ტექნიკური "კოსმოსში დაბადებულნი": დედამიწელების საოცარი მომავალი? 2021, 26 ნოემბერი, 10:13 კომპანიების Amazon-ის და Blue Origin-ის დამფუძნებელმა, ჯოზეფ ბეზოსმა გაგვიზიარა თავისი პროგნოზები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება სიცოცხლე ასეული წლების შემდეგ. "ერთხელაც ადამიანები კოსმოსურ კოლონიებში დაიბადებიან და ტურისტულ მოგზაურობას შეასრულებენ დედამიწაზე, ისე, როგორც ახლა ნახულობენ ტურისტები იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს-ბიოსფერულ ნაკრძალს აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში, რომელსაც იუნესკო იცავს"-მეწარმის ამ სიტყვებს გამომცემლობა The Independent აქვეყნებს. "დედამიწელების ახალი სახლი გახდება ცილინდრული ფორმის მცურავი კოსმოსური ქალაქები. ყოველი კოსმოსური ბაზა დაიტევს მილიონ ადამიანს და ექნება თავისი მდინარეები, ტყეები და ველური ბუნება. მთელი მრეწველობაც ასეთ მცურავ ქალაქებზე იქნება განლაგებული." ბეზოსის სიტყვებით, მისი მომავლის ხედვა უფრო მეტად პრაქტიკული და განხორციელებადი ვარიანტია, ვიდრე ილონ მასკის იდეა, რომელიც ისწრაფვის "სხვა პლანეტაზე სიცოცხლის განახლებისკენ" და მარსზე გადასახლებისკენ. SpaceX-ის დამფუძნებელმა, ჯერ ჯიდევ 2002 წელს დაისახა მიზნად ეს იდეა და კერძო კომპანია დააარსა. გარდა ამისა, მან წამოაყენა წინადადება, რომ უკვე 2026 წელს გადასხას პირველი ადამიანები წითელ პლანეტაზე. ასე შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანთა საცხოვრებელი მარსზე: (ფოტო interstellarlab.earth, humanmars.net) ჯოზეფ ბეზოსმა ასევე დააზუსტა, რომ სჯერა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობისა. მაგრამ ეჭვის ქვეშ აყენებს დედამიწის მონახულებას უცხოპლანეტელი არსებების მიერ: "მე ძალიან მეეჭვება ამის. მგონია, რომ გვეცოდინებოდა, აქ რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ არიან თუ არა ისინი იქ {კოსმოსში}? ალბათ". ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბეზოსის კომპანია Blue Origin შექმნის კომერციულ კოსმოსურ სადგურს "ორბიტის რიფი", დედამიწის დაბალ ორბიტაზე. ეს უნდა მოხდეს 2025-2030 წლებისთვის. ორბიტული სადგური გახდება თავისებური "ბიზნეს-პარკი", რომელიც ერთდროულად 10 ადამიანამდე დაიტევს. კერძოდ ის შეასრულებს ოტელის ფუნქციას კოსმოსური ტურისტებისთვის. როგორც ჩანს, ბევრი ლოდინი არ მოგვიწევს პირველი მცურავი კოსმოსური "მინი-ქალაქების" გამოჩენამდე. კომერციული კოსმოსური სადგური "ორბიტის რიფი" (ფოტო: Blue Origin) იხილეთ შემდეგი სტატიები:
რა მოხდებოდა, თუ მთვარის ადგილს მზის სისტემის სხვა პლანეტები დაიკავებდნენ იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა სამყაროში რვაფეხას მსგავსი არსებები ბინადრობდნენ ნაპოვნი ბროლის კოსმონავტი, რომელიც არ ჯდება ოფიციალური მეცნიერების ჩარჩოებში მეცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით? რატომ გაქრნენ ევროპაში ბეღურები? საიდან მოდის ჭიქების მიჯახუნების ტრადიცია მილიარდერმა ნიძლავი წააგო: ბორტგამცილებლის ქალის ფორმა ჩაიცვა და რეისზე იმუშავა 287 5-ს მოსწონს |