სხვა მაფიოზი რუსთაველი, წინწყარო და სტალინი - საქართველო და ქართველები უცხოურ პოპ-კულტურაში 2021, 15 ნოემბერი, 14:37 უნდა აღინიშნოს, რომ დასავლურ პოპ-კულტურაში (კინო, თეატრი, მუსიკა და ა.შ) საქართველო, ქართველები და ქართული ძალიან მწირედ არის ნახსენები ან გამოყენებული და ისიც სულ თითზე ჩამოსათვლელია, ვთქვათ ჩვენი მეზობელი სომხებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვენზე უფრო მოხერხებულები და ყოჩაღები გამოდგნენ ამ მხრივ.
მოდით გადავხედოთ და გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი. 1)-"იავნანა", ძვ. ქართული ხალხური საწესო ლექსთ-სიმღერა. წარმოშობით წარმართული საკულტო რიტუალის უძველესი საგალობელი. "ნანინას" ციკლის სიმღერების მსგავსად "იავნანაც" მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას სახელთან არის დაკავშირებული."იავნანამ" დაკარგა დღეს პირვანდელი საწესო ხასიათი, დღეს მისი დანიშნულება ბავშვის დაძინებაა, თუმცა წარსულში ე. წ. ბატონებისაგან ბავშვს განსაკურნავადაც მღეროდნენ. ქართული "იავნანა" პეტრე ჩაიკოვსკიმ ბალეტ "მაკნატუნაში" შეიტანა, თუმცა არაბული ცეკვის სახელით.(რის გამო ქართველი მეგობრები გაუნაწყენდნენ კიდეც).თუმცა უცხოეთში ძალიან მეეჭვება, რომ მსმენელების თუნდაც 1% იცოდეს ამ მელოდიის სადაურობა. იავნანა დისნეის მულტფილმშია გამოყენებული, აგრეთვე იავნანას თემაზეა შექმნილი გერმანული როკ-ჯგუფ "Accept"-ის გიტარისტის ვოლფ ჰოფმანის კომპოზიცია"არაბული ცეკვა"(იავნანა) 2_სულიკო- ყველაზე ცნობილი ქართული სიმღერა უცხოეთში და ფაქტობრივად სავიზიტო ბარათი.მუსიკა 1895 წელს შექმნა ვარინკა წერეთელმა, ხოლო ლექსის ავტორია აკაკი წერეთელი."სულიკო"თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის რუსულ, პოლონური, რუმინულ, ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ, ბასკურ და სხვა ენებზე. 3-ბიტლზი-Back in the USSR -(უკან საბჭოთა კავშირში)ეს სიმღერა გახლდათ პაროდია -ჩაკ ბერის სიმღერისა სახელწოდებით Back in the u.s.a. ამ სიმღერის დაწერის იდეა მაკარტნის თვითმფრინავით გადაფრენის დროს დაებადა. "სიმღერაში იუმორისტულად არის აღწერილი რუსი ბიჭის მოგზაურობა მაიამი ბიჩიდან უკან, სსრკ-ში, მას ერთი სული აქვს საქართველოს მთები მოინახულოს, იქ ბევრი ხუმრობებია, მახსოვს მინდოდა ჯერი ლი ლუისის ხმაზე მემღერა, მისამღერი კი "ბიჩ ბოიზის" სტილში გავაკეთეთ"(პოლ მაკარტნი) 4)წინწყარო-ქართული ხალხური სიმღერა კახეთის რეგიონიდან.სიმღერას ასრულებს წამყვანი მამაკაცი ვოკალისტი და გუნდი.მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა ფართოდ არაა ცნობილი დასავლური კულტურისთვის იგი ერთვის საუნდტრეკად ვარნერ ჰერცოგის ფილმს "Nosferatu: Phantom der Nacht"(ნოსფერატუ-ღამის მოჩვენება)-1979 წელი. წინწყარო გამოიყენა ინგლისელმა მომღერალმა კეიტ ბუშმა 1985 წელს სიმღერაში "Hello Earth" 1997 წელს ცნობილმა სერბიელმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა "წინწყაროს" მოტივები გამოიყენა კომპოზიციაში Tale 3 - Tollund ალბომიდან "Silence of the Balkans"-1997 5)ოდოია- მეგრული ფოლკლორის ეს ნიმუში შესულია ბილი ჯოელის 1987 წლის ლაივ ალბომში-"Концерт", რომელიც საბჭოთა კავშირშია ჩაწერილი, ალბომი "ოდოია"-ათი იხსნება, რომელის ჩაწერაშიც ანსამბლი რუსთავი მონაწილეობდა.ამერიკაში ეს ალბომი " A Matter of Trust: The Bridge to Russia" -ს სახელწოდებით გამოვიდა და პლატინის სტატუსი მიიღო(1 მლნ.ასლი) 6)წითელი სიცხე და სხვები-1988 წელს ეკრანებზე გამოდის ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი "წითელი სიცხე", მთავარ როლში არნოლდ შვარცნეიგერი, რომელიც საბჭოთა მილიციელის როლს თამაშობს, ხოლო მისი მტერი, ქართველი ნარკოდილერი- მაფიოზი ვიქტორ რუსთაველია, ფილმის გამოსვლას ქართულ საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა, საქმეში თავად საქართველოს ცკ. პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილიც ჩაერთო, გაიგზავნა საპროტესტო ნოტაც, რომ "რუსთაველი" გვარი არ არის, ის არის ერთადერთი, რომელიც ქართველი ხალხის და საქართველოს სიმბოლოა, როგორც იტყვიან, ძაღლი ყეფს ქარავანი მიდისო, ფილმის რეჟისორმა უოლტერ ჰილმა ბოდიში კი არ მოიხადა, იმაზე წუხდა, ფილმი "მეკობრულად" რატომ ნახეთო, თან "დაგვმოძღვრა": რუსთაველი კი არა რუსთავილიაო. ფილმს მართლაც არნახული წარმატება ხვდა წილად აშშ-ში, მარტო გამოსვლიდან 1 კვირაში შემოსავალი 24.5 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ქართველის, როგორც "კრიმინალის იმიჯი" შემდგომ ამერიკულ ფილებშიდაც გრძელდება:ესაა 2010 წლის ფილმი Undisputed -3, ციხეში მჯდომი მოღალატე ქართველი პერსონაჟები - რეზო და გაგაა, აგრეთვე მოძალადე ქართველი, ნიკოლოზ არზიანი ჩნდება ამერიკულ დრამატულ სერიალში King & Maxwell(2013) 7)ზურაბ წერეთლის მონუმენტები-ცნობილი ქართველი მხატვარის, მოქანდაკე და არქიტექტორის მოუმენტები მთელს მსოფლიოშია მიმოფანტული და დგას ყველაზე პრესტიჟულ ადგილებზე, მათ შორის აშშ-ში, ბრაზილიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში, იაპონიაში, ლიტვაში, რუსეთში და შესაბამისად საქართველოში. ახალი სამყაროს დაბადება-(არესიბო, პუერტო რიკო-2016)სიმაღლე 110 მეტრი 8)თამარ მეფე- მრავალი კულტურის ხალხურ თქმულებებში თუ პოეზიაშია ასახული თამარის სახე, ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი 1903 წელს წერს პიესას "დედოფალი თამარი", რომელიც 1904 წელს ოსლოს ეროვნულ თეატრში დაიდგა. იგი სავსე იყო აღმოსავლური ეგზოტიკის ელემენტებით, ცეკვებით და მართლაც დიდი წარმატება ხვდა წილად, მოგვიანებით, სპექტაკლი არაერთგზის ითამაშეს გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში.თუმცა თეატრალური კრიტიკოსები უფრო ცივად შეხვდნენ გენიალური ნორვეგიელი მწერლის ნამუშევარს და მას" შუა საუკუნეების კოსტუმში ჩაცმული თანამედროვე ქალი უწოდეს. ასევე აღსანიშნავია მილი ბალაკირევის სიმფონიური პოემა "თამარი", (1882)(ლერმონტოვის ამავე სახელწოდების ლექსზე)რომელიც პარიზში იქნა შესრულებული 1907 და 1912 წლებში. სულ ახლახან კი შეიქმნა კომპიუტერული თამაშის Civilization -ის ახალი, Civilization VI: Rise and Fall- ის ვერსია, სადაც მთავარი პერსონაჟი თამარ მეფეა, მე-12 საუკუნის საქართველო იმ დროინდელი არქიტექტურით და ხევსური მეომრებით. 9)აგვისტოს 5 დღე- ფინელი რეჟისორის, რენი ჰარლინის 2011 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის 5 დღიან ომზე, მთავარ როლებში ენდი გარსია(მიხეილ სააკაშვილი)რუპერტ ფრენდი და ველ კილმერი, გადაღებები მიმდინარეობდა წალკაში, გორში, ვაზიანში, თბილისში და პრეზიდენტის სასახლეში.მიუხედავად მძლავრი რეკლამისა, ფილმის წარმატება საკმაოდ მოკრძალებული იყო. 10)- რა თქმა უნდა არც თუ იშვიათად არის საქართველო ან ქართველები ნახსენები მეზობელ ქვეყნების პოპ-კულტურაში, გასაგები მიზეზების გამო, თუმცა უნდა გამოვყოთ განსაკუთრებით ცნობილი ჰიტი "миллион алых роз, "თუნდა ც იმიტომ, რომ ეს სიმღერა მსოფლიოს მრავალ ენაზე შესრულდა და ჩვენი სასიქადულო მხატვრის, ნიკო ფიროსმანის უიღბლო სიყვარულის ეპიზოდს მოგვითხრობს. 11)სტალინი-იოსებ ჯუღაშვილი ყველაზე ცნობილი ქართველია უცხოეთში გვინდა თუ არ გვინდა, მასზე უამრავი მხატვრული ფილმია გადაღებული, ჩამოგითვლით რამდენიმე საინტერესოს :"წითელი მონარქი"(Red monarch)(დიდი ბრიტანეთი-1983 წელი), ახლო წრე"-რუსეთი, იტალია, აშშ-1991 წელი, "რევოლუციის შვილები(Children of the Revolution»)-ავსტრალია-1996 წელი, "სტალინის დივანი"(LE DIVAN DE STALINE)-საფრანგეთი 2016, "სტალინის სიკვდილი"(The Death of Stalin)-დიდი ბრიტანეთი-საფრანგეთი-2017 და სხვები. რაც შეეხება სიმღერებს: სტალინი ნახსენებია დაახლოებით 100-მდე უცხოელი შემსრულებლის სიმღერის ტექსტში, მათ შორის:Michael Jackson - Stranger In Moscow(1995), Leonard Cohen-The Future(2009) Motorhead- death or glory(1993) sabbaton-atero dominatus(2006) Rolling stones-Hold back-1986, Living colore-Cult of Personality-1988; Pet shop boys-West end girl-1991 და სხვები. ასევე დაგაინტერესებთყველასთვის უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ცხოვრების დონე არა თუ მეზობელ რესპუბლიკებზე მნიშვნელოვნად მაღლა იდგა, არამედ მთლიანად იმპერიაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ იყო მდიდარი ისეთი ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ნავთობი, მინერალები, ქიმიური მრეწველობა, არ იყო შავი და ფერადი მეტალურგიის ძლიერი ქსელი. მიუხედავად ... გამოვლინდა " ოსკარზე" წარსადგენი ქართული ფილმი, რომელიც სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა. ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით, ლევან კოღუაშვილის ფილმი მეოთხე ბრაიტონი იბრძოლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცე... ამ დღეებში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი, ბევრი კინომოყვარულისთვის ეს გვარი შეიძლება ბევრს არაფერს ეუბნებოდეს სანამ სრულ ინფორმაციას არ შეიტყობს და ისიც არ იცოდეს, რომ იგი იყო ცნობილი მსახიობის, მამუკა კიკალეიშვილის დედა. ლეილა ძიგრაშვილი დაიბადა 1926 წლის 4 ნოემბერს თბ... ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას ახალახან შეემატა საეკლესიო გალობა, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა "ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას - ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა! პოლიფონ... მასივის მშენებლობა -1960-იანი წლები სანაპირო საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 1960-იანი წლები ძველი თბილისი ძველი თბილისი-ორთაჭალისკენ მიმავალი გზა მარჯვენა სანაპირო ძველი თბილისის ხედი კოტე აფხაზის ქუჩა და რიყე მეტეხის ციხე სანაპირო ... 1)ვანო სარაჯიშვილი-(1879-1924)მუსიკოსი, მომღერალი ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, "საქართველოს ბულბული", მის სახელს ატარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გარდაიცვალა 45 წლის ასაკში 2)ჰამლეტ გონაშვილი(1928-1985)-მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების უბად... 304 4-ს მოსწონს
|