საზოგადოება როგორ გამოიყურება ვანო ჯავახიშვილის პატარა ორეული წლების შემდეგ? - ახალი ფოტოები 2021, 29 ნოემბერი, 14:59 ![]() იმდენად დიდი იყო მსგავსება მცირეწლოვან ბავშვსა და მსახიობ ვანო ჯავახიშვილს შორის, რომ ბავშვმა პოპულარობა უმალ მოიპოვა. ბევრს ის ვანოს შვილიც კი ეგონა. ბავშვი კომედი ჯგუფის საახალწლო კონცერტებშიც ხშირად მონაწილეობდა, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართებოდა. დიდი ხანია საზოგადოებას აღარ უნახავს და ის სახალისო ბიჭი რამდენიმე წელია საჯაროდ აღარ გამოჩენილა. გთავაზობთ ახალ ფოტოს - ნახეთ როგორ გამოიყურება ის პატარა ბიჭი დღეს, უკვე საკმაოდ მოზრდილი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჟურნალისტების მიერ ორეულის შესახებ დასმულ კითხვებს ვანო ჯავახიშვილი ასე პასუხობს: - ვანო, ქუჩაში შენი ორეული რომ შეგხვდეს, როგორი რეაქცია გექნება? - ჯერ გავშტერდებოდი, ცოტა აზრზე რომ მოვიდოდი, ვკითხავდი - შენ შენ ხარ თუ შენც მე ვარ-მეთქი (იცინის)? თუ აღმოჩნდებოდა, რომ ის ნამდვილად ის არის, ხოლო მე-მე, ახლოს გავიცნობდი და პურმარილზე დავპატიჟებდი... - თუ გამსგავსებენ რომელიმე ცნობილ ადამიანს? - პატარა ორეული - დათუნა კვირკვია რომ მყავს, ჩემი გადაცემის საშუალებით მთელ საქართველოს გავაცანი. თუმცა ბევრი მსახიობ რობინ უილიამსს მამსგავსებს, მაგრამ მე ვერ ვამსგავსებ ჩემს თავს, რადგან ბატონი რობინი ხანში შესულია, მე კი ჯერ ისევ წიწკვი ვარ (იცინის). 5287 1-ს მოსწონს
|