„მაშინ სად ეგდო, როცა მოვთქვამდი და მისი შვილის მიერ მოკლული ჩემი გიორგის ცხედართან ვბღაოდი?“ – ჯამბულ გამცემლიძე
„მაშინ სად იყო, ირინა ენუქიძე როცა დასტიროდა სანდროს? ია მეტრეველს სასამართლოს დარბაზში რომ ატირებდნენ ეს მკვლელი და ნაძირალა ჯალათები – მაშინ რას მიკეთებდა?“ – ამის შესახებ 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში გიული ალასანიაზე საუბრისას განაცხადა და მას გველის წიწილის გამზრდელი უწოდა.
„გიული ალასანია ახლა რომ მოთქვამს – შვილი გადამირჩინეთო – ეგ გველის წიწილის გამჩენი მაშინ სად ეგდო, როცა მე მოვთქვამდი და მისი შვილის მიერ მოკლული ჩემი გიორგის ცხედართან ვბღაოდი? მაშინ სად იყო, ირინა ენუქიძე როცა დასტიროდა სანდროს? ია მეტრეველს სასამართლოს დარბაზში რომ ატირებდნენ ეს მკვლელი და ნაძირალა ჯალათები – მაშინ რას მიკეთებდა?“ – განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.
სააკაშვილის დედასთან პრეტენზია აქვს მანანა არჩვაძე გამსახურდიასაც. მანანა არჩავძე- გამსახურდიამ გადაცემაში ნიკოლოზ სააკაშვილის იმ თხოვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც მან იუსტიციის მინისტრის მამას, ლაშა ბრეგაძეს გაუგზავნა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რისგან ითხოვს ნიკოლოზ სააკაშვილი შვილის გადარჩენას. ამასთან, პირველი პრეზიდენტის მეუღლემ გადაცემაში გიული ალასანიასაც მიმართა და აღნიშნა, რომ როდესაც მისმა შვილმა პრეზიდენტობის პერიოდში არაერთი ოჯახი გააუბედურა მაშინ, რატომ არ კითხულობდა იმას, რომ ოდესღაც მისი შვილს ამაზე პასუხისგება მოუწევდა.
„მისი [სააკაშვილის] დედა, რომელიც გეგონება, რაღაც იქ, თითქოს ზეიმზე მიდის, ქალბატონი გიულის გარეგნობას, ჩაცმულობას და მის სახეს არაფერი ეტყობა, რომ შეწუხებული იყოს და იძახის მიკლავენ შვილს. შენმა შვილმა რამდენის დედა გაამწარა და გააუბედურა? რამდენი ოჯახი გააუბედურა და მაშინ რატომ არ კითხულობდი, რომ შენ შვილს მაინც მოუწევდა ეს განაჩენი. რა, არ იცოდი ეს თუ გეგონა, რომ მუდმივი პრეზიდენტი იქნებოდა, " - განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ.
მისი თქმით, შვილის საკითხზე, მიხეილ სააკაშვილის მამას მიაკითხა ბალნეოლოგიოურ კურორტზე, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, თუმცა შეხვედრის ნაცვლად, პოლიცია გამოიძახეს და მისივე თქმით, სცემეს.
“თანამედროვე შიმშილობის ასეთი ფორმა თუ არსებობდა, წარმოდგენა არ მქონდა. თუ სააკაშვილის მამისთვის მიუღებელია მისი შვილის პატიმრობა, მე, როდესაც მას ბალნეოლოგიურ კურორტზე მივაკითხე და იმ წუთში გაჩნდა საპატრულო პოლიცია, მომკლეს ცემაში, აი, ასე გამიმასპინძლდა სააკაშვილის მამა და რას მოითხოვს ეს კაცი, რომ მე ამაზე გავჩუმდები? არასდროს არ გავჩუმდები და ყოველთვის ვამხელ, არ დავიხევ უკან არავითარ შემთხვევაში”- განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ “აჭარის ტელევიზიის” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ჩართვისას.
ბოლო დროს, საჯარო გამოჩენისას, საზოგადოების ყურადღებას იქცევს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დედის ჩაცმულობა, რომელიც ყოველთვის გამორჩეული და ფერადია. გიული ალასანიას განსაკუთრებულად უყვარს თეთრი ფერის სამოსი. შვილს ციხეში რამდენჯერმე სტუმრობდა და ორ შემთხვევაში სწორედ თეთრი ფერის სამოსს მიანიჭა უპირატესობა.
ბოლო ვიზიტის დროს კი ჩვენი ყურადღება მიიპყრო მისმა გამჭვირვალე მოდურმა ჩექმებმა, რომლებიც მოგვიანებით, ერთ-ერთ საიტზე აღმოვაჩინეთ. ეს „შანელის“ ჩექმაა, რომლის ფასიც 1343 დოლარი გახლავთ.
გიული ალასანიამ განაცხადა, მას არ მოსწონს, რომ ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას გისოსები აქვს:
“გაიხსენეთ, როცა ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ეს არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი. თარიღი რომ გავიხსენოთ, ამის ფონზე, მით უმეტეს, დამთრგუნველია და არაბუნებრივი და ჩვენ, როგორც საზოგადოება რას ვფიქრობთ ამაზე? არის ეს ნორმალური ვითარება? არ არის. ძალიან მადლობელი ვარ სახალხო დამცველის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი იყოს თავისუფალი, რადგან იმსახურებს თავისუფლებას და მნიშვნელოვანია, რომ იყოს ჯანმრთელი. ” – თქვა ალასანიამ.
გიული ალასანიას თქმითვე, ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორმე თავისუფლებაზე გამოიყვანონ, რადგან მისი თქმით, სხვა გამოსავალი არ არის:
“დათრგუნულია, არ არის ის ძველებური ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით. ჩემი სურვილია, რომ ადამიანი თავისუფალი იყოს და ჩვენ, თქვენ, ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა ვიმოძრაოთ იმაზე, რომ ეს ადამიანი როგორმე თავისუფლებაზე გავიყვანოთ. სხვა გამოსავალი არ არის.
გაოგნებული ვარ, გუშინ ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება მოვისმინე – თურმე, ნუ იტყვი და, მისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?
ჟურნალისტის კითხვაზე – თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ, რა გზებს ხედავს ამისთვის თავად ალასანია – ის პასუხობს:
“მე არ ვიცი გზები, მე ვიცი, რომ საჭიროა მთელი საზოგადოების დაუყოვნებელი აქტიურობა. არავითარი შესვენება, როგორც გუშინ ერთი ადამიანი მოგვიწოდებდა, რომ თურმე საზოგადოება ისე დაიღალა ამის შიმშილობით, რომ ახლა უნდა წამოწვეს მხარ-თეძოზე და ახლა უნდა დაისვენოს, ასეთი რამე არ გამიგია, ” – თქვა ალასანიამ.