სხვა განსაცვიფრებელი და ულამაზესი ადგილები მთელი მსოფლიოდან გუშინ, 13:04
ჩვენი პლანეტა სავსეა საოცარი ადგილებითა და განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, რომელიც გაოცებისგან სუნთქვას შეგიკრავთ.
ამ პოსტში გიწვევთ ვირტუალურ მოგზაურობაში, რათა აღმოაჩინოთ დედამიწის უნიკალური ადგილები და უჩვეულო მოვლენები სახლიდან გაუსვლელად.
ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტოთ მათი საკუთარი თვალით მონახულება.
ხეების გაშენების იაპონური ტექნიკა "დაისუგი"წარმოიშვა მე-14 საუკუნეში. 700 წლის განმავლობაში ხეების მოჭრის გარეშე მორების და შეშის მოპოვება იყო შესაძლებელი. ხეებს ბონსაივით ჭრიან და შეშა გამოდის გლუვი, თანაბარი და კოჟრების გარეშე. იდეალურია მშენებლობისთვის. დუვრის თეთრი კლდეები, სამხრეთ ინგლისი. კლდის პირი აღწევს 107 მეტრს და აქვს გასაოცარი გარეგნობა იმის გამო, რომ მის შემადგენლობაში შედის ცარცი, ზოლებად დაყვება შავი კაჟი. კლდეები გადაჭიმულია კენტის საგრაფოს ქალაქ დუვრიდან დასავლეთით და აღმოსავლეთით. ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს ტიბეტში, საკიას მონასტერში, უზარმაზარი კედლის მიღმა, 60 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრის სიმაღლის. იგი შეიცავს 84000 საიდუმლო ხელნაწერს, რომლებიც მოიცავს კაცობრიობის 1000 წლიან ისტორიას. ხახოე -სოფელი სამხრეთ კორეაში არის ტრადიციული კორეული სოფელი, რომელიც თარიღდება ჩოსონის დინასტიის დროიდან. სოფელი კორეული კულტურის მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის ინახავს ჩოსონის დინასტიის სახლების არქიტექტურას, ლეგენდებს, იმდროინდელ ხალხურ წეს-ჩვეულებებს, წიგნებსა და კლანის სოფლების ტრადიციებს. 2010 წელს სოფელი ხახოე, კორეის სხვა სოფელ იანდონგთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. აღმოსავლეთ საქართველოში, დაბა ფასანაურთან არის ორი მდინარის შესართავი: თეთრი და შავი არაგვი. თუმცა, მათი წყლები არასოდეს ერევა. შესართავის საზღვარი აშკარად ჩანს, ვინაიდან მდინარეებს აქვთ სხვადასხვა რაოდენობის მინერალები.ასევე თეთრ და შავ არაგვს განსხვავებული ტემპერატურა და სიმკვრივე აქვს, რის გამოც წარმოიქმნება ზედაპირული კონფლიქტი, რაც ხელს უშლის ორი წყლის შერევას. გიგანტური ტყე სეკვოიას ეროვნული პარკში, ტულარის ოლქი, კალიფორნია, აშშ. ამ ხეს უწოდებენ "გენერალ შერმანს" და ვარაუდობენ, რომ მისი ასაკი 2300-დან 2700 წლამდეა. ყველაზე მაღალი გადახურული ჩანჩქერი, რომელიც გარშემორტყმულია ტერასებით ხელოვნური ტყეებით, ჩანგის აეროპორტში, სინგაპური. კოლორიტული სოფელი კასტელმეზანო, იტალია. ეს არის 200 წლის წინანდელი ხის ხიდი დაღესტანში, აშენებული (ლითონის) ლურსმნის გარეშე. ხიდი მდებარეობს დაღესტნის ტაბასარანის რაიონის სოფელ გულთან. ცნობილია, რომ ხიდი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა - თაბასარანელებმა ააშენეს, რომლებსაც ხელთ მხოლოდ ხე და ქვა ჰქონდათ. ხიდის სიმაღლე 10 მეტრია. მარკო პოლოს ყვავილების პარკი (ჩინეთი). იანჯოუში არის პარკი ფერადოვანი აბსტრაქტული ყვავილებით გაწყობილი. მარკო პოლოს სახელი იმიტომ ჰქვია, რომ მე-13 საუკუნეში ჩინეთში მოგზაურობისას სამი წელი გაატარა აქ და ზოგიერთი ვერსიით, ქალაქის გამგებელიც კი იყო. ბამბუკის ტყე საგანოში. კიოტოს გარეუბანში, საგანოს ბამბუკის ტყე რვა საუკუნეზე მეტია იზიდავს ტურისტებს. აქ იზრდება იაპონური ბამბუკი "ნადაკე", რომელსაც შეუძლია გაიზარდოს 120 სმ დღეში და 15-ჯერ აღემატებოდეს ადამიანის სიმაღლეს. ქარში რხევისას მისი ღეროები წარმოქმნიან მელოდიურ ხმებს, რომლებიც იაპონიის მთავრობამ შეიტანა შენარჩუნებულ 100 ბგერათა სიაში. კაილასას ტაძარი ელორას გამოქვაბულებში, მაჰარაშტრა, ინდოეთი.ეს არის მეგალითი, რომელიც ამოკვეთილია ერთი კლდეში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნაობად ინდოეთში. პრაღის ბიბლიოთეკა ისე ლამაზად იყო შექმნილი, რომ ხელოვნების მუზეუმად გადაიქცა. მეხიკოში ჟაკარანდაები აყვავდნენ. ქალაქი იანძინი-ჩინეთი. 187 2-ს მოსწონს
|