x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სია

image

ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას ახალახან შეემატა საეკლესიო გალობა, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა



"ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას - ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!
პოლიფონიური ქართული გალობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო და, ამავდროულად, კაცობრიობის უდიდესი კულტურული მონაპოვარია. ეს დიდი აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას, ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების მეტ დაინტერესებას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო პოპულარიზაციას.
ეს მიღწევა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ვულოცავ ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და მათთან ერთად, მთელ ჩვენს საზოგადოებას."
მაშ ასე, ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას, რომელიც შემდგომ იუნესკოს კონცეფციის მიხედვით მტკიცდება, კიდევ ერთი-ქართული საეკლესიო გალობა შეემატა.
მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ სიას და გავიხსენოთ იუნესკოს ეგიდით რომელი ქართული ძეგლებია შესული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელი შედევრების ნუსხაში:
1)ქართული მრავალხმიანობა-2001 წელი
2)ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი-2013 წელი
3)ქართული ჭიდაობა-2014

4)ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა-2015



ამის გარდა ეროვნულ რამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილია, დედა-ენა, ქართული დამწერლობა, კახური და ქალაქური მრავალჟამიერი, მესხური ყველი ტენილის დამზადების ტექნოლოგია, ცეკვები-ხორუმი და ფერხული, ლაღიძის წყლების ტექნოლოგია, ჩურჩხელას დამზადების ტექნოლოგია, კახური დედას პური, სვანური ქუდების, სვანური მარილის და კუბდარის დამზადების ტექნოლოგია, ვეფხისტყაოსანის ზეპირად ცოდნის ტრადიცია, ხაჭაპურის ტრადიცია, აფხაზური და მეგრული აჯიკა და სხვა.



0
86
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0