x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გამოვიდა სერიალი ანდრეი ჩიკატილოზე,სადაც მთავარ როლს დიმიტრი ნაგიევი ასრულებს
imageOkko- ს სერვისზე სტარტი აიღო სერიალმა მანიაკ ანდრეი ჩიკატილოს შესახებ.ფილმის რეჟისორია სარიკ ანდრეასიანი.


პროექტის ავტორები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ დაემალათ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის სახელი, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ თავად დიმიტრი ნაგიევს ადრე ჰქონდა ნათქვამი, რომ ის ნამდვილად აპირებდა სერიალში ამ როლის შესრულებას - და ასეც აღმოჩნდა.


სერიალის სიუჟეტი მოგვითხრობს ჩიკატილოს ორმაგ ცხოვრებაზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ მისი დანაშაულების გამოძიებაზე.

სცენარის ავტორები არიან ალექსეი გრავიცკი და სერგეი ვოლკოვი, პროდიუსერია სოფია კვასილავა და სარიკ ანდრეასიანი, მხატვრები-დავით დადუნაშვილი და გულნარა შახინოვა.


მთავარ როლებში: დიმიტრი ნაგიევი, კონსტანტინე ლავრონენკო, დიმიტრი ვლასკინი, ჯულია აფანასიევა და სხვები.


ჯერჯერობით მხოლოდ პრემიერის ეპიზოდი გამოჩნდა, მთლიანად სეზონი რვა ეპიზოდისგან შედგება.

image




შეგახსნებთ, ანდრეი ჩიკატილო იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მანიაკი არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მთელს მსოფლიოში.


1978 წლიდან 1990 წლამდე მან ოფიციალური მონაცემებით 53 ადამიანი მოკლა. მსხვერპლთა შორის იყო: 21 ბიჭი, რომელთა ასაკი მერყეობდა 7 წლიდან 16 წლამდე, 14 გოგონა — 9-იდან 17 წლამდე; აგრეთვე 17 გოგო და ქალი.მისი მეტსახელები იყო: „ცოფიანი ცხოველი“, „როსტოველი მფატრავი“, „წითელი მფატრავი“, „ტყის ზოლის მკვლელი“, „მოქალაქე X“, „საბჭოთა ჯეკ-მფატრავი“. ჩიკატილოს მიერ ჩადენილი მკვლელობებისათვის შეცდომით დახვრიტეს ალექსანდრე კრავჩენკო.

ჩიკატილო დააკავეს 1990 წლის 20 ნოემბერს, ხოლო 1994 წლის 14 თებერვალს დახვრიტეს.



ყველაზე ცნობილი საბჭოთა მანიაკის, ანდრეი ჩიკატილოს დაპატიმრებიდან 30 წელი გავიდა. 1990 წლის 20 ნოემბერს იგი დააკავეს როსტოვის ოლქში და გაგზავნეს სსრკ-ს კგბ-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში. სახელი "ჩიკატილო" საზოგადო გახდა, ხოლო მისი დანაშაულები კრიმინალისტიკის ყველა სახელმძღვანელოში შეიტანეს. მანიაკის იმიჯმა შესამჩნ...


1978 წლის 22 დეკემბერს, ზუსტად 37 წლის წინ ქალაქ შახტიში მოკული იქნა 9 წლის გოგონა.ასე დაიწყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე საზარელი მკვლელი-მანიაკის "მოღვაწეობა", მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდება მისი სახელი ცნობილი-ანდრეი ჩიკატილო. ანდრეი ჩიკატილო დაიბადა 1936 წლის 16 ოქტომბერს სუმსკის ოლქის პატარა უკრაინულ სოფელში .ბავშვობიდანვე ანდრეიმ გადაიტანა ...

0
222
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0