x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი უკანასკნელი მაწანწალასავით დადის ლოს-ანჯელესის ქუჩებში
image


დააკვირდით ამ ფოტოებს. ვის ხედავთ? იცანით? დიახ, ფოტოებზე ერთი და იგივე პიროვნებაა, ეს უცნაური თავსაფრიანი და ფეხშიშველა ქალი, ჰოლივუდის ლეგენდა, პროდიუსერი, მწერალი, "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" პრემიის ლაურეატი, წარსულში ფოტომოდელი ჯინა დევისია, რომელიც მაყურებლემა გაიცნო ისეთი ფილმებით, როგორიცაა "ტელმა და ლუიზა", "ბიტლჯუსი", "ბუზი", ტუტსი", "შემთხვევითი ტურისტი" და სხვა.

image


ახლა ის უკვე 65 წლისაა და ეს, რა თქმა უნდა, საპატიო ასაკია ქალისთვის. თუმცა, ასეთი სახით, უკანასკნელ მაწანწალასავით გამოწყობილი ლეგენდარული მსახიობი ლოს-ანჯელესში, ქუჩაში შენიშნეს. სად არის ფეხსაცმელები და გადატკეცილი სახე, ჯინა?


image


image

ჯინა დევისმა 50-მდე ფილმში ითამაშა, ზემოთ ჩამოთვილი პრემიების გარდა, ჯინა დევისი არის "სატურნის", "დავით დი დინატელოს" და BAFTA-ს პრემიების ლაურეატი.

image

დევისი ასევე ცნობილია, როგორც ქალთა უფლებებისთვის აქტიური მებრძოლი.ის სპორტში გენდერული თანასწორობის მომხრეა, ებრძვის სექსიზმს და დისკრიმინაციას და ხელს უწყობს ქალთა უფლებებს ჰოლივუდში.

imageფოტოზე: ჯინა დევისი 1977 წელი



2020 წელს სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში აქტიური პოზიციისთვის მსახიობს გადაეცა ჯინ ჰერშოლტის ჰუმანიტარული ჯილდო.


სამსახიობო კარიერაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კი გაუმართლა ჯინა დევისს, რასაც ვერ ვიტყვით პირად ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოთხჯერ იყო გათხოვილი, ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერებამ გვერდი აუარა.

image

მისი პირველი ქორწინება რესტორნის მენეჯერ რიჩარდ ემოლოსთან ერთ წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. 1986 წელს გამოვიდა დევიდ კრონენბერგის ფილმი "ბუზი", რომლის გადასაღებ მოედანზე ჯინამ გაიცნო მეორე ქმარი ჯეფ გოლდბლუმი.ეს ქორწინებაც მალე დასრულდა - მსახიობები ქორწილიდან სამი წლის შემდეგ დაშორდნენ.


დევისის მესამე ქმარი იყო რეჟისორი რენი ჰარლინი, რომელმაც ცოლი ათამაშა რამდენიმე ცნობილ ფილმში, მათ სორის, "ხანგრძლივი კოცნა ძილის წინ" და "უსიტყვოდ"... და კიდევ ერთ ცნობილ ფილმში - "ავაზაკების კუნძული", თუმცა ცნობილი უარყოფითი კუთხით. 100 მილიონი დოლარის ბიუჯეტით ფილმს 10-ჯერ ნაკლები შემოსავალი ჰქონდა, რის გამოც მოხვდა "გინესის რეკორდების წიგნში", როგორც ყველა დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი წარუმატებელი ფილმი. რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. საბედნიეროდ, სკანდალების გარეშე.

imageფოტოზე: ჯინას მეოთხე ქმარი რეზა ჯარაჰი-2009 წ.



ბოლოს, მეოთხე ქორწინება - ჯინა დაქორწინდა პლასტიკურ ქირურგზე რეზა ჯარაჰიზე, რომელიც მსახიობზე 15 წლით უმცროსი იყო. უკვე საკმაოდ მოწიფულ ასაკში, დევისმა გარისკა და 46 წლის ასაკში გააჩინა პირველი შვილი, ქალიშვილი ალიზე კეშვარი. ორი წლის შემდეგ წყვილს ტყუპები კიან უილიამი და კაის სტივენი შეეძინათ. ხოლო სამი წლის შემდეგ, ეს ქორწინებაც დასრულდა.


რეზამ განქორწინება მოითხოვა და მიზეზად მუდმივი უთანხმოება დაასახელა. ჯინა იმდენად შოკირებული იყო ამით, რომ საპასუხო სარჩელი შეიტანა, სადაც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იგი ოფიციალურად არასოდეს ყოფილა დაქორწინებული რეზაზე.


image

image

ასევე დაგაინტერესებთ


სკანდალური ვიდეო, რომელიც კატერზეა გადაღებული და ვარსკვლავური წყვილის სექსია აღბეჭდილი დიდი ხანია უკვე კლასიკად იქცა, ახლა კი ამ ამბავზე მთელ სერიალს იღებენ. მათთვის, ვინც არ იცის რა ვიდეოზეა საუბარი...ის გადაიღეს "მალიბუს მაშველების" ვარსკვლავმა პამელა ანდერსონმა და როკ-ჯგუფ Mtley Cre- ს დრამერმა ტომი ლიმ 1995 წელს კატერზ...


image

უნდა აღინიშნოს, რომ დასავლურ პოპ-კულტურაში (კინო, თეატრი, მუსიკა და ა.შ) საქართველო, ქართველები და ქართული ძალიან მწირედ არის ნახსენები ან გამოყენებული და ისიც სულ თითზე ჩამოსათვლელია, ვთქვათ ჩვენი მეზობელი სომხებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვენზე უფრო მოხერხებულები და ყოჩაღები გამოდგნენ ამ მხრივ. მ...



14 წლის ვალენტინა არის პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე. ლოს-ანჯელესში კიდევ ერთი გახმაურებული პრემიერა შედგა: Dolby Theatre-ში წარმოადგინეს ახალი ფილმი "მარადისობა", რომელიც Marvel-ის კომიქსებზეა დაფუძნებული. ფანტასტიკურ ფილმში მთავარი როლები შეასრულეს ანჯელინა ჯოლიმ, ჯემა ჩანმა, რიჩარდ მედენმა და სალმ...


Okko- ს სერვისზე სტარტი აიღო სერიალმა მანიაკ ანდრეი ჩიკატილოს შესახებ.ფილმის რეჟისორია სარიკ ანდრეასიანი. პროექტის ავტორები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ დაემალათ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის სახელი, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ თავად დიმიტრი ნაგიევს ადრე ჰქონდა ნათქვამი, რომ ის ნამდვილად აპირებდა სერიალში ...


(იხილე დასაწყისი) 1970-იანი წლებიდან 1990 წლამდე-პორნოგრაფიის "ოქროს ხანა" ნახევარ საუკუნეზე მეტი დასჭირდათ რეჟისორებსა და სცენარისტებს, რომ შეექმნათ პროფესიონალური პორნო ფირები. მაგრამ დამღლელი ლოდინი ნამდვილად ღირდა - 1972 წელს გამოვიდა პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ღრმა ყელი", სადაც მთავარი როლს ლინდა ლოველასი ასრულებდა. ...


ქვემოთ გაეცნობით სხვადასხვა ეპოქის რამდენიმე ფილმს, რომელმაც ნამდვილი სექსუალური რევოლუცია მოახდინა არა მხოლოდ კინოში, არამედ სექსზე ჩვენს ცნობიერებაში. მე -XX საუკუნის დასაწყისიდან 1970-იანი წლებამდე. პორნოკინო თითქმის ყოველთვის შეიძლება ჩაითვალოს მოვლენების და ადამიანის ინტერესების პირველი აღმომჩენი, როდესაც ღიად საუბარი სექსზე მიუღებე...

0
875
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
875
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0