იგი ფეხმძიმედ იყო) მეუღლესთან ერთად, თანაც დააგვიანეს, ამიტომ მეფემ პირადათ დაუსხა და დაალევინა ორივეს საჯარიმო ღვინით სავსე თასი. ბოიარი კიდევ არაუშავს, მაგრამ მისი მეუღლე ცუდად გახდა და მუცელი მოეშალა. ეს ნაყოფი სპირტში დღემდე ინახება კუნსტკამერაში.

ეკატერინე მეორე

ეკატერინე მეორის სასახლის კარზეც ხდებოდა შემთხვევები დაკავშირებული ეტიკეტთან, თუმცა შედარებით ჰუმანური ხასიათის.



image


მაგალითად, ფრეილინა ლაპუხინას იმპერატორმა საკუთარი ხელით მოაჭრა თმა, რადგანაც მისი ვარცხნილობა არ შეეფერებოდა სასახლის ეტიკეტს. ლაპუხინას კიდევ გაუმართლა, დიდი ამბავი, ვარცხნილობა თუ გაუფუჭეს, მითუმეტეს არა ვიღაცამ, არამედ თვითონ იმპერატორმა. ზოგიერთ ქალბატონს მეფე საერთოდ აგდებდა, ამასთან არა მხოლოდ სასახლიდან, არამედ შორს დადაქალაქიდან, "მიყრუებულ სარატოვში", მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ვარცხნილობა დედოფლის ვარცხნილობაზე მაღალი იყო.

აღსანიშნავია, რომ იმპერატორის მიერ შედგენილ "ერმიტაჟის ეტიკეტში" არსებობდა ასეთი მითითება: თუ სტუმარი დაინტერესდება ფაიფურის სტატუეტკით ან თაროებზე არსებული რომელიმე ნივთით, შესაბამისი დათვალიერების შემდეგ საჭიროა ისევ თაროზე დააბრუნოს და არ ჩაიდოს ჯიბეში.

ეს შენიშვნა ნათლად ასახავს იმ შეხედულებებს, რომელიც იმ დროისთვის სასახლეში მეფობდა.






სხვა საინტერესო სტატიები:






ანტარქტიდა: უცხოპლანეტელთა ბაზები თუ პრეადამიტების რასის კრიოკამერები? (+ვიდეო)

image


რა პირობა წაუყენა კეტრინ ზეტა-ჯონსმა ლაველას საქმროს-მაიკლ დუგლასს

image


ეცნიერებმა აღადგინეს 70 000 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის წინაპრის გარეგნობა

image


საინტერესო ფაქტები ლიფტების შესახებ: ძველი ეგვიპტიდან დღემდე

image


ჰონგ-კონგელს, თავის შეყვარებულ სექს-თოჯინასთან სრული იდილია აქვს: სეირნობენ, ვახშმობენ, მოგზაურობენ და ა.შ.

image


მსახიობთა წყვილები, რომელთათვის უსიამოვნო იყო სასიყვარულო სცენებში მონაწილეობა

image


ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება

image


ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში

image


ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image


საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image


ბედნიერი, უდარდელი, ცეკვის მოყვარული სიფაკები, რომლებსაც ადამიანებს ამსგავსებენ

image







0
285
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
285