x
მეტი
  • 20.09.2021
  • სტატია:114423
  • ვიდეო:353925
  • სურათი:487881
რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღიდან გავისვრით?
image

გაჩერდება თუ არა უწონადობაში უმოძრაოდ სამუდამოდ? როგორი ტრაექტორიით დაიწყებს მოძრაობას? მიაღწევს თუ არა მიზანს და რამდენ ხანში? საერთოდ შესაძლებელია თუ არა კოსმოსში იარაღის გამოყენება? და გამოდგება თუ არა ამ მიზნისთვის ჩვეულებრივი იარაღი, თუ რაღაც განცხვავებულია საჭირო, სპეციალური?

ყველა ამ კითხვით, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაინტერესდნენ სამჭოთა და ამერიკელი კოსმონავტები. კოსმოსში იარაღის გამოყენების თემაზე გამოკვლევები მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს როგორც საბჭოთა კავშირში, ისე აშშ-ში.

თითქოს გასროლა უწონადობაში და ვაკუუმში შეუძლებელია. იმისთვის, რომ დენთი აალდეს, საჭიროა ჟანგბადი, რომელიც ღია კოსმოსში არ არის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჟანგბადი, ისევე როგორც ატმოსფერო, თანამედროვე იარაღს არ სჭირდება. მას აქვს თავისებური დამჟანგავი-ოქსიდაიზერი. სასხლეტზე გამოკვრის დროს მოცემულ ნაერთში ხდება გარკვეული რეაქცია, რომელიც ხელს უწყობს დენთის აალებას ნებისმიერ პირობებში, ვაკუუმის პირობებშიც კი. აქედან გამომდინარე, კოსმოსურ ვაკუუმში გასროლა შესაძლებელია.

გასროლას არ ექნება არავითარი ხმა, რამდენადაც კოსმოსი ვაკუუმია, რომელშიც არანაირი ბგერა არ ვრცელდება. ანუ ყველა ის აფეთქებების და ა.შ. ხმები, რაც ჩვენ ფილმებიდან, სერიალებიდან და კომპიუტერული თამაშებიდან გვესმის, უბრალოდ აღქმის გასალამაზებლად არის გამოყენებული. სინამდვილეში კოსმოსში ყველაფერი უხმაუროდ ხდება.

გასროლისას უცბდ გაჩნდება კვამლი, თუმცა მას სხვანაირი ფორმა ექნება, არა ისეთი, როგორც დედამიწაზე. მას ექნება სფეროს ფორმა, უახლოესი პლანეტის გრავიტაციული ზემოქმედების ან ნებისმიერი სხვა მსხვილი სხეულის გამო, აგრეთვე იმიტომ, რომ ირგვლიც არ არის ატმოსფერო.

image

ტყვია დაიწყებს მოძრაობას ძალიან დიდი სისწრაფით, სწორხაზოვნად ან ორბიტაზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მოხდა გასროლა. გასროლისთანავე ტყვიაზე ზემოქმედებას დაიწყებს გრავიტაციული ველი. რაც უფრო ახლოს იქნება მსროლელი რომელიმე მასიურ ობიექტთან, მით უფრო ჩქარა მიიზიდავს ეს ობიექტი ტყვიას და მაშინ იგი დაიწყებს მოძრაობას მისი ორბიტის გარშემო ან დაეცემა ობიექტს. თუ თეორიულად გვერდით არ აღმოჩნდება არავითარი მსხვილი სხეული, მაშინ ტყვია გააგრძელებს მოძრაობას უსასრულოდ. თუმცა პრაქტიკულად, ადრე თუ გვიან, იგი რაიმეს შეეჯახება, ან მისი მოძრაობის ტრაექტორიაზე იმოქმედებს გრავიტაციული ძალები, რომელი ჩვენს სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერზე ახდენს გავლენას.

image





გადახედეთ:



1. აქვს თუ არა დედამიწის მოსახლეობას გადარჩენის შანსი, თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან



2. მსოფლიოში ყველაზე პატარა მოქმედი ციხე, რომელიც კუნძულზე მდებარეობს


3. ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას?


4. შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს


5. იტალიაში გაიხსენეს შავი ჭირი და სასმელების გაყიდვა შუასაუკუნეების სარკმელებიდან დაიწყეს


6. უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა


7. ჩვენი სამყარო სიმულაციაა და არარეალურობაში ვცხოვრობთ?


8. რატომ არის ყველაზე "სუფთა" კუპიურა იაპონური იენა და ყველაზე "ჭუჭყიანი" კი....


0
766
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
766
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0