x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცეკვა "რაჭულის და "ტაში ბიჭო გიორგუნას" ავტორი დათო სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა

image

თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი რაჭველი, ქორეოგრაფი დათუნიკა(დათო) სხირტლაძე ამბროლაურში გამოსვლის დროს სცენაზე გარდაიცვალა.


ამის შესახებ ინფორმაციას ლოტბატი, ფოლკლორული ანსამბლი "ლაშარის" ხელმძღვანელი, გიორგი უშიკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს:


"რამდენიმე საათის წინ ამბროლაურში, სცენაზე კონცერტის დროს გარდაიცვალა
შესანიშნავი ხელოვანი, ჩემი მეგობარი დათო (დათუნიკა) სხირტლაძე, ძალიან დიდი დანაკლისია მისი გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისათვის! ძალიან დაგვაკლდები დათუნიკა"



დათუნიკა სხირტლაძე იყო ცნობილი ხელოვანი და ქორეოგრაფი, ცეკვა "რაჭულის" ავტორი, ცეკვავდა ჯგუფ “შინსა” და ანსამბლ “რუსთავში”. მისი შექმნილია აგრეთე ცნობილი რაჭული ცეკვა “ტაში ბიჭო, გიორგუნა”.სიმღერის ტექსტი ბევრს ხალხური ჰგონია, თუმცა ლექსი ეკუთვნის გიგა სხირტლაძეს, დათუნიკას მამას, მოგვიანებით ქორეოგრაფმა ტექსტი ცეკვას მოარგო.


დათო სხირტლაძე 58 წლის იყო

image

ფოტო მისი ბოლო კონცერტიდან.






იხილეთ აგრეთვე:


2016 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები

2
639
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
639
  
2017, 1 იანვარი, 20:12
:-(
2016, 31 დეკემბერი, 14:19
ისე ვერ წაეთრა 2016 წელი კიდევ ერთი ჭეშმარიტი ქართველის სიცოცხლე არ წაეღო თან...
ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას
0 1 2